2021/2022 სასწავლო წლის ანგარიში
პროექტი" My Dream Timetable" (“ჩემი საოცნებო განრიგი”). მოსწავლეებმა შესასწავლ მასალაზე დაყრდნობით , სადაც ისწავლება კლასგარეშე აქტივობებში ჩართულობა , შედგინეს საკუთარი სასურველი განრიგი, რომელშიც ასახეს , თუ რა ტიპის კლასგარეშე წრეებში და კლუბებში სურთ გაერთიანება და წარუდგინეს თავის თანაკლასელებს.
მე-7ა , მე-7 ბ კლასებში სტარტი აიღო სასკოლო პროექტმა “My Problem Matters” ( “ჩემი პრობლემა მნიშვნელოვანია”). პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელში შეიქმნა დახურული გვერდი , რომელიც მიძღვნილია მოზარდების საჭირბოროტო და პრობლემური საკითხების გაზიარება-განხილვას და მათ დახმარებას. ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ პრობლემებს და იღებენ ჯგუფის წევრებისგან და ადმინისტრატორებისგან სამართლიან და საჭირო რჩევებს. ძალიან ხშირია მომართიანობა ბულინგის სხვადასხვა ფორმებთან დაკავშირებით. მოზარდები და მათი პედაგოგები ,ლელა იმნაიშვილი და ნინო კანდელაკი, ერთად ეძებენ გამოსავალს და ცდილობენ დაეხმარონ ერთმანეთს. დახურული ჯგუფი ფუნქციონირებს 15.12.2021 და უკვე აქტიურად მუშაობს. მომავალში იგეგემება საინტერესო აქტივობების განხორციელება. ჯგუფის გაფართოვდა და მათში საბაზო საფეხურის, კერძოდ, მე-10 კლასის მოსწავლეების ჩაერთვენ. მე-11ბ კლასში გაჩნდა ინიციატივა,დაიგეგმა და დაიწყო განხორცილება გრძელვადიანი პროექტის, რომელიც ისახავს მიზნად მოზარდების მიერ ონლაინ გამოცემის, კერძოდ , ჟურნალის გამოცემა. ჟურნალი მოიცავს ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის საინტერესო და საჭირო მასალების მომზადებას. იგეგმება ჯურნალის ყოველთვიურად გამოცემა. ჟურნალის სამუშაო სახელწოდებაა “TEEN’S PAPER”. მის შექმნზე მუშაობს სტაფი, რომელიც უძღვება გარკვეული თემატიკის რუბრიკებს( columns). ერთ-ერთი რუბრიკა არის ‘’ASK CHRISTINE”,რომელშიც გამომწერები გააგზავნიან თავიანთ მოსაზრებას საჭირბოროტო საკითხებზე და გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და მოყვებიან საკუთარ პრობლემებზე.აქტივობის მეტი გასაჯაროებისათვის შეიქმნა შესაბამისი სოციალური ჯგუფი “TEEN’S PAPER”. დახურული ჯგუფის ბმული: https://www.facebook.com/groups/1258152498008333
2021/2022 სასწავლო წლის ანგარიში
პროექტი" My Dream Timetable" (“ჩემი საოცნებო განრიგი”). მოსწავლეებმა შესასწავლ მასალაზე დაყრდნობით , სადაც ისწავლება კლასგარეშე აქტივობებში ჩართულობა , შედგინეს საკუთარი სასურველი განრიგი, რომელშიც ასახეს , თუ რა ტიპის კლასგარეშე წრეებში და კლუბებში სურთ გაერთიანება და წარუდგინეს თავის თანაკლასელებს.
მე-7ა , მე-7 ბ კლასებში სტარტი აიღო სასკოლო პროექტმა “My Problem Matters” ( “ჩემი პრობლემა მნიშვნელოვანია”). პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელში შეიქმნა დახურული გვერდი , რომელიც მიძღვნილია მოზარდების საჭირბოროტო და პრობლემური საკითხების გაზიარება-განხილვას და მათ დახმარებას. ჯგუფის წევრები უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ პრობლემებს და იღებენ ჯგუფის წევრებისგან და ადმინისტრატორებისგან სამართლიან და საჭირო რჩევებს. ძალიან ხშირია მომართიანობა ბულინგის სხვადასხვა ფორმებთან დაკავშირებით. მოზარდები და მათი პედაგოგები ,ლელა იმნაიშვილი და ნინო კანდელაკი, ერთად ეძებენ გამოსავალს და ცდილობენ დაეხმარონ ერთმანეთს. დახურული ჯგუფი ფუნქციონირებს 15.12.2021 და უკვე აქტიურად მუშაობს. მომავალში იგეგემება საინტერესო აქტივობების განხორციელება. ჯგუფის გაფართოვდა და მათში საბაზო საფეხურის, კერძოდ, მე-10 კლასის მოსწავლეების ჩაერთვენ.
მე-11ბ კლასში გაჩნდა ინიციატივა,დაიგეგმა და დაიწყო განხორცილება გრძელვადიანი პროექტის, რომელიც ისახავს მიზნად მოზარდების მიერ ონლაინ გამოცემის, კერძოდ , ჟურნალის გამოცემა. ჟურნალი მოიცავს ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის საინტერესო და საჭირო მასალების მომზადებას. იგეგმება ჯურნალის ყოველთვიურად გამოცემა. ჟურნალის სამუშაო სახელწოდებაა “TEEN’S PAPER”. მის შექმნზე მუშაობს სტაფი, რომელიც უძღვება გარკვეული თემატიკის რუბრიკებს( columns). ერთ-ერთი რუბრიკა არის ‘’ASK CHRISTINE”,რომელშიც გამომწერები გააგზავნიან თავიანთ მოსაზრებას საჭირბოროტო საკითხებზე და გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და მოყვებიან საკუთარ პრობლემებზე.აქტივობის მეტი გასაჯაროებისათვის შეიქმნა შესაბამისი სოციალური ჯგუფი “TEEN’S PAPER”. დახურული ჯგუფის ბმული: https://www.facebook.com/groups/1258152498008333
მე-6 კლასში განვახორციელე საკლასო პროექტები: “’American Symbols” , რომელიც მიძღვნილი იყომ ამერიკული სიმბოლოების და მახასიათებლების სიღრმისეულად შესწავლას და “Gossip Corner” , რომელშიც მოსწავლეებს მიეცათ საშუალება შეექმნათ ე.წ. “ჭორების კუთხე” და გვიყვებიან მოვლენების საკუთარ ვერსიასმე-7 კლასში განვახორციელე საკლასო პროექტი “How Can I make difference?”გარემოს დაცვის თემაზე. მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთარი იდეები იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ გარემოს დაცვის კუთხით, რომ რაიმე ცვლილება შეიტანონ ამ აქტუალურ საკითხში.
პროექტი “INTO THE BLUE . CHAPTER ONE.”
პროექტის ატუალობა : მოსწავლეებში
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას ხელს უწყობს ისეთი აქტივობები,
რომლებიც ითვალისწინებენ წინამდებარე თუ მომდევნო
მოვლენების განვითარების პროგნოზირებას, მათ მოდიფიცირება- მოდელირებას და სათანადოდ გაფორმებას. მე-7 კლასი( 12-13 წელი)- ეს ის ასაკია,
როდესაც ენის შემსწავლელისგან მოსალოდნელია შექმნას ინტელექტუალური პროდუქტი , კერძოდ, მოთხრობის პირველი თავი, სასურველი სცენარის მიხედვით . მით უფრო, რომ წინა, (მე-6 )კლასში, მოსწავლეებს
განხორცილებული აქვთ პროექტი, რომელმაც მათ დღიურების წარმოების მეშვეობით , საკუთარი
ნააზრევის ინგლისურ ენაზე გადმოცემა შეასწავლა.
ამიტომ , სასკოლო პროექტი, რომელშიც ისინი თავად წარმოდგებოდნენ იდეის ავტორებად
და ხატოვნად გააფორმებდნენ მას( მოცემული მე-2 და მე-3 თავების შინაარსიდან გამომდინარე
1 თავის დაწერა), დროულად და საჭიროდ მივიჩნიე.
საგნობრივი სტანდარტი: უცხ.ს.I.21. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს წერის სტრატეგიები ნაწერის დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს და ამზადებს აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, ნიმუშს, საჭირო ენობრივ მასალას, გრამატიკულ ცნობარს და სხვა);
·
წერს შავ ვარიანტს;
·
გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს
ნაწერს და ასწორებს შეცდომებს;
·
ათეთრებს
ნაწერს.
·
უცხ.ს.I.29.
მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., შეადგინოს კულინარიული რეცეპტების კრებული, სკოლის
მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი ვებ-გვერდზე განთავსებლად უცხოენოვანი მოსწავლეების
საყურადღებოდ და სხვა).
სამიზნე ჯგუფი: მე-7 კლასების მოსწავლეები, სულ 47 მოსწავლე.
მოსალოდნელი შედეგები: მოცემული მხატვრული ტექსტის
მოდელირება საკუთარი სურვილის და ჩანაფიქრის მიხედვით ხელს შეუწყობს
მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. მოსწავლეები ასევე გაიუმჯებესებენ წერითი კომუნიკაციის უნარებს, როგორიცაა მართლწერა და გრამატიკული კატეგორიების, კერძოდ, ნამყო
დროის ფლობა.
ამოცანები,
ანუ განხორციელებული აქტივობები:
ამოცანა : გავაცნო მოსწავლეებს მოთხრობის
მეორე თავი, რომელშიც მოთხრობილია , თუ სად და რით მიემგზავრებიან მთავარი პერსონაჟები დეივი და სიუზი დასასვენებლად.
ამოცანა : მოსწავლეებისათვის უკვე არსებული
წინა წლების მოსწავლეების მიერ შექმნილი მოთხრობების გაცნობა- გაანალიზება.
ამოცანა: საკლასო პროექტის მდივნის არჩევა . მდივნისათვის მოვალეობების გაცნობა - შესაბამისი საქაღალდეს შეძენა
და მოსწავლეების მიერ შექმნილი მოთხრობების ამსახველი მასალის შეგროვება.
ამოცანა: მოთხრობის პირველი თავის ნამყო დროში
შესაქმნელად გრამატიკული დრიოს PAST SIMPLE განმტკიცება
და არაწესიერი ზმნების ფორმების განმეორება.
ამოცანა: მოთხრობის
მე-3 თავის გაცნობა და მასში ასახული მოვლენების გაანალიზება.
ამოცანა : მოსწავლეების მიერ შექმნილი მოთხრობის პირველი თავის პრეზენტაცია.
მოსწავლეების
წინარე ცოდნა: მოსწავლეები ფლობენ გარკვეულ ლექსიკურ და გრამატიკულ მარაგს, ასევე იცნობენ წინადადების
აგების სრუქტურას, რაც მისცემს მათ საშუალებას მოკლე მოთხრობა დაწერონ . მათ ასევე შეისწავლეს
სახელმძღვანელოში მოცემული მოთხრობის მე-2 და მე-3 თავები.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის მონიტორინგს ვახორცილებდი საგაკვეთილო და
არასაგაკვეთილო პროცესის დროსაც. მოსწავლეებს უფრო მეტად თემის ჩამოყალიბებაში
ვუწყობდი ხელს და ვცდილობდი არ შემეზღუდა ისინი მხატვრული კუთხით და რაც შეიძლება მეტ
თავისუფლებას ვაძლევდი ამ მხრივ. ჩემთვის საინტერესო იყო , თუ როგორ გამოხატავდნენ
მოსწავლეები თავიანთ ნააზრევს და ამიტომ არანაირ სტანდარტს არ ვუყენებდი. გარდა ამისა პროექტის მდივანს ვაძლევდი
რჩევებს, თუ როგორი ფორმით იქნებოდა შესაფერისი მასალების გაფორმება.ინფორმაცია მიმდინარე პროექტის შესახებ გავაცანი ჩემს კოლეგებს და საზოგადოებას
სოციალური ქსელით და პრეზნტაციების სპეციალურ პორტალზე.
ეტაპი
საქმიანობა
განხორციელების
ვადები
პასუხისმგებელი
პირი
10-17
ნოემბერი
20-30
ნოემბერი
1-10 დეკემბერი
10-17 დეკემბერი
1.
მოსწავლეებისადმი მოთხრობის მეორე თავის გაცნობა, რომელშიც მოთხრობილია,
თუ სად მიემგზავრებიან მთავარი პერსონაჟები
ნ.კანდელაკი
2.
მოსწავლეებისათვის უკვე არსებული წინა წლების მოსწავლეების მიერ
შექმნილი მოთხრობების გაცნობა- გაანალიზება.
ნ.კანდელაკი
3.
საკლასო
პროექტის მდივნის არჩევა. მდივნისათვის მოვალეობების გაცნობა.
ნ.კანდელაკი
4.
მოთხრობის პირველი
თავის ნამყო დროში შესაქმნელად გრამატიკული დროის განმტკიცება და არაწესიერი ზმნების
ფორმების განმეორება.
პროექტის მდივანი
მასწავლებელი
5.
მოთხრობის მე-3
თავის გაცნობა და მასში ასახული მოვლენების გაანალიზება.
ნ.კანდელაკი
6.
მოსწავლეების
მიერ შექმნილი მოთხრობის პირველი თავის პრეზენტაცია.
პროექტის მდივანი
მასწავლებელი
მიერ განხორცილებული პროექტის INTO THE
BLUE. CHAPTER
ONE. რეფლექსია
ü მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
ამ პროექტის მთავარი
მიზანი იყო მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისათვის ხელშეწყობა
მოცემული ტექსტის მოდელირებით და მოსწავლეების
წერითი კომუნიკაციის კომპეტენციის გაუმჯობებსება. მოსწავლეებმა შექმნეს თავიანთი წარმოსახვითი უნარის გამოყენებით ძალიან მრავალფეროვანი ვარიანტები
იმისა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები პირველ თავში. მოსწავლეების მიერ შეთხზული
ამბები გამოირჩეოდა ორიგინალურობით და მხატვრული თვალსაზრისით ფასეული იყო და ბუნებრივად ასაახვდა მოვლენების განვითარებას. ვთვლი, რომ ამ გარემოებამ განაპირობა პროექტის მიზნის მიღწევა.
ასევე მიზნად ვისახავდი წერითი კომპეტენციის გაუმჯობესებას შესწავლილი გრამატიკული კატეგორიის გამოყენებით.
რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?
ყველა
დაგეგმილი აქტივობა განვახორცილეთ დროულად. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ პროექტის იდეას და მოცემულ დროის პერიოდში შეძლეს
შეექმნათ შესწავლილი მოთხრობის საკუთარი ვერსია. ამ ტიპის პროექტმა მოითხოვა
ე.წ. „პროექტის მდივნის“ პოზიციის შემოღება,
რითაც მოსწავლეებში პასუხისმგებლობის და გუნდურობის უნარის განვითარებას შევუწყვე ხელი.
რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა
აქტივობა განხორცილდა.
ü რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე
წარმატებული და რატომ?
უნდა აღინიშნოს მოსწავლეების დიდი მზაობა ამგვარი პროექტის განხორცილებისათვის.
საქმეს გვიადვილებდა ის ფაქტი,რომ წინა წელს მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი
დღიურების წარმოების შინაარსის, რამაც დიდი სამსახური გაუწია. მოსწავლეები ფლობენ დამოუკიდებლად
მუშაობის უნარს და ამ ფაქტორმა განაპირობა პროექტის დაგეგმილ ვადებში განხორცილება. ასევე წარმატებულად მივიჩნევ
პროექტის მდივნის პოზიციის შემოღებას, რამაც პროექტის მსვლელობის მონიტორინგში დამეხმარა. წარმატებული
იყო საბოლოო პროდუქტი, რომელიც შეიქმნა - 50-მდე სხვადასხვა შინაარსის პირველი თავი,
რომელშის საინტერესოდ და ხშირად მოულოდნელად
ვითარდება მოვლენები.
რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა? რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
პროექტმა გააკეთა მთავარი- განუვითარა
მოსწავლეებს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვენების უნარები. მოსწავლეებმა ასევე გაიუმჯებესეს წერითი კომუნიკაციის უნარები, როგორიცაა მართლწერის და გრამატიკულ უნარები. პროექტის ბოლო
აქტივობა იყო პრეზენტაცია. ესეც ის საჭირო უნარია, რომელიც უცხო ენის შემსწავლელს ესაჭიროება წარმატებული სწავლისათვის.
ü მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების
პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
გეგმიდან
ძირეული გადახვევა ან მოდიფიცირება არ მომხდარა.
ü რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს
პროექტზე მუშაობისას?
მიუხედავად იმისა,
რომ მოსწავლეებმა დიდი მზაობა გამოაცხადეს პროექტის განხორცილებისათვის, იყო შემთხვევები,
როდესაც რამოდენიმე მოსწავლეს პროექტის მასალების
დროულად შეგროვება გაუჭირდათ და მათ ამისათვის დახმარება დასჭირდათ. ამ გარემოების გათვალისწინებით
შემდგომში ამგვარი პროექტის განხორცილებისას
უფრო მეტად გავითვალისწინებ მოსწავლის დონეს და მათ მოვთხოვ უფრო მოკლედ აღწერას.
პროექტი ‘’ RED CARD TO RACISM ‘’
პროექტის
ატუალობა : მოზარდების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის ზოგადსაკაცობრიობო
საკითხების შესწავლას და მათ სიღრმისეულ ანალიზს. სკოლის და მასწავლებლის ფუნქცია დღესდღეობით
არ შემოიფარგლება მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო დისციპლინაში გარკვეული ცოდნის გადაცემით. სასწავლო პროცესის მიზნები და ამოცანები თანხვედრაშია
თანამედროვე თემატიკის გამოწვევებთან და სკოლას ეკისრება
მატად საპასუხისმგებლო მისია ამ გამოწვევების აქტუალობიდან გამომდინარე გახდეს
მათი ეფექტურად გადაჭრის თანამონაწილე. რასიზმის თემის აქტუალობა არ შემცირებულა უკანასკნელ
დეკადებში და მიუხედავად გარკვეული წინსვლისა ამ მიმართულებით ეს უკანასკნელი მაინც დიდ გამოწვევად რჩება. პროექტის
დაგეგმვისას მივიჩნიეთ არსებული პრობლემის შესწავლა და მისი ანალიზი 14-16 წლის მოზარდებთან, როგორც სამიზნე
ჯგუფთან, მეტად საჭიროდ და დროულად. გარდა ამისა, ვთვლით , რომ ინგლისურ ენაზე რასიზმის
პრობლემის გარკვევას და მისი სიღრმისელი შესწავლით
უფრო მეტ ინტერესს გამოვიწვევდით მოსწავლეებში საგნისადმი და გარკვეულწილად მოვახდენდით
ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას. საკითხით
მით უფრო დავინტერესდი, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გრიფმინიჭებულ სახელმძვანელოში
Top Score, 1. მე-8 გაკვეთილის თემაა ....
ჩემთვის ,როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის, მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის,
რომ ჩემს მოსწავლეებს შეძლებოდათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გადმოცემა ინგლისურ ენაზე, მათ კი არ ჰქონოდათ საკმარისი
ლექსიკური მარაგი და შესასწავლი მასალა ამისათვის,
სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ღრმად
შეგვესწავლა ეს საკითხი და განგვეხორციელებინა
სასწავლო პროექტი სახელწოდებით: ‘’ RED CARD TO RACISM ‘’ (წითელი ბარათი რასიზმს)
პროექტის მიზანი: მოსწავლეებისათვის რასიზმის პრობლემის აქტუალობის გაცნობა , მისი გაანალიზება და ტოლერანტობის არსის გაცნობიერება.
საგნობრივი სტანდარტი:
·
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს
სხვადასხვა ტიპის პროექტიმასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით
განხორცილების კრიტერიუმებს;
·
გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ
ეტაპებს;
·
მასწავლებელთან ერთად ადგენს
შესრულების ვადებს;
·
ახდენს ცოდნისა და უნარების
მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების
გადასაჭრელად;
უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის
საგანმანათლებლო მიზნით
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
უცხოურ ენაზე
განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს
·
უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს, ან წერს რეზიუმეს დაინტერესებული
პირებისთვის (მაგ., თანაგუნდელებისთვის);
·
შეისწავლის უცხოენოვან წყაროებს
და სწავლების ენაზე წერს ანოტაციას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს);
·
თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ
(ინფორმაციულ, შემეცნებით და სხვა) ტექსტებს.
მოსალოდნელი შედეგები:
1.
საბაზისო
და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში მოვახდინოთ
რასიზმის თემის აქტუალობის ინფორმირება
-გათვითცნობიერება , როგორც მოკლევადიანი შედეგი
2.
საბაზისო
და საშუალო მოსწავლეებში მოვახდინოთ ინგლისური
ენისადმი სიღრმისეული ინტერესის გაჩენა , როგორც გრძელვადიანი შედეგი
3.
მოსწავლეებში თანამშრომლობის და ჯგუფურად მუშაობის უნარის გაუმჯობესების და გაღრმავების ხელშეწყობა , როგორც გრძელვადიანი და მდგრადი შედეგი.
ამოცანები,
ანუ განხორციელებული აქტივობები
1.
ამოცანა: მოხდეს მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და გამოვლენდნენ პროექტში
ჩართვის მსურველები სამოტივაციო წერილებზე დაყრდნობით
2.
ამოცანა: ვკითხულობთ
მსოფლიო ლიტერატურის ნაწარმოებებს ანტირასისტულ თემატიკაზე : ჰარპერ ლი „ნუ
მოკლავ ჯაფარასა“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ ბიძია
თომას ქოხი“
3.
ამოცანა: დისკუსია
ჰარპერ ლის რომანის „ნუ მოკლავ ჯაფარას „
4.
ამოცანა :
ფილმის “ ნუ მოკლავ ჯაფარას „ ყურება მშობლიურ
და სამიზნე, ინგლისურ ენაზე და მისი შემდგომი განხილვა.
5.
ამოცანა : მარტინ ლუთერ
კინგის შესახებ ინფორმაციის გაცნობა
6.
ამოცანა მარტინ ლუთერ კინგის სიტყვის „ მე მაქვს ოცნება“ გაცნობა
და მისი როლური გათამეშება.
7.
ამოცანა
: კედლის პოსტერის დამზადება სახელწოდებით „ წითელი ბარათი
რასიზმს“
მოსწავლეების წინარე ცოდნა: ეროვნული
სასწავლო გეგმით გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში
Top Score III, Pupil’s Book, pg. მოსწავლეებმა შეისწავლეს ილუსტრირებული
ტექსტი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოდა
სპორტის სფეროში არსებულ რასიზმს ცნობილი ეარდკანიანი ფეხბურთელი რონალდინიო და თუ როგორ მიაღწია ამ მიმართულებით
გარკვეულ წარმატებას. გარდა ამისა, ამ ასაკის
მოსწავლეები იცნობენ და წაკითხული აქვთ მოთხრობები და რომანები მოცემულ თემატიკაზე.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება: პროექტს
სათავეში ჩავუდექით ორი ინგლისური ენის მასწავლებელი რადგან ჩავთვალეთ, რომ გაზიარებული
პასუხისმგებლობა პროექტის მიმდინარეობაზე უფრო ეფექტური იქნებოდა. ყოველ კვირას ვამოწმებდით, თუ რა პროგრესი იყო პროექტის განსახორციელებელ აქტივობებში. ლიტერატურის
წაკითხვა მოწმდებოდა საკონტაქტო შეხვედრებზე განხორციელებული ტექსტის განხილვებით.
საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობაისას ვახდენდით დაკვირვებას, თუ როგორ მზადდებოდა მარტინ ლუთერ კინგის სიტყვის აღდგენა
გარკვეული ფონეტიკური კორექციის და მითითებების
მიცემით. აგრეთვე საჩვენებელი ფილმის დემონსტრაციისას ვაკვირდებოდით, თუ რომელ ეპიზოდებს ადარებდნენ მოსწავლეები ლიტერატურულ ორიგინალთან.
მიუხედავად არსებული მასალის სიმრავლისა ,
ვამოწმებით, თუ რამდენად ობიექტურ და ვალიდურ წყაროებს ირჩევდნენ პროექტში ჩართული
მოსწავლეები დავალებების შესასრულებლად.
პროექტის შესრულების განრიგი
ეტაპი
საქმიანობა
განხორციელების ვადები
პასუხისმგებელი
პირი
1
მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და პროექტში
ჩართვის მსურველების სამოტივაციო წერილებზე დაყრდნობით გამოვლინება
1-15 მარტი
15-30 მარტი
1-8 აპრილი
15-30 აპრილი
1-20 მაისი
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
2
ანტირასისტული თემატიკის ნაწარმოების წაკითხვა ჰარპერ ლი „ნუ მოკლავ ჯაფარასა“,ჰარიეტ ბიჩერ სტოუს
„ ბიძია თომას ქოხი“.
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
3
დისკუსია ჰარპერ ლის რომანის „ნუ მოკლავ ჯაფარას
„
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
4
ფილმის ჩვენება და მისი შემდგომი განხილვა
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
5
მარტინ ლუთერ კინგის შესახებ ინფორმაციის გაცნობა
ლ.იმნაიშვილი
6
მარტინ ლუთერ კინგის შესახებ ინფორმაციის გაცნობა
ნ.კანდელაკი
7
კედლის პოსტერის დამზადება სახელწოდებით „ წითელი ბარათი
რასიზმს“
რეფლექსია პროექტის განხორციელების
შესახებ
პროექტის
დაწყებისთანავე გამოიკვეთა საინტერესიო
მომენტი, კერძოდ კი ის , რომ მოსწავლეებს დიდი ინტერესი ჰქონდათ წარმოჩენილი პრობლემისადმი.
მათ გარკვეული ლიტერატურა წაეკითხათ რასიხმის თემატიკაზე. ასევე მხატვრული ფილმებიდან
და ინტერნეტსივრცედან უამრავი მაგალითი შეეძლოთ მოეყვანათ, თუ როგორ ხდება დღესაც
ფერადკანიანთა შევიწროვება და დისკრიმინაცია რასის მიხედვით. ბევრ მოზარდში
ეს გარემოება პროტესტს იწვევს და მათ დიდი
მზაობა გამოაცხადეს რაიმე სახით დაედასტურებინათ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება რასიზმის გამოვლენის ფაქტებთან. პროექტის დაგეგმვისას მიზნად ვისახავდით მოსწავლეებისათვის
რასიზმის პრობლემის აქტუალობის გაცნობას ,
მის გაანალიზებსა და ტოლერანტობის არსის გაცნობიერებას. ვთვლით, რომ განხორციელებული
აქტივობების წყალობით შევძელით დასახული მიზნის მიღწევა. ყველა დაგეგმილი აქტივობები
დროულად წარიმართა. პირველ შეხვედრისას დაიგეგმა საკონტაქტო შხვედრების გრაფიკი. მოსწავლეებს
გავაცანი ტერმინი რასიზმი. ვაჩვენე ფილმ „ ნუ მოკლავ ჯაფარას“ დან ეპიზოდი, რომელიც ასახავს სასამართლო პროცესს, რომელზეც ატიკუს ფინჩი, ადვოკატი, იცავს შავკანიანის უფლებებს
და ამტკიცებს მის უდანაშაულობას. გამოწვევის
ფაზაში ვაჩვენე ეს ვიდეო , რათა მოსწავლეებში გამეღვივებინა ინტერესი პროექტის აქტულობის მიმართ. გავნმარტეთ ტერმინის
მნიშვნელობა და დავავალეთ წიგნის ჯერ ქართულად წაკითხვა. დაიგეგმა შემდგომში წიგნის
ადაპტირებული ვარიანტის წაკითხვაც.
მის წასაკითხად მოსწავლეებს მიეცათ 2 კვირიანი პერიოდი. დაიგეგმა
დისკუსიის ჩატარება , წიგნის განხილვა რასისტული დისკრიმინაციის კუთხით. ასევე დაიგეგმა
როლური თამაში, რომელზეც მოსწავლეები მოაწყობდნენ ე.წ. სასამართლო პროცესს. შეირჩა
ადვოკატი, ბრალმდებელი, ნაფიცმსაჯულთა სასმართლოს წევრები.
დაფაზე დაიწერა სიტყვა
SEGREGATION
და მოსწავლეებს გაეხსენებინათ
მსოფლიოს ისტორიის კურსიდან ეპიზოდი,
რომელიც ასახავდა ფერადკანიანი ხალხის პროტესტს მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მოსწავლეებმა
გაიხსენეს როზა პარქსის ისტორია. ვთვლი, რომ დაწყებისთანავე პროექტი
საინტერესოდ წარიმართა. ასევე პროექტის ძლიერ
მომენტად მივიჩნევ მართინ ლუთერ კინგსის სიტყვის როლურად წარმოთქმა. მე-11 კლასელმა
მოსწავლემ ნიკა შვანგირაძემ დიდი ემოციით და ენთუზიაზმით შეძლო გადმოეცა ცნობილი ანტირასისტული
სიტყვის მთავარი გზავნილი. მთავარი სარგებელი, რომელიც პროექტის მონაწილეებმა მიიღეს
არის 21 საუკუნეში არსებული აქტუალური პრობლემის შესახებ ინფორმირება და მისი
გადაჭრის გზების ძიება. როგორც ზემოდ ვახსენე, ყველა დაგეგმილი აქტივობა გახორციელდა
, თუმცა მსვლელობისას მოგვივიდა იდეა ჩაგვეტარებინა მოსმენის აქტივობა ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერის მიხედვით. მოსწავლეებმა
მოისმინეს სიმღერა და შეავსეს გამოტოვებული კომპონენტები, ხოლო ბოლოს ყველა მონაწილემ
შეასრულა ეს უკვდავი სიმღერა და ყველას დაევალა
სიმღერის ტექსტის შესწავლა.ეს აღმოჩნდა
ერთი დამატებითი აქტივობა.
22.03.2018 პროექტის ფარგლებში ჩატარდა დისკუსია წაკითხული
ნაწარმოების მიხედვით. მოსწავლეებს დაევალათ ორკვირიანი პერიოდის მონაკვეთში წაეკითხათ ცნობილი ამერიკელი მწერლის ჰარპერ ლის რომანი“ნუ მოკლავ
ჯაფარას“ ინგლისურ ენაზე ადაპტირებულ ვერსიაში.
დისკუსია წარიმართა ჯგუფური სამუშაოს სახით. მოსწავლეებმა თავიანთ ჯგუფებში განიხილეს ნაწარმოებში
წამოჭრილი პრობლემები. ამ აქტივობის ჩატარების მთავარი მიზანი იყო შეგვემოწმებინა
, თუ როგორ იცნობენ მოსწავლეები რომანის ტექსტს
და როგორ გაიგეს მისი მთავარი იდეა- საიდან გამომდინარეობს სათაური და რაზე მიგვინეიშნებს ავტორი მისი სახელწოდებით. 5 ჯგუფში მოვახდინეთ ტექსტის
მიხედვით კითხვებზე პასუხის გაცემა. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრება
რომანის პერსონაჟების შესახებ. შემდეგ თითოეულმა ისაუბრა მათთვის ყველაზე ახლო პერსონაჟის
შესახებ. დაიგეგმა შემდგომი სამუშაო შეხვედრის თემა და მიზანი. მოსწავლეებს დაევალათ
გაცნობოდნენ ანტირასიზმის მთავარი მგოსნის,
მარტინ ლუთერ კინგსის, შესახებ ინფორმაციის მოძიება . ასევე დაიგეგმა მისი ცნობილი
სიტყვის როლურად დადგმა . სამმა მოსწავლემ გაინაწილა სიტყვა და დაიგეგმა მისი შესწავლა.
პროექტი ‘’ MY DIARY
‘’
პროექტის
ატუალობა : საკუთარ საქმიანობაზე
დაკვირვება და ორგანიზებული ჩანაწერების წარმოება არის ის საჭირო უნარი, რომელიც აღსაზრდელებს
დიდ სამსახურს გაუწევს სწავლის და ცხოვრების
შემდგომ ეტაპებზე. სასურველია, მოსწავლემ რაც შეიძლება ადრინდელი ასაკიდან ეზიაროს
ამგვარი საქმიანობის შემსწავლელ აქტივობას და
შეიძინოს ამისათვის აუცილებებლი უნარი. ვთვლი, რომ მე-6 კლასი, ანუ დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელ
კლასში, დროულია მოსწავლე მიაჩვიო დღიურის წარმოებას ინგლისურ ენაზე. ამ აზრში მით
უფრო დავრწმუნდი, როდესაც შესასწავლი სახელმძღვანელო TOP SCORE, 6 level , გვთავაზობს ამგვარი დღიურის ერთი დღის ჩანაწერს,რომლის მიხედვითაც მოსწავლეებმა შექმნეს თავიანთი ცხოვრების ამსახველი საინტერესო და ღირშესანიშნავი
მოვლენების ამსახველი დღიური. გარდა ამისა, მოსწავლე ეჩვევა მოვლენენბის და საკუთარი
მიღწევების გააზრებას და გულახდილი დამკაფიო უკუკავშირის გაკეთებას. ეს უკანასკნელი ძალზედ მნიშვნელოვანი უნარია, რომლის განვითარებას
უწყობს ხელს პირადი დღიურის წარმოება.
პროექტის
მიზანი: შევასწავლო მოსწავლეებს საკუთარი საქმიანობის უკუკავშირის გაკეთება და საკუთარი
ნააზრევის ინგლისურ ენაზე გადმოცემა პირადი
ჩანაწერების დღიურის წარმოებით და ამით
გავაუმჯებესო მათი წერითი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.
საგნობრივი სტანდარტი:
უცხ.დ.VI.12.
მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით მცირე ზომის თხზულების შექმნა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შეარჩევს თემას;
·
აგროვებს, თავს უყრის ინფორმაციას;
·
განსაზღვრავს რუბრიკებს (მაგ., ფიზიკური მონაცემები, საკვები,
საცხოვრებელი ადგილი და სხვა);
·
ქმნის მცირე მოცულობის ტექსტებს თითოეული რუბრიკისათვის;
·
ქმნის ან მოიძიებს ილუსტრაციებს (ნახატს, ფოტოს, ცხრილს);
·
წერს ტექსტის სრულ ვარიანტს, ყურადღებას აქცევს დიზაინს, ტექსტის
კომპოზიციურ აგებულებას, სიტყვიერი და არასიტყვიერი ნაწილების განლაგებას.
·
უცხ.დ.VI.14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის გაუმჯობესების მიზნით.
სამიზნე ჯგუფი: მე-6 კლასები, სულ 30 მოსწავლე.
მოსალოდნელი შედეგები: დღიურის
ჩანაწერების წარმოებით მოსწავლეები გაიუმჯებესებენ წერითი კომუნიკაციის უნარებს, ისინი
ასევე გაიუმჯობესებენ მართლწერის და გრამატიკულ უნარს, ასევე დღიურის ჩანაწერების წარმოება
დაეხმარებათ მოსწავლეებს საკუთარი საქმიანობის
უკეთესად ორგანიზება მოახდინონ და ისწავლონ დროის ეფექტურად
განაწილება და ყოველდღიური რუტინას უკეთესად დაგეგმვა. მოსწავლეები მიეჩვევიან საკუთარი ნამოქმედარის და მიღწევების
უკუკვაშირის გაკეთებას.
ამოცანები, ანუ განხორციელებული აქტივობები:
ამოცანა : გავაცნო მოსწავლეებს დღიურის არსი და ვაჩვენო უფროსკლესელების მიერ წარმოებული დღიურები, შევასწავლო დღიურის წარმოების სრტუქტურა და თავისებურებები.
ამოცანა : გავაფორმორმებინო მოსწავლეებს სპეციალურად პირადი დღიურებისათვის განკუთვნილი ბლოკნოტები
მხატვრულად პირველი გვერდი და გავაკეთებინო
პირველი გაცნობითი ჩანაწერი
ამოცანა : ვეხმიანებით ღირშესანიშნავ თარიღებს და დღესასწაულებს
- გავაკეთებინო მოსწავლეებს ჩანაწერი საკუთარი დაბადების დღის შესახებ.
ამოცანა : დღიურში ვაკეტებთ
ჩანაწერს საახლწლო სამზადისზე, ოჯახურ ტრადიციებზე
და წესჩვეულებებზე
ამოცანა : ვუზიარებთ ერთმანეთს საშობაო არდადაგებების შთაბეჭდილებებს
, ერთობლივად ვაკეთებთ ჩანაწერს გატარებული
დღესასწაულების შესახებ
ამოცანა : ვეხმიანებით ქალთა და დედათა დღეს- ჩანაწერები -მიმართვა დედისადმი
ამოცანა : ერთი ჩვეულებრივი დღის აღწერა
ამოცანა : ავღწერთ ქუთაისის
დღეებს
ამოცანა : საუკეთესო დღიურების
გამოვლენა
მოსწავლეების
წინარე ცოდნა : მოსწავლეები ფლობენ გარკვეულ ლექსიკურ
და გრამატიკულ მარაგს, ასევე იცნობენ წინადადების აგების სრუქტურას, რაც მისცემს მათ საშუალებას მოკლე თხზულებები დაწერონ
საკუთარი ცხოვრების შესახებ. მათ ასევე შეისწავლეს სახელმძღვანელოში მოცემული დრიურის ჩანაწერის ნიმუში.
პროექტის
მონიტორინგი და შეფასება: პროექტის
ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის მონიტორინგს ვახორცილებდი საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო პროცესის დროსაც. ყოველი ჩანაწერის გაკეთების წინმოსწავლებს ვაკეთებინებდი
მოკლე მიმოხილვას, თუ რა სახით და რა სტრუქურით უნდა გაეკეთებინათ მორიგი ჩანაწერი.
მოსწავლეებს უფორ მეტად თემის ჩამოყალიბებაში ვუწყობდი ხელს და ვცდილობდი არ შემეზღუდა ისინი მხატვრული კუთხით
და რაც შეიძლება მეტ თავისუფლებას ვაძლევდი ამ მხრივ. ჩემთვის საინტერესო იყო , თუ
როგორ გამოხატავდნენ მოსწავლეები თავიანთ ნააზრევს და ამიტომ არანაირ სტანდარტს არ ვუყენებდი.
პროექტის შესრულების განრიგი
ეტაპი
საქმიანობა
განხორციელების ვადები
პასუხისმგებელი
პირი
ოქტომბერი
ნოემბერიდე
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ნ.კანდელაკი
1.
მოსწავლეებისათვის დღიურის არსი
გაცნობა და უფროსკლესელების მიერ წარმოებული
დღიურების ჩვენება, დღიურის წარმოების სრტუქტურის და თავისებურებების სწავლება
ნ.კანდელაკი
2.
სპეციალურად პირადი დღიურებისათვის განკუთვნილი ბლოკნოტებისპირველი გვერდის მხატვრულად
გაფორმება და პირველი გაცნობითი ჩანაწერის გაკეთება
ნ.კანდელაკი
3.
ღირშესანიშნავ თარიღებზე და დღესასწაულებზე შეხმიანება;საკუთარი დაბადების დღის შესახებ ჩანაწერის გაკეთება
ნ.კანდელაკი
4.
დღიურში ჩანაწერის გაკეთება საახლწლო სამზადისზე, ოჯახურ
ტრადიციებზე და წესჩვეულებებზე
ნ.კანდელაკი
5.
საშობაო არდადაგებების შთაბეჭდილებების გაზიარება
, ერთობლივად ჩანაწერის
გაკეთება გატარებული დღესასწაულების
შესახებ
ნ.კანდელაკი
6.
ქალთა და დედათა
დღეს- ჩანაწერები -მიმართვა დედისადმი
ნ.კანდელაკი
7.
ერთი ჩვეულებრივი დღის აღწერა
ნ.კანდელაკი
8.
ქუთაისის
დღეების აღწერა
ნ.კანდელაკი
9.
საუკეთესო დღიურების გამოვლენა
მე-6 კლასში განვახორციელე საკლასო პროექტები: “’American Symbols” , რომელიც მიძღვნილი იყომ ამერიკული სიმბოლოების და მახასიათებლების სიღრმისეულად შესწავლას და “Gossip Corner” , რომელშიც მოსწავლეებს მიეცათ საშუალება შეექმნათ ე.წ. “ჭორების კუთხე” და გვიყვებიან მოვლენების საკუთარ ვერსიას
მე-7 კლასში განვახორციელე საკლასო პროექტი “How Can I make difference?”გარემოს დაცვის თემაზე. მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთარი იდეები იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ გარემოს დაცვის კუთხით, რომ რაიმე ცვლილება შეიტანონ ამ აქტუალურ საკითხში.
პროექტი “INTO THE BLUE . CHAPTER ONE.”
პროექტი ‘’ RED CARD TO RACISM ‘’
პროექტის ატუალობა : მოსწავლეებში
კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას ხელს უწყობს ისეთი აქტივობები,
რომლებიც ითვალისწინებენ წინამდებარე თუ მომდევნო
მოვლენების განვითარების პროგნოზირებას, მათ მოდიფიცირება- მოდელირებას და სათანადოდ გაფორმებას. მე-7 კლასი( 12-13 წელი)- ეს ის ასაკია,
როდესაც ენის შემსწავლელისგან მოსალოდნელია შექმნას ინტელექტუალური პროდუქტი , კერძოდ, მოთხრობის პირველი თავი, სასურველი სცენარის მიხედვით . მით უფრო, რომ წინა, (მე-6 )კლასში, მოსწავლეებს
განხორცილებული აქვთ პროექტი, რომელმაც მათ დღიურების წარმოების მეშვეობით , საკუთარი
ნააზრევის ინგლისურ ენაზე გადმოცემა შეასწავლა.
ამიტომ , სასკოლო პროექტი, რომელშიც ისინი თავად წარმოდგებოდნენ იდეის ავტორებად
და ხატოვნად გააფორმებდნენ მას( მოცემული მე-2 და მე-3 თავების შინაარსიდან გამომდინარე
1 თავის დაწერა), დროულად და საჭიროდ მივიჩნიე.
საგნობრივი სტანდარტი: უცხ.ს.I.21. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს წერის სტრატეგიები ნაწერის დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს და ამზადებს აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, ნიმუშს, საჭირო ენობრივ მასალას, გრამატიკულ ცნობარს და სხვა);
·
წერს შავ ვარიანტს;
·
გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით ამოწმებს
ნაწერს და ასწორებს შეცდომებს;
·
ათეთრებს
ნაწერს.
·
უცხ.ს.I.29.
მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., შეადგინოს კულინარიული რეცეპტების კრებული, სკოლის
მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი ვებ-გვერდზე განთავსებლად უცხოენოვანი მოსწავლეების
საყურადღებოდ და სხვა).
სამიზნე ჯგუფი: მე-7 კლასების მოსწავლეები, სულ 47 მოსწავლე.
მოსალოდნელი შედეგები: მოცემული მხატვრული ტექსტის
მოდელირება საკუთარი სურვილის და ჩანაფიქრის მიხედვით ხელს შეუწყობს
მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. მოსწავლეები ასევე გაიუმჯებესებენ წერითი კომუნიკაციის უნარებს, როგორიცაა მართლწერა და გრამატიკული კატეგორიების, კერძოდ, ნამყო
დროის ფლობა.
ამოცანები,
ანუ განხორციელებული აქტივობები:
ამოცანა : გავაცნო მოსწავლეებს მოთხრობის
მეორე თავი, რომელშიც მოთხრობილია , თუ სად და რით მიემგზავრებიან მთავარი პერსონაჟები დეივი და სიუზი დასასვენებლად.
ამოცანა : მოსწავლეებისათვის უკვე არსებული
წინა წლების მოსწავლეების მიერ შექმნილი მოთხრობების გაცნობა- გაანალიზება.
ამოცანა: საკლასო პროექტის მდივნის არჩევა . მდივნისათვის მოვალეობების გაცნობა - შესაბამისი საქაღალდეს შეძენა
და მოსწავლეების მიერ შექმნილი მოთხრობების ამსახველი მასალის შეგროვება.
ამოცანა: მოთხრობის პირველი თავის ნამყო დროში
შესაქმნელად გრამატიკული დრიოს PAST SIMPLE განმტკიცება
და არაწესიერი ზმნების ფორმების განმეორება.
ამოცანა: მოთხრობის
მე-3 თავის გაცნობა და მასში ასახული მოვლენების გაანალიზება.
ამოცანა : მოსწავლეების მიერ შექმნილი მოთხრობის პირველი თავის პრეზენტაცია.
მოსწავლეების
წინარე ცოდნა: მოსწავლეები ფლობენ გარკვეულ ლექსიკურ და გრამატიკულ მარაგს, ასევე იცნობენ წინადადების
აგების სრუქტურას, რაც მისცემს მათ საშუალებას მოკლე მოთხრობა დაწერონ . მათ ასევე შეისწავლეს
სახელმძღვანელოში მოცემული მოთხრობის მე-2 და მე-3 თავები.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის მონიტორინგს ვახორცილებდი საგაკვეთილო და
არასაგაკვეთილო პროცესის დროსაც. მოსწავლეებს უფრო მეტად თემის ჩამოყალიბებაში
ვუწყობდი ხელს და ვცდილობდი არ შემეზღუდა ისინი მხატვრული კუთხით და რაც შეიძლება მეტ
თავისუფლებას ვაძლევდი ამ მხრივ. ჩემთვის საინტერესო იყო , თუ როგორ გამოხატავდნენ
მოსწავლეები თავიანთ ნააზრევს და ამიტომ არანაირ სტანდარტს არ ვუყენებდი. გარდა ამისა პროექტის მდივანს ვაძლევდი
რჩევებს, თუ როგორი ფორმით იქნებოდა შესაფერისი მასალების გაფორმება.ინფორმაცია მიმდინარე პროექტის შესახებ გავაცანი ჩემს კოლეგებს და საზოგადოებას
სოციალური ქსელით და პრეზნტაციების სპეციალურ პორტალზე.
ეტაპი
|
საქმიანობა
|
განხორციელების
ვადები
|
პასუხისმგებელი
პირი
|
|||
10-17
ნოემბერი
|
20-30
ნოემბერი
|
1-10 დეკემბერი
|
10-17 დეკემბერი
|
|||
1.
|
მოსწავლეებისადმი მოთხრობის მეორე თავის გაცნობა, რომელშიც მოთხრობილია,
თუ სად მიემგზავრებიან მთავარი პერსონაჟები
|
ნ.კანდელაკი
|
||||
2.
|
მოსწავლეებისათვის უკვე არსებული წინა წლების მოსწავლეების მიერ
შექმნილი მოთხრობების გაცნობა- გაანალიზება.
|
ნ.კანდელაკი
|
||||
3.
|
საკლასო
პროექტის მდივნის არჩევა. მდივნისათვის მოვალეობების გაცნობა.
|
ნ.კანდელაკი
|
||||
4.
|
მოთხრობის პირველი
თავის ნამყო დროში შესაქმნელად გრამატიკული დროის განმტკიცება და არაწესიერი ზმნების
ფორმების განმეორება.
|
პროექტის მდივანი
მასწავლებელი
|
||||
5.
|
მოთხრობის მე-3
თავის გაცნობა და მასში ასახული მოვლენების გაანალიზება.
|
ნ.კანდელაკი
|
||||
6.
|
მოსწავლეების
მიერ შექმნილი მოთხრობის პირველი თავის პრეზენტაცია.
|
პროექტის მდივანი
მასწავლებელი
|
მიერ განხორცილებული პროექტის INTO THE
BLUE. CHAPTER
ONE. რეფლექსია
ü მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
ამ პროექტის მთავარი
მიზანი იყო მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისათვის ხელშეწყობა
მოცემული ტექსტის მოდელირებით და მოსწავლეების
წერითი კომუნიკაციის კომპეტენციის გაუმჯობებსება. მოსწავლეებმა შექმნეს თავიანთი წარმოსახვითი უნარის გამოყენებით ძალიან მრავალფეროვანი ვარიანტები
იმისა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები პირველ თავში. მოსწავლეების მიერ შეთხზული
ამბები გამოირჩეოდა ორიგინალურობით და მხატვრული თვალსაზრისით ფასეული იყო და ბუნებრივად ასაახვდა მოვლენების განვითარებას. ვთვლი, რომ ამ გარემოებამ განაპირობა პროექტის მიზნის მიღწევა.
ასევე მიზნად ვისახავდი წერითი კომპეტენციის გაუმჯობესებას შესწავლილი გრამატიკული კატეგორიის გამოყენებით.
რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?
ყველა
დაგეგმილი აქტივობა განვახორცილეთ დროულად. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ პროექტის იდეას და მოცემულ დროის პერიოდში შეძლეს
შეექმნათ შესწავლილი მოთხრობის საკუთარი ვერსია. ამ ტიპის პროექტმა მოითხოვა
ე.წ. „პროექტის მდივნის“ პოზიციის შემოღება,
რითაც მოსწავლეებში პასუხისმგებლობის და გუნდურობის უნარის განვითარებას შევუწყვე ხელი.
რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა
აქტივობა განხორცილდა.
ü რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე
წარმატებული და რატომ?
უნდა აღინიშნოს მოსწავლეების დიდი მზაობა ამგვარი პროექტის განხორცილებისათვის.
საქმეს გვიადვილებდა ის ფაქტი,რომ წინა წელს მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი
დღიურების წარმოების შინაარსის, რამაც დიდი სამსახური გაუწია. მოსწავლეები ფლობენ დამოუკიდებლად
მუშაობის უნარს და ამ ფაქტორმა განაპირობა პროექტის დაგეგმილ ვადებში განხორცილება. ასევე წარმატებულად მივიჩნევ
პროექტის მდივნის პოზიციის შემოღებას, რამაც პროექტის მსვლელობის მონიტორინგში დამეხმარა. წარმატებული
იყო საბოლოო პროდუქტი, რომელიც შეიქმნა - 50-მდე სხვადასხვა შინაარსის პირველი თავი,
რომელშის საინტერესოდ და ხშირად მოულოდნელად
ვითარდება მოვლენები.
რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა? რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
პროექტმა გააკეთა მთავარი- განუვითარა
მოსწავლეებს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვენების უნარები. მოსწავლეებმა ასევე გაიუმჯებესეს წერითი კომუნიკაციის უნარები, როგორიცაა მართლწერის და გრამატიკულ უნარები. პროექტის ბოლო
აქტივობა იყო პრეზენტაცია. ესეც ის საჭირო უნარია, რომელიც უცხო ენის შემსწავლელს ესაჭიროება წარმატებული სწავლისათვის.
ü მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების
პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
გეგმიდან
ძირეული გადახვევა ან მოდიფიცირება არ მომხდარა.
ü რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს
პროექტზე მუშაობისას?
მიუხედავად იმისა,
რომ მოსწავლეებმა დიდი მზაობა გამოაცხადეს პროექტის განხორცილებისათვის, იყო შემთხვევები,
როდესაც რამოდენიმე მოსწავლეს პროექტის მასალების
დროულად შეგროვება გაუჭირდათ და მათ ამისათვის დახმარება დასჭირდათ. ამ გარემოების გათვალისწინებით
შემდგომში ამგვარი პროექტის განხორცილებისას
უფრო მეტად გავითვალისწინებ მოსწავლის დონეს და მათ მოვთხოვ უფრო მოკლედ აღწერას.
პროექტი ‘’ RED CARD TO RACISM ‘’
პროექტის
ატუალობა : მოზარდების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის ზოგადსაკაცობრიობო
საკითხების შესწავლას და მათ სიღრმისეულ ანალიზს. სკოლის და მასწავლებლის ფუნქცია დღესდღეობით
არ შემოიფარგლება მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო დისციპლინაში გარკვეული ცოდნის გადაცემით. სასწავლო პროცესის მიზნები და ამოცანები თანხვედრაშია
თანამედროვე თემატიკის გამოწვევებთან და სკოლას ეკისრება
მატად საპასუხისმგებლო მისია ამ გამოწვევების აქტუალობიდან გამომდინარე გახდეს
მათი ეფექტურად გადაჭრის თანამონაწილე. რასიზმის თემის აქტუალობა არ შემცირებულა უკანასკნელ
დეკადებში და მიუხედავად გარკვეული წინსვლისა ამ მიმართულებით ეს უკანასკნელი მაინც დიდ გამოწვევად რჩება. პროექტის
დაგეგმვისას მივიჩნიეთ არსებული პრობლემის შესწავლა და მისი ანალიზი 14-16 წლის მოზარდებთან, როგორც სამიზნე
ჯგუფთან, მეტად საჭიროდ და დროულად. გარდა ამისა, ვთვლით , რომ ინგლისურ ენაზე რასიზმის
პრობლემის გარკვევას და მისი სიღრმისელი შესწავლით
უფრო მეტ ინტერესს გამოვიწვევდით მოსწავლეებში საგნისადმი და გარკვეულწილად მოვახდენდით
ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას. საკითხით
მით უფრო დავინტერესდი, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გრიფმინიჭებულ სახელმძვანელოში
Top Score, 1. მე-8 გაკვეთილის თემაა ....
ჩემთვის ,როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის, მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის,
რომ ჩემს მოსწავლეებს შეძლებოდათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გადმოცემა ინგლისურ ენაზე, მათ კი არ ჰქონოდათ საკმარისი
ლექსიკური მარაგი და შესასწავლი მასალა ამისათვის,
სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ღრმად
შეგვესწავლა ეს საკითხი და განგვეხორციელებინა
სასწავლო პროექტი სახელწოდებით: ‘’ RED CARD TO RACISM ‘’ (წითელი ბარათი რასიზმს)
პროექტის მიზანი: მოსწავლეებისათვის რასიზმის პრობლემის აქტუალობის გაცნობა , მისი გაანალიზება და ტოლერანტობის არსის გაცნობიერება.
საგნობრივი სტანდარტი:
·
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს
სხვადასხვა ტიპის პროექტიმასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით
განხორცილების კრიტერიუმებს;
·
გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ
ეტაპებს;
·
მასწავლებელთან ერთად ადგენს
შესრულების ვადებს;
·
ახდენს ცოდნისა და უნარების
მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების
გადასაჭრელად;
უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის
საგანმანათლებლო მიზნით
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
უცხოურ ენაზე
განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს
·
უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს, ან წერს რეზიუმეს დაინტერესებული
პირებისთვის (მაგ., თანაგუნდელებისთვის);
·
შეისწავლის უცხოენოვან წყაროებს
და სწავლების ენაზე წერს ანოტაციას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს);
·
თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ
(ინფორმაციულ, შემეცნებით და სხვა) ტექსტებს.
მოსალოდნელი შედეგები:
1.
საბაზისო
და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში მოვახდინოთ
რასიზმის თემის აქტუალობის ინფორმირება
-გათვითცნობიერება , როგორც მოკლევადიანი შედეგი
2.
საბაზისო
და საშუალო მოსწავლეებში მოვახდინოთ ინგლისური
ენისადმი სიღრმისეული ინტერესის გაჩენა , როგორც გრძელვადიანი შედეგი
3.
მოსწავლეებში თანამშრომლობის და ჯგუფურად მუშაობის უნარის გაუმჯობესების და გაღრმავების ხელშეწყობა , როგორც გრძელვადიანი და მდგრადი შედეგი.
ამოცანები,
ანუ განხორციელებული აქტივობები
1.
ამოცანა: მოხდეს მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და გამოვლენდნენ პროექტში
ჩართვის მსურველები სამოტივაციო წერილებზე დაყრდნობით
2.
ამოცანა: ვკითხულობთ
მსოფლიო ლიტერატურის ნაწარმოებებს ანტირასისტულ თემატიკაზე : ჰარპერ ლი „ნუ
მოკლავ ჯაფარასა“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ ბიძია
თომას ქოხი“
3.
ამოცანა: დისკუსია
ჰარპერ ლის რომანის „ნუ მოკლავ ჯაფარას „
4.
ამოცანა :
ფილმის “ ნუ მოკლავ ჯაფარას „ ყურება მშობლიურ
და სამიზნე, ინგლისურ ენაზე და მისი შემდგომი განხილვა.
5.
ამოცანა : მარტინ ლუთერ
კინგის შესახებ ინფორმაციის გაცნობა
6.
ამოცანა მარტინ ლუთერ კინგის სიტყვის „ მე მაქვს ოცნება“ გაცნობა
და მისი როლური გათამეშება.
7.
ამოცანა
: კედლის პოსტერის დამზადება სახელწოდებით „ წითელი ბარათი
რასიზმს“
მოსწავლეების წინარე ცოდნა: ეროვნული
სასწავლო გეგმით გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში
Top Score III, Pupil’s Book, pg. მოსწავლეებმა შეისწავლეს ილუსტრირებული
ტექსტი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოდა
სპორტის სფეროში არსებულ რასიზმს ცნობილი ეარდკანიანი ფეხბურთელი რონალდინიო და თუ როგორ მიაღწია ამ მიმართულებით
გარკვეულ წარმატებას. გარდა ამისა, ამ ასაკის
მოსწავლეები იცნობენ და წაკითხული აქვთ მოთხრობები და რომანები მოცემულ თემატიკაზე.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება: პროექტს
სათავეში ჩავუდექით ორი ინგლისური ენის მასწავლებელი რადგან ჩავთვალეთ, რომ გაზიარებული
პასუხისმგებლობა პროექტის მიმდინარეობაზე უფრო ეფექტური იქნებოდა. ყოველ კვირას ვამოწმებდით, თუ რა პროგრესი იყო პროექტის განსახორციელებელ აქტივობებში. ლიტერატურის
წაკითხვა მოწმდებოდა საკონტაქტო შეხვედრებზე განხორციელებული ტექსტის განხილვებით.
საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობაისას ვახდენდით დაკვირვებას, თუ როგორ მზადდებოდა მარტინ ლუთერ კინგის სიტყვის აღდგენა
გარკვეული ფონეტიკური კორექციის და მითითებების
მიცემით. აგრეთვე საჩვენებელი ფილმის დემონსტრაციისას ვაკვირდებოდით, თუ რომელ ეპიზოდებს ადარებდნენ მოსწავლეები ლიტერატურულ ორიგინალთან.
მიუხედავად არსებული მასალის სიმრავლისა ,
ვამოწმებით, თუ რამდენად ობიექტურ და ვალიდურ წყაროებს ირჩევდნენ პროექტში ჩართული
მოსწავლეები დავალებების შესასრულებლად.
პროექტის შესრულების განრიგი
ეტაპი
|
საქმიანობა
|
განხორციელების ვადები
|
პასუხისმგებელი
პირი
|
|||||
1
|
მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და პროექტში
ჩართვის მსურველების სამოტივაციო წერილებზე დაყრდნობით გამოვლინება
|
1-15 მარტი
|
15-30 მარტი
|
1-8 აპრილი
|
15-30 აპრილი
|
1-20 მაისი
|
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
|
|
2
|
ანტირასისტული თემატიკის ნაწარმოების წაკითხვა ჰარპერ ლი „ნუ მოკლავ ჯაფარასა“,ჰარიეტ ბიჩერ სტოუს
„ ბიძია თომას ქოხი“.
|
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
|
||||||
3
|
დისკუსია ჰარპერ ლის რომანის „ნუ მოკლავ ჯაფარას
„
|
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
|
||||||
4
|
ფილმის ჩვენება და მისი შემდგომი განხილვა
|
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
|
||||||
5
|
მარტინ ლუთერ კინგის შესახებ ინფორმაციის გაცნობა
|
ლ.იმნაიშვილი
|
||||||
6
|
მარტინ ლუთერ კინგის შესახებ ინფორმაციის გაცნობა
|
ნ.კანდელაკი
|
||||||
7
|
კედლის პოსტერის დამზადება სახელწოდებით „ წითელი ბარათი
რასიზმს“
|
|||||||
რეფლექსია პროექტის განხორციელების
შესახებ
პროექტის
დაწყებისთანავე გამოიკვეთა საინტერესიო
მომენტი, კერძოდ კი ის , რომ მოსწავლეებს დიდი ინტერესი ჰქონდათ წარმოჩენილი პრობლემისადმი.
მათ გარკვეული ლიტერატურა წაეკითხათ რასიხმის თემატიკაზე. ასევე მხატვრული ფილმებიდან
და ინტერნეტსივრცედან უამრავი მაგალითი შეეძლოთ მოეყვანათ, თუ როგორ ხდება დღესაც
ფერადკანიანთა შევიწროვება და დისკრიმინაცია რასის მიხედვით. ბევრ მოზარდში
ეს გარემოება პროტესტს იწვევს და მათ დიდი
მზაობა გამოაცხადეს რაიმე სახით დაედასტურებინათ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება რასიზმის გამოვლენის ფაქტებთან. პროექტის დაგეგმვისას მიზნად ვისახავდით მოსწავლეებისათვის
რასიზმის პრობლემის აქტუალობის გაცნობას ,
მის გაანალიზებსა და ტოლერანტობის არსის გაცნობიერებას. ვთვლით, რომ განხორციელებული
აქტივობების წყალობით შევძელით დასახული მიზნის მიღწევა. ყველა დაგეგმილი აქტივობები
დროულად წარიმართა. პირველ შეხვედრისას დაიგეგმა საკონტაქტო შხვედრების გრაფიკი. მოსწავლეებს
გავაცანი ტერმინი რასიზმი. ვაჩვენე ფილმ „ ნუ მოკლავ ჯაფარას“ დან ეპიზოდი, რომელიც ასახავს სასამართლო პროცესს, რომელზეც ატიკუს ფინჩი, ადვოკატი, იცავს შავკანიანის უფლებებს
და ამტკიცებს მის უდანაშაულობას. გამოწვევის
ფაზაში ვაჩვენე ეს ვიდეო , რათა მოსწავლეებში გამეღვივებინა ინტერესი პროექტის აქტულობის მიმართ. გავნმარტეთ ტერმინის
მნიშვნელობა და დავავალეთ წიგნის ჯერ ქართულად წაკითხვა. დაიგეგმა შემდგომში წიგნის
ადაპტირებული ვარიანტის წაკითხვაც.
მის წასაკითხად მოსწავლეებს მიეცათ 2 კვირიანი პერიოდი. დაიგეგმა
დისკუსიის ჩატარება , წიგნის განხილვა რასისტული დისკრიმინაციის კუთხით. ასევე დაიგეგმა
როლური თამაში, რომელზეც მოსწავლეები მოაწყობდნენ ე.წ. სასამართლო პროცესს. შეირჩა
ადვოკატი, ბრალმდებელი, ნაფიცმსაჯულთა სასმართლოს წევრები.
დაფაზე დაიწერა სიტყვა
SEGREGATION
და მოსწავლეებს გაეხსენებინათ
მსოფლიოს ისტორიის კურსიდან ეპიზოდი,
რომელიც ასახავდა ფერადკანიანი ხალხის პროტესტს მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მოსწავლეებმა
გაიხსენეს როზა პარქსის ისტორია. ვთვლი, რომ დაწყებისთანავე პროექტი
საინტერესოდ წარიმართა. ასევე პროექტის ძლიერ
მომენტად მივიჩნევ მართინ ლუთერ კინგსის სიტყვის როლურად წარმოთქმა. მე-11 კლასელმა
მოსწავლემ ნიკა შვანგირაძემ დიდი ემოციით და ენთუზიაზმით შეძლო გადმოეცა ცნობილი ანტირასისტული
სიტყვის მთავარი გზავნილი. მთავარი სარგებელი, რომელიც პროექტის მონაწილეებმა მიიღეს
არის 21 საუკუნეში არსებული აქტუალური პრობლემის შესახებ ინფორმირება და მისი
გადაჭრის გზების ძიება. როგორც ზემოდ ვახსენე, ყველა დაგეგმილი აქტივობა გახორციელდა
, თუმცა მსვლელობისას მოგვივიდა იდეა ჩაგვეტარებინა მოსმენის აქტივობა ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერის მიხედვით. მოსწავლეებმა
მოისმინეს სიმღერა და შეავსეს გამოტოვებული კომპონენტები, ხოლო ბოლოს ყველა მონაწილემ
შეასრულა ეს უკვდავი სიმღერა და ყველას დაევალა
სიმღერის ტექსტის შესწავლა.ეს აღმოჩნდა
ერთი დამატებითი აქტივობა.
22.03.2018 პროექტის ფარგლებში ჩატარდა დისკუსია წაკითხული
ნაწარმოების მიხედვით. მოსწავლეებს დაევალათ ორკვირიანი პერიოდის მონაკვეთში წაეკითხათ ცნობილი ამერიკელი მწერლის ჰარპერ ლის რომანი“ნუ მოკლავ
ჯაფარას“ ინგლისურ ენაზე ადაპტირებულ ვერსიაში.
დისკუსია წარიმართა ჯგუფური სამუშაოს სახით. მოსწავლეებმა თავიანთ ჯგუფებში განიხილეს ნაწარმოებში
წამოჭრილი პრობლემები. ამ აქტივობის ჩატარების მთავარი მიზანი იყო შეგვემოწმებინა
, თუ როგორ იცნობენ მოსწავლეები რომანის ტექსტს
და როგორ გაიგეს მისი მთავარი იდეა- საიდან გამომდინარეობს სათაური და რაზე მიგვინეიშნებს ავტორი მისი სახელწოდებით. 5 ჯგუფში მოვახდინეთ ტექსტის
მიხედვით კითხვებზე პასუხის გაცემა. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრება
რომანის პერსონაჟების შესახებ. შემდეგ თითოეულმა ისაუბრა მათთვის ყველაზე ახლო პერსონაჟის
შესახებ. დაიგეგმა შემდგომი სამუშაო შეხვედრის თემა და მიზანი. მოსწავლეებს დაევალათ
გაცნობოდნენ ანტირასიზმის მთავარი მგოსნის,
მარტინ ლუთერ კინგსის, შესახებ ინფორმაციის მოძიება . ასევე დაიგეგმა მისი ცნობილი
სიტყვის როლურად დადგმა . სამმა მოსწავლემ გაინაწილა სიტყვა და დაიგეგმა მისი შესწავლა.
პროექტი ‘’ MY DIARY ‘’
ეტაპი
საქმიანობა
განხორციელების ვადები
პასუხისმგებელი
პირი
ოქტომბერი
ნოემბერიდე
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ნ.კანდელაკი
1.
მოსწავლეებისათვის დღიურის არსი
გაცნობა და უფროსკლესელების მიერ წარმოებული
დღიურების ჩვენება, დღიურის წარმოების სრტუქტურის და თავისებურებების სწავლება
ნ.კანდელაკი
2.
სპეციალურად პირადი დღიურებისათვის განკუთვნილი ბლოკნოტებისპირველი გვერდის მხატვრულად
გაფორმება და პირველი გაცნობითი ჩანაწერის გაკეთება
ნ.კანდელაკი
3.
ღირშესანიშნავ თარიღებზე და დღესასწაულებზე შეხმიანება;საკუთარი დაბადების დღის შესახებ ჩანაწერის გაკეთება
ნ.კანდელაკი
4.
დღიურში ჩანაწერის გაკეთება საახლწლო სამზადისზე, ოჯახურ
ტრადიციებზე და წესჩვეულებებზე
ნ.კანდელაკი
5.
საშობაო არდადაგებების შთაბეჭდილებების გაზიარება
, ერთობლივად ჩანაწერის
გაკეთება გატარებული დღესასწაულების
შესახებ
ნ.კანდელაკი
6.
ქალთა და დედათა
დღეს- ჩანაწერები -მიმართვა დედისადმი
ნ.კანდელაკი
7.
ერთი ჩვეულებრივი დღის აღწერა
ნ.კანდელაკი
8.
ქუთაისის
დღეების აღწერა
ნ.კანდელაკი
9.
საუკეთესო დღიურების გამოვლენა
2016/2017 სასწავლო წელი
1. I. მე- 62 კლასში განვახორციელე საკლასო პროექტი ” MY DIARY “.სასწავლო პროგრამით განსზღვრულია ამ დონეზე მოსწავლე გააცნო ზოგადად პირადი დღიურის წარმოებას. თავდაპირველად მე ვაჩვენე მოსწავლეებს ჩემი დისშვილის, მე-7 კლასის მოსწავლის მიერ შედგენილი ინგლისურენოვანი დღიური . აღსანიშნავია, რომ ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთო პროცესში. მე მივეცი მათ 2 კვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ უნდა მოეძებნათ შესაბამისი რვეულები ან ბლოკნოტები. რიგი მოსწავლის დღიური გამოირჩეოდა მხატვრული ფასეულობით. ბავშვებს მოეძებნათ სხვადასხვა აპლიკაციები და ჩაეკრათ თავიანთ დღიურებში. ეს იყო პირველი ეტაპი. შემდეგ მოსწავლეებს მივეცი ნიმუში, თუ როგორ იყო მიზანშეწონილი ჩანაწერების გაკეთება. პირველი ჩანაწერი მოვახდინეთ აწმყო დროში
(PRESENT SIMPLE). ეს იყო დღიურზე მუშაობის მეორე ეტაპი. შემდეგ ვთხოვე მოსწავლეებს აეღწერათ ერთი რიგითი დღე მათი კვირიდან. შემდეგ ავაღწერინე ერთი განსაკუთრებული დღე. მოვახდინეთ ნამყო დროის განმეორება-განმტკიცება (PAST SIMPLE).დღიურებს ვუმოწმებდი სისტემატიურად, ჯერ ყოველ გაკვეთილზე, შემდეგ კვირაში ერთხელ ვამოწმებდი , თუ რა სახის ჩანაწერებს აკეთებდნენ, ვუსწორებდი გრამატიკულ შეცდომებს, ვაძლევდი რჩევებს ესთეტიკურად როგორ იქნებოდა უკეთესი გაფორმება. ეს იყო უკვე მესამე ეტაპი. ერთი შემაჯამებელი სამუშაო მივუძღვენი დღიური ჩანაწერს. დავგეგმე მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ თავიანთ თავს და წლის ბოლოს მოვახდინოთ დღიურების შეჯამება და მათი შეფასება.
1II. მე-
51, 5 2 კლასებში დავგეგმე და განვახორციელე საკლასო პროექტი ” ბუკლეტი” (LEAFLET). სახელმძღვანელო გვთავაზობს გაკვეთილს , რომელშიც აღწერილია სანქტ პეტერბურგის ღირშესანიშნავი ადგილები. ეს გაკვეთილი გვთავაზობს ბუკლეტს, რომელიც იძლევა ინფორმაციას , თუ რა ადგილების ნახვა ღირს ამ ქალაქში,
აგრეთვე ტურისტების შთაბეჭდილებებს. მოსწავლეებს
ვთხოვე მოცემული ნიმუშის მიხედვით შეექმნათ ბუკლეტი. განსახორციელებლად მივეცი 2 კვირიანი ვადა. ყველა მოსწავლეებმა შეძლეს ბუკლეტის გაკეთება. ერთმა მოსწავლემ ლუკა ციცვიძემ მოამზადა ბუკლეტი დიდ ფორმატის ქაღალდზე.

პროექტი ’’ ახალიწელიმოდის” NEW YEAR IS COMING
მიზანი: 1. შემოქმედებითი აზროვნების
ჩამოყალიბების ხელშეწყობა
2. ევროპაში და საქრთველოში ახალი
წლის აღნიშვნის ტრადიციების გაცნობა -შედარება-დაკავშირება.
3. მოზარდებში თანამშრომლობის და თანადგომის თვისებების
გან-
ვითარების ხელშეწყობა
განხორციელების
გზები: 1. ინგლისური და რუსული სიმღერების და ლექსების მხატვრულად
წარდგენა.
2. თეატრალური სკეტჩების დადგმა ინგლისურ
და რუსულ ენებზე
3. აქტივობების ერთ კომპოზიციურ სივრცეში შეკვრა
განხორციელების გზები:1 თვიან ვადაში მომზადდეს თეატრალური საახალწლო კონცერტი
და საშობაო
თემატიკაზე.
აქტივობები: 1. ინგლისურ და რუსულენოვანი სიმღერების
შესრულება
2. თეატრალური
სკეტჩების ინგლისურ და რუსულ ენებზე წარდგენა
3. ევროპული
და ქართული ხალხური ცეკვების დადგმა-შესრულება
რესურსები: 1. ფოლკლორული კოსტიუმების და სხვა თეატრალური კოსტიუმების
დაქირავება-
50 ლარი
2. ფორმატებზე
შესრულებული საახალწლო თემატიკის ნახატები
3. სიდი პლეერი, კომპაქტ დისკები საჭირო მუსიკალური თანხლებითს
4. ვიდეო
გადამღების , ციფრული ფოტოაპარატის დაქირავება
- 80 ლარი
შედეგი: დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებმა
შეძლეს ურთიერთ მხარდაჭერის და თანამშრომლობის
წყალობით მოემზადებინათ და შეექმნათ ერთობლივი
პროდუქტი კონცერტის სახით. მათ გააღრმავეს ურთიერთ მეგობრული დამოკიდებულება
და ისწავლეს საერთო საქმის მიმართ პირადი პასუხისმგებლობა.შედაგად
მივიღეთ არა მხოლოდ შესანიშნავიად დადგმული და კომპოზიციურად შეკრული ღონისძიება, არამედ მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებითი და პიროვნული
თვისებების ბრწყინვალე დემოსტრირება გაგაკეთეს.
განხორციელების
ვადები: 1.12.2012-22.12.2012
22.12.12 ჩატარებული საახალწლო ღონისძიების პროგრამა
1. მისალმება .მარიამ რობაქიძე (7გ) და ქეთევან სვანიძე
(7გ)
2. ინგლისური სიმღერა “
CHRISTMAS TIME” მ.რობაქიძე, ქ. სვანიძე (7გ)
3. სქეტჩი ინგლისურ
ენაზე: ’’ WHEN WILL NEW YEAR COME?”მ.კერელეიშვილი,ბ. ოქროპილაშვილი,ქ.ავალიანი, ქ.ანდრიაძე,
ა. ყიფიანი, ე.მაშანეიშვილი (6ბ). ინგლისური ლექსები.
4. ინგლისური სიმღერა SILENT NIGHT მ.კეკრელეიშვილი
(6ბ)
5. საბალეტო
ნომერი სიმღერის თანხლებით
6.ინგლისური სიმღერა EUPHORIA მ.გიორგობიანი,
ქ. სულაბერიძე(9ბ)
7. სქეტჩი რუსულ ენაზე ДЕД
МОРОЗ
7გ, 8ბ კლასის მოსწავლეები
8. რუსული სიმღერა ХЛОПУШКИ ა.
გუჯეჯიანი(8ბ),ნ.კვანტიძე(8ბ),მ.გიორგობიანი(9ბ).ა.ხურციძე(7გ)
9. ინგლისური სეტჩი საქართველოს ტრადიციებზე. ინგლისური ლექსები.(7ბ)
10. ქართული ფოლკლორული ცეკვები (7ბ), (3ა)
კლასის მოსწავლეები: ცეკვა მთიულური, ცეკვა აჭარული, ცეკვა რაჭული, ცეკვა ქართული
11. ინგლისური სიმღერა DRIP DROP
მ.გიორგობიანი,ა. გუჯეჯიანი
12. ინგლისური სიმღერა PRICE TAG ქ. სულაბერიძე, მ.გიორგობიანი(9ბ)
13. სქეტჩი ინგლისურ ენაზე . (12 ა)
14. ინგლისური სიმღერა ALL I WANT FOR CHRIStMAS IS YOU ა.გუჯეჯიანი(8ბ)
15. ჯგუფური ცეკვა (12ა)
FLASH MOB. MODERN DANCES
16. სქეტჩი ინგლისურ და ქართულ ენებზე
17. სიმღერა ინგლისურ ენაზე HAPPY NEW YEAR ასრულებს ყველა
მონაწილე
კვლევა-პროექტის მოკლე აღწერა
ჩვენს მიერ იქნა
განხორციელებული კვლევა -პროექტი
, რომელიც მიძღვნილი იყო ჯანსაღი ცხოვრების
წესის დამკვიდრების ხელშეწყობას.
კვლევის მიზანი:
გაირკვეს ,რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მთავარი ასპექტებში
გარკვევა და რას მიიჩნევენ პრიორიტედად
ხანგრძლივი სიცოცხლისათვის . ორგანიზება:
დროისა და ფინანსების დაზოგვის მიზნით დაიგეგმოს ისეთი შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა მოგცვემს
თვანათლივ სუართს, თუ რას აკეთებენ
ჩვენი მოზარდები ხანგრძლივი და ჯანსაღის ცხოვრებისათვის. კვლევაში მონაწილეები: მე-8 კლასის მოსწავლეები - სულ 60 მოსწავლე.
კვლევის მიზნის მიღწევის მიზნით შეირჩა ისეთი კითხვები,
რომლებიც მოგვცემდა საშუალებას გაგვეგო თუ პრაქტიკულად რას აკეთებენ მოსწავლეები ამ მიმართულებით.
კვლევის ანალიზი.
კვლევის ანალიზი საჭიროა, რათა
კარგად წარმოჩინდეს , თუ რა მოსაზრება აქვს მოსწავლეებს ჯანსაღ და ხანგრძლივ ცხოვრების შესახებ და რა კავშირს ნახულობენ ამ ორი კატეგორიის შორის.ამ
მიზნით შემოწმდა გამოკითხვის შედეგები,დავთვალე თითოეული პასუხი და გავარკვიე, თუ რამდენი
მოსწავლე გამოკითხულთა შორის მიიჩნევს კავშირს ჯანსაღი და ხანგრძლივი სიცოცხლის შორის.აგრეთვე დავითვალე, თუ რამდენი
მოსწავლე მისდევს სპორტს, რამდენი მოსწავლე
ეცნობა ტელეგადეცემებს ჯანმრთელობის შესახებ, დავითვალე, რამდენ მოსწავლეს სძინავს საშუალოდ 8-9 საათი( მოცემულ ასაკობრივ
ჯგუფს საშუალოდ უნდა სძინავდეს 9 საათი).
კვლევის შედეგი
როგორც გამოკითხვის დიაგრამიდან სჩანს , გამოკითხული მოსწავლეების მხოლოდ
66% აკავშირებს ჯანსაღ ცხოვრების წესს სიცოცხლის
ხანგრძლივობასთან. არსებული პრობლემიდან გამომდინარე
დავგეგმეთ პროექტი,რომელიც დაეხმარებათ მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში
.
პროექტი : Who Wants To Live Forever . აღწერა
პრობლემა :
13-15 წელი
ეს ის ასაკობრივი ჯგუფია, როდესაც ხდება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული
თუ ყოფითი უნარ -ჩვევების ჩამოყალიბება-დამკვიდრება. მოზადრებში
შრომის, სწავლის და აქტიური დასვენების საკითხის
შესწავლა არასრულყოფილია. პრობლემას წარმოადგენს ,თუ რამდენად არიან ჩვენი მოზარდები გათვითცნობიერებულები ჯანსაღი ცხოვრების წესის მთავარ ასპექტებში და ანხორციელებენ თუ არა რაიმე აქტივობებს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც
კვლევამ აჩვენა,მოსწავლეებს უჭირთ გაერკვნენ,
თუ რას უნდა მიმართონ და რა სახის აქტივობები უნდა განახორციელონ,რომ შეიძინონ საჭირო
თვისებები და განავითარონ ისინი. გამოიკვეთა აგრეთვე ჯგუფური მუშაობის პრინციპების არასასაკმარისად ცოდნა. მოსწავლეებს უჭირთ საერთო
აზრამდე მისვლა და სახეზეა კომუნიკაციის პრობლემაც.
მიზანი
:
მე-8 კლასის
მოსწავლეებში განხორციელდეს ჯანსაღი
ცხოვრების წესის განმავითარებელი და დამამკვიდრებელი უნარები
და მოხდეს ამ მეტად აქტუალური პრობლემის
როგორც სასკოლო, ასევე თემურ საზოგადოებაში პოპულარიზაცია.
სამიზნე
ჯგუფი: სკოლის მე-81
, 82 , 83 კლასელები,
სულ 21 მოსწავლე
მოსალოდნელი
შედეგები:
1.
მოზარდებში
მოხდეს მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული
თუ ყოფითი უნარ -ჩვევების ჩამოყალიბება-დამკვიდრება.
2.
ჯანსაღი ცხოვრების
წესის მთავარი ასპექტების
გათვითცნობიებება
3.
ჯანსაღი ცხოვრების
წესის ხელშეწყობა და მათი გაცნობა საზოგადოების სხვადასხვა ფენებს, თემის აქტიურად ჩართვა
ამოცანები:
1.
ამოცანა:
მოხდეს მოსწავლეებისათვის
ინფორმაციის მიწოდება და გამოვლენდნენ მოხალისეები
2.
ამოცანა
: მოხალისეთა ჯგუფში გაირკვევა ინტერესთა სფეროები, რომლის
მიხედვითაც განაწილდებიან ისინი ჯგუფებად.
3.
ამოცანა
: სასტარტო შეხვედრაზე აირჩევა საინიციატივო ჯგუფი, რომელის
კოორდინირებას გაუწევს პროექტის
4.
ამოცანა:
. მოსწავლეები დაიყოფიან 3 ჯგუფად ინტერესთა სფეროების
მიხედვით. (თითოეულში 7 მოსწავლე) . პირველი
ჯგუფი გამოიკითხავს სპეციალისტებს : ექიმი, ბიოლოგის და ქიმიის მასწავლებლები, როგორც კომპეტენტური
პირები მოცემულ საკითხში. აგრეთვე
გამოკითხული იქნებიან სკოლის სზოგადოების წევრები
იმის თაობაზე ,თუ როგორ ესმით ჯანსაღი ცხოვრება და რას აკეთებენ ამ მიმართულებით. მეორე ჯგუფს დაევალოს საინფორმაციო ფლაერის შექმნა
და მათი გავრცელება თემში. შემუშავდეს და შეიქმნას
ფლაერი , რომელშიც ასახული იქნება პროექტის
შინაარსი, განხორცილებული ღონისძიებები და დაიგეგმოს
დამზადებული ფლაერების გავრცელება მიმდებარე
თემში. მესამე ჯგუფს დაევალოს კედლის გაზეთის
გამოცემა.ინგლისურ ენაზე შეიქმნას კედლის
გაზეთი, რომელშიც იქნება ასახული ამ აქტუალური თემის მთავარი ასპექტები. სამივე ჯგუფის ძალისხმევით ჩატარდეს
ფიზიკური კულტურის კვირეული. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში დიდ როლს ასრულებს ფიზიკური
ვარჯიში. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში ჩატარდეს დილის გამამხნევებელი ვარჯიშები. მეორე და მესამე ჯგუფს დაევალოს შესწავლილი იქნას გამოკითხული საზოგადოების თუ კომპეტენტური
პირების მოსაზრება და მათზე დაყრდნობით შეიქმნას პროცენტული და წილადი მაჩვენებლები
მოცემულ საკითხზე და დადგინდეს ,თუ რას მიიჩნევს ჩვენი საზოგადოება პრიორიტეტად ამ
მიმართულებით და რას მიმართვას ამ უნარ-ჩვევების
დასამკვიდრებლად ყოველდღიურ ცხოვრებაში.ასევე ეს ჯგუფი უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტის
შესახებ ინფორმაციისა და ფოტოების გავრცელებას სოციალურ ქსელ ფეისბუქის სკოლის გვრდზე.
http://www.facebook.com/qutaisisskola
5.
ამოცანა:
მოხდება პროექტის პრეზენტაცია და პროექტის შეჯამება. ყველა აქტივობა აისახება ფოტო
ობიექტივზე.
პროექტის ანგარიში.
განხორციელების მიმოხილვა
პროექტის დაგეგმვისას გაწერილი ყველა აქტივობა წარმატებით და დროულად განხორციელდა დადგენილ ვადებში. მოზარდები
დიდი ინტერესით გამოეხმაურნენ დილის გამამხნევებელი ვარჯიშის ჩატარებას. ისინი იკრიბებოდნენ 3 კვირის განმავლობაში გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე და ასრულებდნენ დილის გამამხნეველ ვარჯიშებს.ერთი-ორჯერ
ეს იყო რიტმული ვარჯიში მუსიკის თანხლებით.
ინტერვიუების ჩაწერისას მოზარდებმა გამოავლენეს და განავითარეს ისეთი თვისებები,
როგორიცაა თანამშრომლობა, გუნდური მუშაობის უნარი, დამოუკიდებლობა.
დიდი ენთუზიზმით და ინტერესით განახორციელეს მოსწავლეებმა
საინფორმაციო ფლაერზე მუშაობა. ამ მუშაობაში მათ გამოავლინეს და ხელი შეუწყვეს ხელი საკუთარი კრეატიულობის განვითარების უნარს. ხოლო ფლაერების გავრცელების
პროცესი საკმაოდ ორგანიზებულად მოხდა. გარდა მოსწავლეებისა ამ აქტივობაში
აქტიურად ჩავერთეთ მასწავლებლებიც.
ლელა იმნაიშვილმა და ნინო კანდელაკმა მიიტანეს
ფლაერები ახლომდებარე სკოლების დირექციებში
და გაუზიარეს მათ საკუთარი
გამოცდილება.
წილადი და და გრაფიკული გამოსახულების შედგენისას მოსწავლეებს
აქტიური დახმარება აღმოუჩინა მათემატიკის სპეციალისტმა აზა მარუაშვილმა.
მიღწეული
შედეგები, გადაჭრილი პრობლემა და შესრულებული
ამოცანა.
პროექტის განხორციელების
შედეგად მიღწეული იქნა მთავარი მიზანი: მე-8
კლასელებმა , როგორც სამიზნე ჯგუფმა,განავითარეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის
საჭირო უნარ-ჩვევები.მოსწავლეებმა მეტი სიღრმისეულად შეისწავლეს ეს აქტუალური საკითხი
და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ყველა აქტივობების შესრულებას.გარდა ამისა, ამ პროექტმა
დიდი გამოხმაურება პოვა თემში.საინფორმაციო ფლაერების გავრცელების აქტივობამ მოგვცა საშუალება მოსახლეობისათვის გაგვეზიარებინა ჩვენი საქმინაობის
შესახებ.პროექტის განხორციელებისას მოხდა
მათემატიკის, სპორტის და ისტ-ის გამოყენება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ პროექტის განხორციელებაში დიდი დახმარება
გაგვიწია სკოლის დირექციამ, კერძოდ, სკოლის დირექორმა, ქ-ნმა ნონა ჩუბინიძემ. მან მოაგვარა
ფერადი ფლაერების დაბეჭდვის საკითხი და დააფინანსა 500 ცალი ფლაერის დამზადება. გარდა ამისა, მან თავის თავზე აიღო ამ
პროექტის მონიტორინგის და შეფასების საკითხიც
2014/2015 ს.წ. ავამოქმედეთ ინგლისური ენის კლუბი
პროექტიEnglishClub.
პრობლემა: დაწყებითი საფეხურის
ბავშვებზე დაკვირებიდან სჩანს, რომ მოსწავლეები ყოველთვის ცდილობენ რაიმე აკეთონ,
ხატონ ,ძერწონ, ამოჭრან ა.შ. . სამწუხაროდ,
საგაკვეთილო პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვის
მიზნით ხშირად ვერ ვახერხებ დავაკმაყოფილო მოსწავლეებისაათ ვის ეს მნიშვნელოვანი
უნარი. ამ საჭიროებიდან გამომდინარე ჩვენ,ინგლისური ენის მასწავლებელებს, ლელა
იმნაიშვილს და ნინო კანდელაკს, მოგვივიდა აზრად
ჩამოგვეყალიბებინა კლუბი, რომელიც მოგვცემდა საშუალებას დამატებითი
საათების ხარჯზე განვავითაროთ მოსწავლეების
წვრილი მოტორიკის განვითარებას და აგრეთვე
მოახდენდა მათში მხატვრული და კრეატიული
უნარის განვითარებას.
მიზანი : დაწყებითი
საფეხურის მოსწავლეებშიმხატვრულობის და კრეატიული უნარის განვითარება.
სამიზნე
ჯგუფი:სკოლის მე- 3 . მე -4 , მე-5 კლასების მოსწავლეები,
სულ 32 მოსწავლე
მოსალოდნელი
შედეგები:
1.
დაწყებითი საფეხურის
მოსწავლეებში მოვახდინოთ ინგლისური ენისადმი სიღრმისეული ინერესის გაჩენა
2.
მოვახდინოთ მოსწავლეებში მხატვრულად აზრის გამოხატვა
3.
მოსწავლეებში
თანამშრომლობის და ჯგუფურად მუშაობის
უნარის ჩამოყალიბება
ამოცანები:
1.
ამოცანა:მოხდეს
მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და გამოვლენდნენ მოხდეს კლუბში ჩართვის მსურველები
2.
ამოცანა: მოხდეს მოსწავლეების
მიერ სამოტივაციო წერილების დაწერა
3.
ამოცანა:
მოხდეს სამოტივაციო წერილების შესწავლა და მათზე დაყრდნობით მოხდეს კლუბში მოსწავლეების გაწევრიანება
.
4.
ამოცანა
; მოსწავლეები გაიყოფიან ინტერესთა მიხედვით და დაიგეგმოს მათთან მუშაობა ორი მიმართულებით: მხატვრულ
პროექტზე მუშაობა და დრამატული წრის ჩამოყალიბება.
5.
ამოცანა : პოსტერების
დამზადება თემაზე
Pear Tree Farm.
6.
ამოცანა
; მოხდეს კლუბში
გაწევრიანების დამადასტურებელი საწევრო ბარათების
დიზაინის შემუშავება, მათი დამზადება და მოსწავლეებისთვის მათი გადაცემა.
7.
ამოცანა
: ინგლისური ანბანის ხატოვნად დამზადება
8.
ამოცანა
: დრამატული სკეტჩის მომზადება
9.
ამოცანა:
მოხდეს კლუბის საქმიანობის პრეზენტაცია და შეჯამება. ყველა აქტივობა აისახება ფოტო ობიექტივზე.
პროექტის შესრულების განრიგი
ეტაპი
|
საქმიანობა
|
განხორციელების ვადები
|
პასუხისმგებელი პირი
|
||||
1
|
მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და გამოვლენდნენ კლუბში ჩართვის მსურველები
|
სექტემბერი 20-27
|
ოქტომბერი
1-5
|
ოქტომბერი
5-25
|
ნოემბერი
1-15
20-30
|
დეკემბერი
1-25
|
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
|
2
|
მოსწავლეების მიერ სამოტივაციო წერილების დაწერა
|
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
|
|||||
3
|
სამოტივაციო წერილების შესწავლა
და მათზე დაყრდნობით მოხდეს კლუბში მოსწავლეების გაწევრიანება
|
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
|
|||||
4
|
მოსწავლეებისგაყოფაც ინტერესთა
მიხედვით და დაიგეგმოს მათთან მუშაობა
ორი მიმართულებით: მხატვრულ პროექტზე მუშაობა და დრამატული წრის
ჩამოყალიბება.
|
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
|
|||||
5
|
პოსტერების დამზადება თემაზე Pear Tree Farm
|
ლ.იმნაიშვილი
|
|||||
6
|
კლუბში გაწევრიანების დამადასტურებელი საწევრო ბარათების დიზაინის შემუშავება, მათი დამზადება და მოსწავლეებისთვის მათი გადაცემა
|
ნ.კანდელაკი
|
|||||
7
|
ინგლისური ანბანის ხატოვნად
დამზადება
|
ნ.კანდელაკი
|
|||||
8
|
დრამატული სკეტჩის მომზადება
|
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
|
|||||
9
|
პროექტის პრეზენტაცია-შეჯამება
|
||||||
პროექტის რესურსები/ბიუჯეტი
№
|
სამუშაოს/მომსახურების
დასახელება
|
საცალო ღირებულება
|
რაოდენობა
|
მთლიანი ღირებულება
|
დაფინანსების
სხვა წყარო
|
კონტრიბუციისწყარო
|
1.
|
აღჭურვილობა
|
სკოლისწვლილი
|
||||
კომპიუტერი
|
650
|
2
|
1,300
|
0
|
სკოლისწვლილი
|
|
პრინტერი
|
125
|
1
|
125
|
0
|
სკოლისწვლილი
|
|
ქსეროქსი
|
250
|
1
|
250
|
0
|
სკოლისწვლილი
|
|
საკანცელარიო
ნივთები
|
20
|
1
|
20
|
0
|
სკოლისწვლილი
|
|
საწევრო ბარათების
დამზადება
|
0.30
|
32
|
12
|
0
|
სკოლისწვლილი
|
|
ვიდეო აღჭურვილობა
|
1500
|
1
|
1500
|
0
|
სკოლისწვლილი
|
განხორციელების
მიმოხილვა
ჩვენს სკოლაში
ფუნქციონირება დაიწყო ინგლისური ენის
კლუბმა EnglishClub. კლუბი იმუშავებს ორი მიმართულებით: შეასწავლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს პროექტზე მუშაობას
და დაეხმარება მოსწავლეებს დრამატული წრის ჩამოყალიბებაში.
კლუბის საქმიანობას სათავეში ჩაუდგნენ ლელა იმნაიშვილი და ნინო კანდელაკი. კლუბში გაწევრიანება
მოხდა მოსწავლეების სამოტივაციო წერილის საფუძველზე.ასე გამოიყურებოდა ბავშვების სურვილები .
http://14school.ge/?p=2852
ინგლისური კლუბისსაქმიანობაუკვე ორთვესითვლის. ამდროისგანმავლობაში,მოსწავლეებმათავიანთიპირველიპროექტიგანახორციელეს-3 ჯგუფადდაყოფილიბავშვებიმონდომებითშეუდგნენმუშაობასდაწარმოადგინესთავიანთიპოსტერებითემაზე „Pear Tree Farm” (მსხლებისფერმა).კლუბში ,თითოეულიაქტივობისთვის, ბავშვებსგამოყოფილიაქვთორიკვირა.ამჟამადისინიდიდიხალისითდაინტერესითმუშაობენინგლისურიანბანისასოებისმხატვრულადგამოსახვაზე. მოსწავლეებსგარკვეულწილადეხმარებიანმასწავლებელებიდამშობლები.
http://14school.ge/?p=3184
კლუბის საქმიანობა მიმდინარეობს ისეთნაირად,რომ შეხვედრები
ხორციელდება ყოველ მეორე პარასკევს, ზოგჯერ ხუთშაბათობითაც. რა თქმა უნდა, გამოვლინდა
ოდნავ ინდიფერენტულობა რიგი მოსწავლეებისა თუ მშობლების მხრიდან. ამის მიზეზად ვთვლი ერთგვარ
გაუთვითცნობიერებას ამგვარი საქმიანობის აქტუალობის ამ ასაკობრიი ჯგუფის გათვალისწინებით. თუმცა აღსანიშნავია
აგრეთვე უმრავლესობა მშობლებიდან დიდი ინტერესის გამოჩენა.. მშობლები მხარში ამოუდგნენ თავიანთ შვილებს და დიდი ხალისით
ეხმარებოდნენ მათ პოსტერების თუ ასოების
დამზადებაში. მიმაჩნია, რომ მშობლების მეტი
ინფორმირება ნამდვილად დადებით შედეგს გამოიღებს მომავალში ამგვარი
წამოწყების ხელშეწყობაში.
ინგლისური კლუბის
წევრ მოსწავლეებს დაუმზადდა საწევრო ბარათები. ბარათების მოქმედების ვადაა ერთი სასწავლო
წელია. მოსწავლეები დიდი სიხარულით შეხვდნენ ამ სიახლეს .
http://14school.ge/?p=3353
სკეტჩის სცენარი მოვიგონეთ. დავიწყეთ რეპეტიციები, ამჯერად უკვე ვხვედებით ერთმანეთს
ყოველ პარასკევს. რეპეტიციები გრძელდება
2 -3 გაკვეთილი. ბავშვებმა უნდა წარადგინონ ინგლისური ანბანის ასოები. სცენა წარდგინდება 1 კლასელების წინაშე,
რადგანაც მათთვის ინგლისური ანბანის შესწავლა
ახლახნას დასრულდა და ეს იქნებოდა შესანიშნავი
საშუალება მოხდეს ანბანის განმტკიცება და გადახალისება.ღონისძიება მიეასადაგება
საახალწლო პეროიდს, ამიტომ ჩართულია
საახალწლო თემატიკაც. თანდათან იწევს
ბავშვების პასუხიმგებლობაც დასახული ამოცანების შესასრულებლად, ამ კუთხით უკვე გარკვეული პროგრესი აღინიშნება. უკვე მივაღწიეთ
იმას, რომ მოსწავლეებში ამაღლდა საგნისადმი
და, ზოგადად, საქმისადმი სერიოზული და საქმიანი
დამოკიდებულება. ბავშვები თვითონ აქტიურობენ
რაიმე ლექსის თუ სიმღერის შესრულებაში,
თუმცა კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატერებელი იმ მხრივ, რომ მათ დამოუკიდებლადაც
შემოგვთავაზონ რაიმე მასალა.
26.12. 2014მოვახდინეთ ინგლისური კლუბისადმი მომზადებული სკეტჩის
წარგდინება პირველიკლასელების წინაშე.
გარდა სკეთჩისა განვახორციელეთ აქტივობა, რომელშიც ჩართულები იყვნენ უშუალოდ სამი 1
კლასის მოსწავლეები. პიესა საკმაოდ კარგ დონეზე წარიმართა. ბავშვებმა შეძლეს მხატვრულად გადმოეცათ პიესის
მთავარი იდეა: და -ძმას სიტყვა
APPLE ს დაკარგოდა
ერთი ასო-ბგერა . ასოები დედა ანბანის
(MUM ALPHABET )დახმარებით შეძლებენ ძმის ნახვას
და კვლავ ასახავენ სიტყვას სრული შემადგენლობით. ანბანის პირველმა ასო A მოიწვია
1 კლასელები შესაბამებით აეწყოთ
ახალი წლის მოლოცვა ინგლისურ ენაზე.HAPPY NEW YEAR , ხოლო მე-3 კლასელებმა ლექსებით და სიმღერებით მოიწვიეს ახალი წელი. ბავშვებმა შეასრულეს ლექსები ინგლისურ ენაზე.
ბოლოს კლუბის ყველა წევრმა შეასრულა საახალწლო
სიმღერა. აქტივობა დინამიური და საინტერესო გამოდგა.
http://14school.ge/?p=3424#https://www.youtube.com/watch?v=y2lv3ck0D0Q&feature=youtu.be
მიღწეული
შედეგები, გადაჭრილი პრობლემა და შესრულებული
ამოცანა.
06.02.2015 ინგლისურმა კლუბმა განაახლა მუშაობა. ბავშვებმა დაგეგმეს ვალენტინობის დღის
აღნიშვნა. მათ დაამზადეს ვალენტინობისადმი
მიძღვნილი ბარათები და შეისწავლეს მისალმებებიGREETINGS AND WISHES. დაიგეგმა ჩატარდეს აქცია , რომელზეც მოხდება ბარათების დარიგება სასკოლო საზოგადოებისათვის. ბარათების დიზაინი დამზადდა
ინტერნეტ რესურსის გამოყენებით.
12.02.2015ვალენტინობის
დღესთან დაკავშირებით კლუბის წევრებმა გამართეს აქცია და სკოლის საზოგადოებას მოულოცეს
დამდეგი სიყვარულის დღე ბარათების დარიგებით.
პატარებმა არ დაივიწყეს სკოლის დირექციაც და
მასწავლებელიც. დიდ დასვენებაზე მოხერხდა ყველა არსებული ბარათის სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის გადაცემა. აგრეთვე სკოლის
სტენდი დაამშვენეს გულის ფორმის პოსტერით,
რომელზეც კლუბის წევრებმა ასახეს თავიანთი დამზადებული ვალენტინკები. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა
ისწავლეს ამ დღესასწაულზე მიძღვნილი
ლექსები და სურვილები.მათ გულმოდგინედ დაისწავლეს ისინი და მიუძღვნეს თავიანთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს.
27.02.2015 კლუბმადაიწყო მზადება შემდეგიმნიშვნელოვანი თარიღისათვის. მოსწავლეებს
ვთხოვეთ დაემზადებინად დედის დღესთან დაკავშირებით მისალოცი ბარათები. ამჟამად მათ მიეცათ სრული თავისუფლება დიზაინის თუ გაფორმების შერჩევაში. აგრეთვე დავგეგმეთ გაგვეკეთებინა პაუერ პოინტში სლაიდი, რომელზეც აისახებოდა
კლუბის წევრების დედიკოების სურათები . ბავშვებს
ასევე გადაეცათ ლექსები , რომლებითაც ისინი მოულოცავდნენ დედებს მათ დღესასწაულს.
6.03.2015ინგლისურმა კლუბმა
მოულოცა თავიანთ დედებს დედათა და ქალთა დღე. მათ ინგლისურ
ენაზე მოყვეს ქალთა დღის ისტორია და წარადგინეს
ლექსები, რომლებითაც გამოხატეს თავიანთი
სითბო და სიყვარული დედების და ბებიების მიმართ. კლუბის წევრებმა აგრეთვე შეასრულეს ხალხური ცეკვები .ბავშვებმა შეასრულეს აჭარული, აფხაზური და რაჭული ცეკვები. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო
მუსიკალური ბარათი POWER POINT ის მეშვეობით. ვიდეო ასახავდა მოსწავლეებს თავიანთი დედებთან ერთად. აქტივობას
დაესწრნენ კლუბის წევრების მშობლები.მათ დიდი ინტერესით
უსმენდნენ საკუთარი შვილების ინგლისურენოვან
მოლოცვებს და მადლიერებით მოიხსენიეს კლუბის საქმიანობაში მათი შვილების აქტიური ჩართულობა. PEAR TREE FARM
MEMBERSHIP CARDS
MAKING LETTERS
PLAY ''ALPHABET"
ინგლისური კლუბის ტორტი
ST. VALENTINE'S DAY
ვალენტინობის დღე
შექსპირის კვირეულში მონაწილეობა
მე 14 საჯარო სკოლის მე-8-გ კლასის მოსწავლეები ლედი ჩანქსელიანი
და ნინი ხარაიშვილი ( მასწ. Nino Kandelaki, დამრ. Ketino Ambroladze) ჩართულნი არიან აკ.წერეთლის სახ.უნივერსიტეტის
უცხოური ენების დეპატრამენტის მიერ ინიცირებულ მოსაწვლეთა და სტუდენტთა კვირეულში, რომელიც ეძღვნება დიდი ინგლისელი დრამატურგის უილიამ შექსპირის ცხოვრებას და შემოქმედებას.
ლედი ჩანქსელიანი მონაწილეობას იღებს მოსწავლეთა კონფერენციაში. მისი საკონფერენციო
თემაა” Early years of of William Shakespeare “ (უილიამ შექსპირის ცხოვრების და შემოქმედების
ადრინდელი ხანა). მას დახმარება უწევს კვირეულის ორგანიზატორები და მისი პედაგოგი ნ. კანდელაკი, ხოლო ნინი ხარაიშვილი ამ ღონისძიებაში არის ჩართული საკუთარი ნახატების წარდგენით. მან შეასრულა უილიამ შექსპირის პორტრეტი და აგრეთვე ამ დიდი დრამატურგის
ცენტრალური ტრაგედიის გმირების რომეოსა და ჯულიეტას პორტრეტები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამ ღონისძიებაში
მონაწილეებს შორის ყველაზე უმცროსები არიან. მიუხედავად ამისა, ისინი ღირსეულად წარმოადგენენ სკოლასა და საკუთარ თავს. ამ კვირეულის ფარგლებში მონაწილეები მიიწვიეს მესხიშვილის სახელობის დარამატულ თეატრში, ხელოვანმცოდნე დოდო ხურცილავას ლექციაზე თემაზე ”შექსპირი სცენაზე”. ასევე მოსწავლეები
დაესწრებიან სპექტაკლ ”მაკბეტს” , რომლებსაც წარადგენენ ნორჩ მაყურებელთა
თეატრის მსახიობები.
საგამნათლებლო პროექტი EARTH DAY IS EVERY DAY
https://docs.google.com/document/d/1Ar80vbkDB0qf60VI19cyKmS5rUQjfbCY9ao2YqzXZcw/edit?usp=sharing2017/2018 სასწავლო წელი
პროექტის
ატუალობა : მოზარდების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის ზოგადსაკაცობრიობო
საკითხების შესწავლას და მათ სიღრმისეულ ანალიზს. სკოლის და მასწავლებლის ფუნქცია დღესდღეობით
არ შემოიფარგლება მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო დისციპლინაში გარკვეული ცოდნის გადაცემით. სასწავლო პროცესის მიზნები და ამოცანები თანხვედრაშია
თანამედროვე თემატიკის გამოწვევებთან და სკოლას ეკისრება
მატად საპასუხისმგებლო მისია ამ გამოწვევების აქტუალობიდან გამომდინარე გახდეს
მათი ეფექტურად გადაჭრის თანამონაწილე. რასიზმის თემის აქტუალობა არ შემცირებულა უკანასკნელ
დეკადებში და მიუხედავად გარკვეული წინსვლისა ამ მიმართულებით ეს უკანასკნელი მაინც დიდ გამოწვევად რჩება. პროექტის
დაგეგმვისას მივიჩნიეთ არსებული პრობლემის შესწავლა და მისი ანალიზი 14-16 წლის მოზარდებთან, როგორც სამიზნე
ჯგუფთან, მეტად საჭიროდ და დროულად. გარდა ამისა, ვთვლით , რომ ინგლისურ ენაზე რასიზმის
პრობლემის გარკვევას და მისი სიღრმისელი შესწავლით
უფრო მეტ ინტერესს გამოვიწვევდით მოსწავლეებში საგნისადმი და გარკვეულწილად მოვახდენდით
ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას. საკითხით
მით უფრო დავინტერესდი, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გრიფმინიჭებულ სახელმძვანელოში
Top Score, 1. მე-8 გაკვეთილის თემაა ....
ჩემთვის ,როგორც ინგლისური ენის მასწავლებლისათვის, მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის,
რომ ჩემს მოსწავლეებს შეძლებოდათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გადმოცემა ინგლისურ ენაზე, მათ კი არ ჰქონოდათ საკმარისი
ლექსიკური მარაგი და შესასწავლი მასალა ამისათვის,
სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ღრმად
შეგვესწავლა ეს საკითხი და განგვეხორციელებინა
სასწავლო პროექტი სახელწოდებით: ‘’ RED CARD TO RACISM ‘’ (წითელი ბარათი რასიზმს)
პროექტის მიზანი: მოსწავლეებისათვის რასიზმის პრობლემის აქტუალობის გაცნობა , მისი გაანალიზება და ტოლერანტობის არსის გაცნობიერება.
საგნობრივი სტანდარტი:
·
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს
სხვადასხვა ტიპის პროექტიმასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით
განხორცილების კრიტერიუმებს;
·
გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ
ეტაპებს;
·
მასწავლებელთან ერთად ადგენს
შესრულების ვადებს;
·
ახდენს ცოდნისა და უნარების
მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების
გადასაჭრელად;
უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის
საგანმანათლებლო მიზნით
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
უცხოურ ენაზე
განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს
·
უცხ.ს.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს, ან წერს რეზიუმეს დაინტერესებული
პირებისთვის (მაგ., თანაგუნდელებისთვის);
·
შეისწავლის უცხოენოვან წყაროებს
და სწავლების ენაზე წერს ანოტაციას თითოეულ მათგანზე (მიუთითებს ავტორს, სათაურს, გამოცემის წელს, თემას/მთავარ საკითხებს);
·
თარგმნის მცირე ზომის არამხატვრულ
(ინფორმაციულ, შემეცნებით და სხვა) ტექსტებს.
მოსალოდნელი შედეგები:
1.
საბაზისო
და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში მოვახდინოთ
რასიზმის თემის აქტუალობის ინფორმირება
-გათვითცნობიერება , როგორც მოკლევადიანი შედეგი
2.
საბაზისო
და საშუალო მოსწავლეებში მოვახდინოთ ინგლისური
ენისადმი სიღრმისეული ინტერესის გაჩენა , როგორც გრძელვადიანი შედეგი
3.
მოსწავლეებში თანამშრომლობის და ჯგუფურად მუშაობის უნარის გაუმჯობესების და გაღრმავების ხელშეწყობა , როგორც გრძელვადიანი და მდგრადი შედეგი.
ამოცანები,
ანუ განხორციელებული აქტივობები
1.
ამოცანა: მოხდეს მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და გამოვლენდნენ პროექტში
ჩართვის მსურველები სამოტივაციო წერილებზე დაყრდნობით
2.
ამოცანა: ვკითხულობთ
მსოფლიო ლიტერატურის ნაწარმოებებს ანტირასისტულ თემატიკაზე : ჰარპერ ლი „ნუ
მოკლავ ჯაფარასა“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ ბიძია
თომას ქოხი“
3.
ამოცანა: დისკუსია
ჰარპერ ლის რომანის „ნუ მოკლავ ჯაფარას „
4.
ამოცანა : ფილმის “ ნუ მოკლავ ჯაფარას „ ყურება მშობლიურ
და სამიზნე, ინგლისურ ენაზე და მისი შემდგომი განხილვა.
5.
ამოცანა : მარტინ ლუთერ
კინგის შესახებ ინფორმაციის გაცნობა
6.
ამოცანა მარტინ ლუთერ კინგის სიტყვის „ მე მაქვს ოცნება“ გაცნობა
და მისი როლური გათამეშება.
7.
ამოცანა
: კედლის პოსტერის დამზადება სახელწოდებით „ წითელი ბარათი
რასიზმს“
8.
ამოცანა : ცნობილი ბრიტანელი პოპმომღერლის ჯონ ლენონის ჰუმანიზმის და ტოლერანტობის თემატიკის სიმღერის Imagine ( წარმოიდგინე) შესწავლა მოსმენის აქტივობით.
მოსწავლეების
წინარე ცოდნა: ეროვნული სასწავლო გეგმით გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოში Top Score III, Pupil’s Book,
pg. მოსწავლეებმა შეისწავლეს ილუსტრირებული ტექსტი
იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოდა სპორტის სფეროში
არსებულ რასიზმს ცნობილი ეარდკანიანი ფეხბურთელი რონალდინიო და თუ როგორ მიაღწია ამ მიმართულებით
გარკვეულ წარმატებას. გარდა ამისა, ამ ასაკის
მოსწავლეები იცნობენ და წაკითხული აქვთ მოთხრობები და რომანები მოცემულ თემატიკაზე.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება: პროექტს
სათავეში ჩავუდექით ორი ინგლისური ენის მასწავლებელი რადგან ჩავთვალეთ, რომ გაზიარებული
პასუხისმგებლობა პროექტის მიმდინარეობაზე უფრო ეფექტური იქნებოდა. ყოველ კვირას ვამოწმებდით, თუ რა პროგრესი იყო პროექტის განსახორციელებელ აქტივობებში. ლიტერატურის
წაკითხვა მოწმდებოდა საკონტაქტო შეხვედრებზე განხორციელებული ტექსტის განხილვებით.
საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობაისას ვახდენდით დაკვირვებას, თუ როგორ მზადდებოდა მარტინ ლუთერ კინგის სიტყვის აღდგენა
გარკვეული ფონეტიკური კორექციის და მითითებების
მიცემით. აგრეთვე საჩვენებელი ფილმის დემონსტრაციისას ვაკვირდებოდით, თუ რომელ ეპიზოდებს ადარებდნენ მოსწავლეები ლიტერატურულ ორიგინალთან.
მიუხედავად არსებული მასალის სიმრავლისა ,
ვამოწმებით, თუ რამდენად ობიექტურ და ვალიდურ წყაროებს ირჩევდნენ პროექტში ჩართული
მოსწავლეები დავალებების შესასრულებლად. მოსწავლეები
მონდომებით ასრულებდნენ დავალებებს, რაზეც მოწმობს ქვემოდ მოცემული ფოტომასალის
ბმული.
პროექტის
მასალები ასევე ატვირთულია ბლოგებზე.
პროექტის შესრულების განრიგი
ეტაპი
|
საქმიანობა
|
განხორციელების ვადები
|
პასუხისმგებელი
პირი
|
|||||
1
|
მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება და პროექტში
ჩართვის მსურველების სამოტივაციო წერილებზე დაყრდნობით გამოვლინება
|
1-15 მარტი
|
15-30 მარტი
|
1-8 აპრილი
|
15-30 აპრილი
|
1-30 მაისი
|
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
|
|
2
|
ანტირასისტული თემატიკის ნაწარმოების წაკითხვა ჰარპერ ლი „ნუ მოკლავ ჯაფარასა“,ჰარიეტ ბიჩერ სტოუს
„ ბიძია თომას ქოხი“.
|
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
|
||||||
3
|
დისკუსია ჰარპერ ლის რომანის „ნუ მოკლავ ჯაფარას
„
|
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
|
||||||
4
|
ფილმის ჩვენება და მისი შემდგომი განხილვა
|
ლ.იმნაიშვილი,ნ.კანდელაკი
|
||||||
5
|
მარტინ ლუთერ კინგის შესახებ ინფორმაციის გაცნობა
|
ლ.იმნაიშვილი
|
||||||
6
|
მარტინ ლუთერ კინგის შესახებ ინფორმაციის გაცნობა
|
ნ.კანდელაკი
|
||||||
7
|
კედლის პოსტერის დამზადება სახელწოდებით „ წითელი ბარათი
რასიზმს“
|
|||||||
8
|
ჯონ ლენონის სიმღერის შესწავლა მოსმენის აქტივობით
|
|||||||
რეფლექსია პროექტის განხორციელების
შესახებ
პროექტის
დაწყებისთანავე გამოიკვეთა საინტერესო
მომენტი, კერძოდ კი ის , რომ მოსწავლეებს დიდი ინტერესი ჰქონდათ წარმოჩენილი პრობლემისადმი.
მათ გარკვეული ლიტერატურა წაეკითხათ რასიზმის თემატიკაზე. ასევე მხატვრული ფილმებიდან
და ინტერნეტსივრცედან უამრავი მაგალითი შეეძლოთ მოეყვანათ, თუ როგორ ხდება დღესაც
ფერადკანიანთა შევიწროვება და დისკრიმინაცია რასის მიხედვით. ბევრ მოზარდში
ეს გარემოება პროტესტს იწვევს და მათ დიდი
მზაობა გამოაცხადეს რაიმე სახით დაედასტურებინათ საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება რასიზმის გამოვლენის ფაქტებთან დაკავშირებით. პროექტის დაგეგმვისას მიზნად ვისახავდით მოსწავლეებისათვის
რასიზმის პრობლემის აქტუალობის გაცნობას ,
მის გაანალიზებას და ტოლერანტობის არსის გაცნობიერებას. ვთვლით, რომ განხორციელებული
აქტივობების წყალობით შევძელით დასახული მიზნის მიღწევა. ყველა დაგეგმილი აქტივობა
დროულად წარიმართა. პირველ შეხვედრისას დაიგეგმა
საკონტაქტო შეხვედრების გრაფიკი. მოსწავლეებს გავაცანი ტერმინი რასიზმი. ვაჩვენე ფილმ
„ ნუ მოკლავ ჯაფარას“ დან ეპიზოდი, რომელიც
ასახავს სასამართლო პროცესს, რომელზეც ატიკუს ფინჩი, ადვოკატი, იცავს შავკანიანის უფლებებს
და ამტკიცებს მის უდანაშაულობას. გამოწვევის
ფაზაში ვაჩვენე ეს ვიდეო , რათა მოსწავლეებში გამეღვივებინა ინტერესი პროექტის აქტულობის მიმართ. გავნმარტეთ ტერმინის
მნიშვნელობა და დავავალეთ წიგნის ჯერ ქართულად წაკითხვა. დაიგეგმა შემდგომში წიგნის
ადაპტირებული ვარიანტის წაკითხვაც.
მის წასაკითხად მოსწავლეებს მიეცათ 2 კვირიანი პერიოდი. დაიგეგმა
დისკუსიის ჩატარება , წიგნის განხილვა რასისტული დისკრიმინაციის კუთხით. ასევე დაიგეგმა
როლური თამაში, რომელზეც მოსწავლეები მოაწყობდნენ ე.წ. სასამართლო პროცესს. შეირჩა
ადვოკატი, ბრალმდებელი, ნაფიცმსაჯულთა სასმართლოს წევრები.
დაფაზე დაიწერა სიტყვა
SEGREGATION
და მოსწავლეებს გაეხსენებინათ
მსოფლიოს ისტორიის კურსიდან ეპიზოდი,
რომელიც ასახავდა ფერადკანიანი ხალხის პროტესტს მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მოსწავლეებმა
გაიხსენეს როზა პარქსის ისტორია. ვთვლი, რომ დაწყებისთანავე პროექტი
საინტერესოდ წარიმართა. ასევე პროექტის ძლიერ
მომენტად მივიჩნევ მართინ ლუთერ კინგსის სიტყვის როლურად წარმოთქმა. მე-11 კლასელმა
მოსწავლეებმა ნიკა შვანგირაძემ, ანა ყიფიანმა,
ქეთი ავალიანმა, მარიამ ფოფხაძემ დიდი ემოციით
და ენთუზიაზმით შეძლეს გადმოეცათ ცნობილი ანტირასისტული სიტყვის მთავარი გზავნილი.
მთავარი სარგებელი, რომელიც პროექტის მონაწილეებმა მიიღეს არის 21 საუკუნეში არსებული აქტუალური პრობლემის შესახებ ინფორმირება და მისი
გადაჭრის გზების ძიება. როგორც ზემოდ ვახსენე, ყველა დაგეგმილი აქტივობა გახორციელდა
, თუმცა მსვლელობისას მოგვივიდა იდეა ჩაგვეტარებინა მოსმენის აქტივობა ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერის მიხედვით. მოსწავლეებმა
მოისმინეს სიმღერა და შეავსეს გამოტოვებული კომპონენტები, ხოლო ბოლოს ყველა მონაწილემ
შეასრულა ეს უკვდავი სიმღერა და ყველას დაევალა
სიმღერის ტექსტის შესწავლა.ეს აღმოჩნდა
ერთი დამატებითი აქტივობა, რომლის შეანა პროექტის მსვლელობისას გადავწყვიტეთ.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა დისკუსია წაკითხული
ნაწარმოების მიხედვით. მოსწავლეებს დაევალათ ორკვირიანი პერიოდის მონაკვეთში წაეკითხათ ცნობილი ამერიკელი მწერლის ჰარპერ ლის რომანი“ნუ მოკლავ
ჯაფარას“ ინგლისურ ენაზე ადაპტირებულ ვერსიაში.
დისკუსია წარიმართა ჯგუფური სამუშაოს სახით. მოსწავლეებმა თავიანთ ჯგუფებში განიხილეს ნაწარმოებში
წამოჭრილი პრობლემები. ამ აქტივობის ჩატარების მთავარი მიზანი იყო შეგვემოწმებინა
, თუ როგორ იცნობენ მოსწავლეები რომანის ტექსტს
და როგორ გაიგეს მისი მთავარი იდეა- საიდან გამომდინარეობს სათაური და რაზე მიგვინეიშნებს ავტორი მისი სახელწოდებით. 5 ჯგუფში მოვახდინეთ ტექსტის
მიხედვით კითხვებზე პასუხის გაცემა. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრება
რომანის პერსონაჟების შესახებ. შემდეგ თითოეულმა ისაუბრა მათთვის ყველაზე ახლო პერსონაჟის
შესახებ. დაიგეგმა შემდგომი სამუშაო შეხვედრის თემა და მიზანი. მოსწავლეებს დაევალათ
გაცნობოდნენ ანტირასიზმის მთავარი მგოსნის,
მარტინ ლუთერ კინგსის, შესახებ ინფორმაციის მოძიება . პროექტის ბოლო, მოსმენის ,აქტივობა , რომელიც მიზნად ისახავდა
ჯონ ლენონის სიმღერის გაცნობას და სწავლებას, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ეს იყო
შემაჯამებელი აქტივობა და მივიჩნიეთ , რომ უპრიანი იქნებოდა მასში სახალისო ნოტის შეტანა.
მოსწავლეებმა და ჩვენ, მასწავლებლებმა, შევასრულეთ სიმღერა და ამ ოპტიმისტურ განწყობით
დავასრულეთ პროექტი. მოსწავლეებმა თავიანთი გულახდილი უკუკავშირი წარადგინეს , რომელშიც აღწერეს,
თუ რა შეიძინეს და რა გაიგეს ახალი.
ძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი
ReplyDeleteმიხარია, რომ დაგაინტერესეთ.წარმატებები.
Deleteძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი
ReplyDelete