WELCOME TO NINO'S BLOG

me

me

Total Pageviews

ტრენინგები, სემინარები,კონფერენციები





I.                    მილენიუმის  უნარების ტრენინგში, რომლის 12  საკონტაქტო საათიანი ტრენინგი გავიარე.
2016 წლის 22-23 ოქტომბერს მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების   პროექტის    ფარგლებში  გავიარე  პირველი   მოდული  „მოსწავლეზე   ორიენტირებული   სასწავლო  გარემოს   მახასიათებლები“,  ტრენერი  ირინე   აბდალაძე.   ტრენინგი მოიცავდა  ორ (6 საათიან)   სამუშაო  დღეს.
  პირველი   დღე  დაიწყო    წინასატრენინგო    დავალების  შეჯამებით, მეორე   აქტივობის   მიხედვით  შევავსეთ    ცხრილები    რომლებშიც  გავითვალისწინეთ  ერთი  კონკრეტული   მოსწავლის  მახასიათებლები  და  ვიმსჯელეთ   როგორც   მოსწავლის   ასევე  სასწავლო  გარემოს   მახასიათებლებზე. ამის   შემდეგ   გავეცანით   საკითხავ  მასალას   კვლევის   მეთოდების  შესახებ  : დაკვირვება, ინტერვიუ, კითხვარი,ფოკუს-ჯგუფი, გამოკითხვა, ტესტირება, ექსპერიმენტი და   ვიმსჯელეთ   თითოეულ   მათგანზე.   ასევე   ვისაუბრეთ    დიფერენცირებულ   მიდგომაზე,  მოსწავლეთა   ეფექტიან  და   ნაკლებად   ეფექტიან  მოტივატორებზე.
  პირველი   სამუშაო   დღის  დასასრულს    მოვახდინთ  ტრენინგზე   მიღებული   ცოდნისა  და   გამოცდილების   რეფლექსია.
  მეორე   სამუშაო   დღეს    გავეცანით  სიტუაციას   „სილამაზე   და   მათემატიკა“    და  ვიმსჯელეთ  ამ   სიტუაციის   ირგვლივ.  პრობლემა   მდგომარეობდა  იმაში,  რომ  მასწავლებლებს    ჰქონდათ   არასათანადო  მოლოდინი, არ   გაითვალისწინეს   მოსწავლეთა   წინარე   ცოდნა  და  შესაბამისად   ვერ  გავიდნენ   შედეგზე.  გამომწვევ  მიზეზებად    მივიჩნიეთ   ის,  რომ    მასწავლებლებმა   არ   გაითვალისწინენ   დიფერენცირებული  მიდგომა   გამომდინარე   იქედან     თუ   რა   წინარე   ცოდნა    ჰქონდათ   მოწავლეებს,   ადგილი   ჰქონდა  დემოტივაციას  გენდერული  თვალსაზრისით ,  გადაჭრის  გზაც  შესაბამისად   იქნებოდა   ის   რომ  მათ   უნდა   გაეთვალისწინებინათ  წინარე   ცოდნა,  დიფერენცირებული  მიდგომა   არ  დაესახათ   არასათანადო  მოლოდინები , ასევე  თავი  შეეკავებინათ   დემოტივაციისაგან.   
  ვიმსჯელეთ   მაღალ  სააზროვნო  უნარებზე: შემოქმედებითი  აზროვნება,  კრიტიკული   აზროვნება,  მეტაგოგნიტური  უნარები,  ტრანსფერული  უნარები.  დავიყავით   ჯგუფებად,  მოვიძიეთ    და    ჩავინიშნეთ  იმფორმაციები  იმის  შესახე   თუ  როგორ   შევუწყოთ  ხელი  მოსწავლეებში   ამ უნარების   განვითარებას, მოვიყვანეთ   მაგალითები   საკუთარი    პრაქტიკიდან. ვისაუბრეთ   პრობლემაზე  და   პროექტზე  დაფუძნებული  სწავლების  როლზე,   მოსწავლეზე   ორიენტირებულ   სასწავლო  გარემოში  მოსწავლეთ   მაღალი   სააზროვნო  უნარების   განვითარებისათვის. იმაზე   თუ  როგორ    ვიყენებდით  ან  და   გამოვიყენებთ  ამ   ყველაფერს   საკუთარ    პრაქტიკაში. ტრენინგის  დასასულს   მოგვეცა   ტრენინგის   შემდგომი   საშინაო  დავალება  საგნობრივ სტანდარტზე დაყრდნობით ავღწეროთ :პროექტით  სწავლება, პრობლემაზე  ან   კვლევაზე  დაფუძნებული  სწავლება.

  წინასატრენინგო დავალება  #2
          სსიპ მე-14 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო კანდელაკი
1.    რა არის საკლასო შეფასება და რატომ არის მნიშვნელოვანი ის სასწავლო პროცესის წარმართვისა და ეფექტურობისთვის?
შეფასება არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად გულისხმობს არჩეული კრიტერიუმების ( როგორიცაა რაოდენობა,ხარისხი,ხანგრძლივობა ა. შ.) გარკვეული კატეგორიისადმი მინიკუთვნებას, სტანდარტებზე ( ამ კრიტერიუმის შესაბამისი სტანდარტული საზომი ერთეულები, საზოგადოებაში მიღებული ნორმები, ღირებულებები და წესები;საკუთარი პოზიციის დასაბუთება;სისტემის და მოდელის მოქმედების შეფასება

2.      რაში მდგომარეობს განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას შორის განსხვავება?შეფასების რა მეთოდები და ინსტრუმენტებია ცნობილი თქვენთვის?

განმასაღვრებელი შეფასების მიზანია მიღწევების შემოწმება სასწავლო მიზნებთან შეფარდებით, ეს არის ქულა , რომელსაც მასწავლებელი წერს გაკვეთილის დროს და რომელსაც არ ახლავს თან განმარტება , თუ რა უნდა გაკეთდეს შედეგის გასაუმჯობესებლად.. განმასაღვრებელი შეფასება ტარდება სემესტრის ბოლოს , თემის  დამთავრების შემდეგ, ა. შ. განმავითარებელი შეფასება არის მასწავლებლის მიერ სიტყვიერი  ასახვა მოსწავლის შედეგის, რათა მოსწავლის მოტივაცია გაიზარდოს და ყურადღება მიექცეს გარკვეულ მომენტებს., მაგ., შენ კარგად იცნობ დროთა სისტემას, მაგრამ საჭიროა მათი გამოყენება სამეტყველო პრაქტიკაში
3.       ძირითადად, რა ტიპის შეფასებას იყენებთ თქვენს პრაქტიკაში - განმავითარებელს თუ განმსაზღვრელს?
ჩემს პრაქტიკაში ორივე შეფასებას ვიყენებ, თუმცა განმასაღვრებელი შეფასება მაძლევს საშუალებას  უკეთესად დავინახო მოსწავლის მიერ მიღწეული ცოდნა.
4.      როგორ შეგვიძლია დავადგინოთ, ფლობს თუ არა მოსწავლე გარკვეული საკითხის ასათვისებლად საჭირო წინარე ცოდნას? 
ამის დადგენას ვახერხებ  შემაფასებელი ტესტების ჩატარებით
5.      როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის ფლობის/არფლობის შესახებ ინფორმაცია მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვის პროცესში?
საჭიროა ისეთი აქტივობების შერჩევა, რომლებიც მისცემს საშიალებას მოსწავლეს მომდევნო დონეზე გადავიდეს.
6.      რა აქტივობები, მეთოდები და ინსტრუმენტები დაგვეხმარება იმისათვის, რომ აღვრიცხოთ  მოსწავლეთა მიღწევები და სირთულეები კონკრეტულ საგანში.
თემის შესწავლის  შემდგომ ჩატარებული  საკონტროლო და შემაჯამებელი  ტესტები ასახავს მოსწავლეთა მიღწევებს და გამოავლენს არსებულ სირთულეებს
7.      როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეთა მიღწევებისა და სირთულეების შესახებ გაანალიზებული მონაცემები მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვის პროცესში?
მოსწავლეთა მიღწევების და სირთულეების გაანალიზება მომცემს საშუალებას  ისეთ აქტივობებს მივმართო, რომლებიც დამეხმარება  სირთულეების აღმოფხვრაში. მაგ, ინგლისურ ენაში აწმყო სრული დროის  შესწავლისას მოსწავლეს მოეთხოვება არაწესიერი ზმნების  ფორმების ფლობას.ხშირია შემთხვევები, მოსწავლეები  სწორად აგენებენ , რომელ  შემთხვევაში  გამოიყენონ აწმყო სრული დრო, მაჰ\გრამ ზმნების ფორმების მართლწერის არასაკმარისი  ცოდნა  არ აძლევთ საშუალებას  ტესტში უმაღლესი შეფასება მიიღონ.ამ  პრობლემის გადასჭრელად მიზანშეწონილია მივცე აქტივობა- გამოტოვებული ასოების ჩასმა ზმნებში.
8.      რატომ არის მნიშვნელოვანი დროული და ეფექტური უკუკავშირის მიწოდება მოსწავლისათვის? რას გულისხმობს დროული უკუკავშირი? ეფექტური უკუკავშირი?
უკუკავშირი  ეხმარება მასწავლებელს  დაადგინოს  რა არის მიღწეული და რას უნდა მიექცეს ყურადღება. დროული  და ეფექტური უკუკავშირი არის  უშუალოდ  აქტივობის დროს მიცემული შენიშვნა.
9.    როგორ შეგვიძლია მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი?
მისი დაკვირვებით აქტივობებზე,ან  კვირის განმავლობაში მისი საშინაო თუ საკლასო  დავალებების  შესრულების  ხარისხის  შემოწმებით.
10. ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით რამდენი  დონე ვიცით? რა აქვთ მათ საერთო და განსხვავებული?
ბლუმმა გამოყო სამი დონე:1. კოგნიტური- შემეცნებითი, რაც არის  ინტელექტუალური შესაძლებლობა,ცოდნა და აზროვნება.
2. აფექტური, ემოციური- გრძნობებეი, ემოციები, განწყობები
3. ფსიქო-მოტორული- უნარ-ჩვევები. ეს დონეები  არის ურთიერთკავშირში. შემდგომ დონეზე  გადასვლა შეძლებელია  მხოლოდ წინა საფეხურის უნარების დაუფლების შემდეგ.  ეს  იერარქია დაწვრილებით ასე გამოიყურება:
ცოდნა, გაგება, გამოყენება,ანალიზი, სინთეზი, შეფასება.

11. რომელი ზმნები მოიაზრება ბლუმის ტაქსონომიის თითოეული დონისათვის (ზოგჯერ შეიძლება გადაფარვასაც ჰქონდეს ადგილი)?
ცოდნა-მოყევი,დაასახელე, ჩამოთვალე,ჩამოწერე, აღწერე, მოძებნე.
გაგება- ახსენი საკუთარი სიტყვებით,ახსენი, განმარტე, გადათარგმნე., მოიყვანე მაგალითი,შეჯამება,დასკვნა, განავრცე, მიმოხილვა, გამოიცანი., დააჯგუფე, დაახარისხე.
მოტორულ  დონესთვის დამახასიათებელი ზმნები:  გაიმეორე, თვალი ადევნე,ააგე, შეასრულე,აჩვენე, შეადარე, შეიმუშავე, შეაჯერე, გადაწყვიტე, გაართიანე, შეცვალე.
გამოყენება- გამოყენება, მართვა, ამოქმედება,შედგენა,დემონსტრირება, ილუსტრირება, შემოწმება.
ანალიზი- გაანალიზე, ახსენი მიზეზი, ფარული აზრი გამოიცანი, თვალსაზრისის განსაზღვრა.
სინთეზი-შექმენი, მოიგონე, შეთხზვე, შექმენი,გაჭვრიტე,მოახდინე პროგნოზირება.
12.როგორ შეგვიძლია ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება სასწავლო მიზნების განსაზღვრაში?
გაკვეთილებს ვგეგმავ მზარდი სირთულის მიხედვით.გაკვეთილი მხოლოდ ცოდნის მიღებით არ უნდა იზღუდებოდეს, არამეტ მიღებული ცოდნის გამოყენება და მისი  სასწავლო პროცესში ერთიანი სისტემის ჩამოყა;იობაბში უნდა უწყობდეს ხელს.
ბლუმის ტაქსონომიის პრინციპებს ვითვალისწინებ  საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას, რათა ქვედა სააზროვნო უნარებიდან გადავიდე მოსწავლის მაღალ სააზროვნო უნარებზე. მაგ.,თემის შესწავლის შემდგომ( ცოდნა, გაგება) ვასდენ მიღებული ცოდნის  გამოყენებას ტესტურ თუ სხვა ტიპის დავალებაში, ანალიზის დონეზე  ვახდენ მიღებული ცოდნის ადრე შესწავლილ მასალასთან შედარებას, და საკლასო პროექტზე მუსაობისას სინთეზს- ვქმნით ახალ პროდუქტს.
13. როგორ გავითვალისწინოთ სწავლების პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხები, მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებები და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში?
ალბათ, უპრიანი იქნება  ერთი ტიპის დავალების მიცემა მიუხედავად იმისა,  მოსწავლე ვაჟია თუ გოგონა. თავიდან უნდა ავირიდოდ სტერეოტიპული მიდგომა- ეს დავალება გოგონასთვის ძნელი დასძლევი იქნება, რადგანაც მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებას. ასევე, უნდა ვეცადოდ ყველა ტიპის მოსწავლე იყო ჩართული სასწავლო პროცესში, მიუხედავად რელიგიური თუ ეთნიკური თავისებურებისა.
14.  რა სირთულეები შეგქმნიათ კლასში მათი გათვალისწინებისას და როგორ შეცვალეთ თქვენი პრაქტიკა შემდგომში?




ნაწილი 3:
ინსტრუქცია: მოახდინეთ თვითშეფასება და ცხრილში მოცმეული საკითხების მიხედვით მონიშნეთ თქვენი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები,,X” სიმბოლოს გამოყენებით.
#
საკითხი/თემა
ძლიერი მხარე
გასაუმჯობესებელი
მხარე
1
განმავითარებელი შეფასების, როგორც სასწავლო პროცესის წარმართვისა და ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტის გამოყენება
         
         X

2
განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებისათვის შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება

  
          X

3
მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა

          
              X
4
მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებამომდევნო გაკვეთილების დაგეგმვის პროცესში
         X

5
მოსწავლეთა მიღწევებისა და სირთულეების შესახებ  მონაცემების ანალიზი
           X

6
მოსწავლეთა მიღწევებისა და სირთულეების შესახებ  ინფორმაციის გათვალისწინება მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვის პროცესში
          
             X
7
ეფექტური და დროული უკუკავშირის მიწოდება მოსწავლეებისთვის
          X

8
მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი

          
              X
9
ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება სასწავლო მიზნების დასახვაში
 X

10
სწავლების პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხების გათვალისწინება
           X

11
სწავლების პროცესში სპეციალური საჭიროებების გათვალისწინება
         X

12
სწავლების პროცესში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინება
         X


 სსიპ  მე-14 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის
ნინო კანდელაკის
 სატრენინგო დავალება #1             
 
                                                 გაკვეთილის გეგმა


მასწავლებელი:                                                                         ნინო კანდელაკი
საგანი:    ინგლისური ენა
კლასი:  მე-9 კლასი
თემა:     ეკოლოგიის პრობლემები;
              პირობითი წინადადებები
დრო:   45  წუთი
მოსწავლეთა პროფილი:   კლასში 29 მოსწავლეა, არ არის სსსმ .
 გაკვეთილის მიზანი: ეკოლოგიური პრობლემების ინფორმაციის გაცნობით განვამტკიცებინო მოსწავლეებს პირობითი წინადადებების ფორმები
·           ეროვნული  სასწავლო გეგმის სტანდარტი:
·           უცხ.ს.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა სახის აუდიო/ვიდეოჩანაწერი (საინფორმაციო გადაცემა, ტურისტული რეპორტაჟი, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე
·           .მოსწავლე ამოიცნობს ძირითად თემას/საკითხებს;
 ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას
·           უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).
·           მოსწავლე ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებულ კავშირს (მიზეზ-შედეგობრივი, შეპირისპირებითი, პირობითი, ინდუქციური და სხვა) და გამოაქვს სათანადო დასკვნა;

·           უცხ.ს.V.13. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.  
·           მოსწავლე პირობის, ალბათობის, ვარაუდის გამომხატველ წინდადებებში იყენებს სათანადო სინტაქსურ კონსტრუქციებს.
საჭირო წინარე ცოდნა  და უნარ-ჩვევები: მოსწავლეები იცნობენ  და იყენებენ  პირობითი წინადადებების ფორმებს. ისინი ასევე  ფლობენ გარემოს თემატიკის ლექსიკას.
შეფასება და თვითშეფასება:  განმავითარებელი/განმსაზღვრელი შეფასება  წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
სასწავლო   მასალა და რესურსი:  დაფა, ცარცი, ფლიპჩარტი,სახელმძღვანელო Top Score , III., რვეული , ვიდეორგოლი , მისამართი . https://www.youtube.com/watch?v=Vztjbm6HA58
                                                          გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა #1 გონებრივი იერიში, ინდივიდუალური მუშაობა- 5 წ.
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები   გაეცნობიან გაკვეთილის თემას , მიზანს და  შეფასების კრიტერიუმს.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ამბობს, რომ გაკვეთილის მიზანია   ეკოლოგიის პრობლემების გაცნობა და პირობითი წინადადების ცოდნის გაღრმავება . მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს  შეადგინონ გონებრივი რუკა (MIND MAP ) სიტყვაზე   გლობალური დათბობა .
აქტივობა #2 . კითხვა .წყვილური მუშაობა - 10 წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები  გაეცნობიან ფაქტობრივ  ინფორმაციას გლობალურ დათბობაზე.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ ტექსტი და წყვილებში მოახდინონ   ტექსტიდან პირობითი წინადადებების ამოცნობა და შესაბამისი ტიპის დასახელება. მოსწავლეები ჩუმად კითხულობენ ტექსტს და პოულობენ პირობით წინადადებებს.წყვილები წარადგენენ საკუთარ წინადადებებს.
აქტივობა #3 .ვიდეო რგოლის ყურება თემაზე ”ეკოლოგიური კატასტროფები და გლობალური საფრთხეები” . https://www.youtube.com/watch?v=Vztjbm6HA58      -3 წ.   
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები განამტკიცებენ ცოდნას გლობალურ პრობლემებზე და მოემზადებიან  ჯგუფური  მუშაობისთვის .
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები  უყურებენ ვიდეორგოლს , რომელშიც ასახულია გლობალური პრობლემების გამომწვევი მიზეზები და დასახულია გადაჭრის გზები.
აქტივობა #4.  ჯგუფური მუშაობა.   -10 წ.
აქტივობის მიზანი:   გლობალური პრობლემის განსაზღვრა-განხილვა  პირობითი წინადადადებების  გამოყებენებით.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი   სთხოვს მოსწავლეებს  გაერთიანდნენ  5 ძირითადი  ეკოლოგიური თემატიკის  პრობლემების მიხედვით  -  გლობალური დათბობა, ჰაერის დაბინძურება,ნიადაგის  დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, სასმელი წყლის  პრობლემა.მოსწავლეები ფერის შერჩევით  მიეკუთვნებიან გარკვეულ ჯგუფს. მაგ, წითელი სტიკერებიანი  -გლობალური დათბობა, ლურჯი სტიკერები- წყლის პრობლემა, ა.შ. ჯგუფებს ეძლევათ  დავალება მოიგონონ პირობითი წინადადებების გამოყენებით   მათი პრობლემის გადაჭრის გზები. მაგ, თუ ჩვენ შემაცირებთ  ნახშიროჟანგის გამოფრქვევას , გლობალური დათბობა იკლებს.
აქტივობა #5 .ჯგუფების  პრეზენტაციები.- 15 წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები წარადგენენ საკუთარი ჯგუფების ნააზრევის პრეზენტაციებს
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეები თავიანთ ჯგუფებში -სულ 5- ირჩევვენ პრეზენტატორებს ..მასწავლებელი ახსენებთ  ჯგუფებს, რომ პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დროის ლიმიტია 3 წუთი, რომლის განმავლობაში  მათ უნდა მოასწრონ საკუთარი  ჯგუფების ნააზრევის  გაზიარება.  პრეზენტატორები  წარადგენენ ფლიპჩარტზე შესრულებულ  დავალებებს.
აქტივობა #6 . საშინაო დავალების მიცემა- 2წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები   გააღრმავებენ  შესწავლილ თემას.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი  ავალებს ამოსწავლეებს   მოამზადონ   ბუკლეტები თემაზე ”მე ვარ დედამიწა და მე მიჭირს” და გაკვეთილზე შეძენილი  ცოდნაზე დაყრდნობით  გააკეთონ ახალი ჩანაწერი მათ მიერ შექმნილ ეკოლოგიის  ბლოგზე




                                გაკვეთილის  შეფასების  კრიტერიუმი
                                 ლაპარაკის  შეფასების   რუბრიკა
ქულა
                                             კითხვის   უნარი:რა ტემპით საუბრობს, იყენებს თუ არა რთულ წინადადებებს, რამდენად ლექსიკურად და გრამატიკულად გამართულია საუბარი
9-10
მოსწავლე კარგად საუბრობს, იყენებს რთულ წინადადებებს,მისი საუბარი არის სრულიად გასაგები.
7-8
მოსწავლის  საუბარი გასაგებია, არ უწირს აზრის გადმოცემა,ლექსიკა მრავალფეროვანია,უშვებს ცოტა შეცდომას.
5-6
მოსწავლე საშალო დონეზე საუბრობს, იყენებს მარტივ ფრაზებს,უშვებს გრამატიკულ-ლექსიკურ შეცდომებს, თუმცა აზრის გაგება  შესაძლებელია.
3-4
მოსწავლის საუბრის დონე საშუალოზე დაბალია, იყენებს ძალიან მარტივ კონსტრუქციებს, უშვებს ბევრ შეცდომებს.
1-2
მოსწავლის აზრის გაგება ძნელია, ყოველ სიტყვაში უშვებს შეცდომებს.
0
მოსწავლე ვერ საუბრობს.

                                   ჯგუფური მუშაობის შეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმი
ძალიან კარგი 
          10
კარგი
  9-8
საშუალო 
    7-6
საშუალოზე დაბალი
  5-4
სამუშაოს  მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო  მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ  გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო. ჯგუფის წევრების შორის ფუნქციები სწორად  და თანაბრად იყო განაწილებული.
სამუშაო ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
სამუშაო  ნაწილობრივ ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
სამუშაო  ორგანიზებული  არ იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.
ჯგუფის  თითქმის ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.
მხოლოდ ერთი ან ორი წევრი აქტიურობს,  შეინიშნება ჯგუფებს წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა.
ჯგუფის წევრები არ მუშაობს, არ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო ჯგუფის წევრებს შორის.

                            
                                წერის  შეფასების კრიტერიუმი
ქულა
როგორ პასუხობს ნაწერი მოცემულ დავალებას და როგორ არის დაცული გრამატიკულ-ლექსიკური სიზუსტე
10-9
ნაწერი ძალიან კარგია, აზრი მკაფიოდ და გასაგებად არის გადმოცემული, ერთი წინადადებიდან მეორეზე გადასვლა ლოგიკურია, გრამატიკული შეცდომები არ აღემატება 3-ს, მართლწერასა და პუნქტუაციაში დაშვებული შეცდომები უმნიშვნელოა. ლექსიკა მრავალფეროვანია.
8-7
ნაწერი კარგია, პასუხობს დავალებას, თუმცა ზოგ შემთხვევში ზედმეტი, ან პირიქით, არასაკმარისი ინფორმაციაა მოცემული. დაშვებულია 4-6 გრამატიკული შეცდომა. მართლწერასა და პუნქტუაციაში დაშვებული შეცდომები ხელს არ უშლის აზრის გაგებას, ლექსიკა დავალების შესატყვისია.
6-5
ნაწერი საშუალო დონისაა. ინფორმაცია ზოგადი და არასაკმარისია, დავალებაზე არასრულფასოვანი პასუხია გაცემული. დაშვებულია 7-9 გრამატიკული შეცდომა, ლექსიკა საკმაოდ მარტივია, მართლწერასა და პუნქტუაციაში ბევრი შეცდომაა.
4-3
ნაწერი სუსტია, შესაბამისად შეცდომებიც ნაკლებია, წინადადებები ერთმანეთს ლოგიკურად არ უკავშირდება და ჭირს აზრის გაგება, ლექსიკა მწირია.
2-1
ნაწერი ძალიან სუსტია, ინფორმაცია ზოგადი და მწირია, აზრის გაგება უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია. დაწერილია რამდენიმე წინადადება, არის შეცდომები გრამატიკული, მართლწერასა და პუნქტუაციაში.





სატრენინგო დავალება #2

               ვიდეორგოლის ყურების პირველი წამებიდან  მე დამეუფლა ორგვაროვანი შეგრძნება. ექსპერიმენტისადმი ცოტა არ იყოს  სკეპტიკურად განვეწყვე, რადგანაც მიუღებლად მიმაჩნია ამგვარი სახით რაიმის მტკიცება. მეორეს მხრივ მე მესმის , რომ ნებისმიერ ექსპერიმენტს თან ახლავს  სიმძაფრე.მასწავლებლის მიერ გამოყენებული ლექსიკაც იწვევდა ჩემში ეჭვს. ის იმპერატიული  იყო და ზედმეტად თვითდაჯერებულობით გამოირჩეოდა და  მოსწავლეებზე  ერთგვარ  ზეწოლას  ანხორციელებდა. მე ვუყურე ამ ვიდეოს ორიგინალურ ვარიანტში, ანუ ინგლისურ ენაზე და, დამერწმუნეთ, ამ ვარიანტში ექსპერიმენტის  სიმძაფრე უფრო იგრძნობოდა. მოსწავლეებმა  მასწავლებლის მიერ მიცემული ინსტრუქციები შესაშური სიზუსტით და მონდომებით შეასრულეს, რაც მასწავლებლის  დიდ ავტორიტეტზე და  მისდამი უდიდეს ნდობაზე მეტყველებს. მე აქ დავინახე, თუ  რამდენად მიზანმიმართულად  მიიწევდა  მასწავლებელი  ამ კვლევის ჩატარების მიზნისკენ.  კვლევის ინსტრუმენტად  მას გამოყენებული ჰქონდა  მოსწავლეების  მზაობა საგაკვეთილო და, ზოგადად, სასწავლო პროცესის რუტინისადმი. ექსპერიმენტის   სამივე  ეტაპის  თითოეული აქტივობა-  ადამიანების განსხვავება თვალების ფერის მიხედვით,    განმასხვავებელი  საყელოები, მოსწავლეთა შორის   უთანხმოების  ინციდენტის გაანალიზება, მშობლების მონიტორინგი, შედეგის ერთად მიღწევა- თანმიმდევრულად და კანონზომიერად იყო დაგეგმილი.  მასწავლებელმა  გაზომვადი შედეგი აჩვენა და კვლევის ( ნაჩვენები ექსპერიმენტი იყო კვლევის  აქტივობა)  შედეგს მიაღწია.


სსიპ ქ. ქუთაისის  მე-14 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის
                                 ნინო კანდელაკის    წინასატრენინგო დავალება
                                              ტესტი               
                             
ნაწილი 1. გაიაზრეთ  და  უპასუხეთ  ქვემოთ  მოცემულ  სამ  შეკითხვას

1.    დაასახელეთ ეფექტიანი ფიზიკური გარემოს ორი მახასიათებელი (ან მაგალითი)  კლასსა და სკოლაში, მოკლედ ახსენით მათი მნიშვნელობა მოსწავლისათვის.

     ფიზიკური გარემო არის  გარშემოყოფი ელემენტების ერთობლიობა , რომელიც სასკოლო და საკლასო  რეალობაში არსებობს.  ეს უნდა იყოს ისეთი გარემო, რომელიც უსაფრთხო ემოციურ  განწყობას ხელს შეუწყობს. პირველ და ძალზე მნიშვნელოვან  ფაქტორად  მივიჩნევდი  თვით მისალმების კულტურას,რადგანაც აქვე უწყება მოსწავლის, მასწავლებლის და სკოლის ურთიერთობა.ბავშვი კომფორტულად გრძნობს , თუ მას პირადად მოიკითხავენ, თუ ის რაიმე მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა წინა დღეებში სკოლაში. ასევე მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი მოსწავლის სახელები ვიცოდეთ და მათ სახელებად მივმართოთ( გამონაკლისია, როდესაც ჩემს კლასში 3 ვახტანგია, ან 5 გიორგი). საკლასო ავეჯის განთავსებას დიდი  დატვირთვა აქვს. სასურველია, ის ისე იყო განლაგებუ;ი, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ინტერაქცია მაქსიმალურად  განხორციელდეს.   ეფექტიან ფიზიკურ გარემოში ასევე  გამოვყოფდი  მკაფიო ინსტრუქციების მიცამას და  პოზიტიურ  განწყობას მოსწავლის მიმართ. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ახლად გადმოსულ მოსწავლისთვის ამიხსნია, თუ სად მდებარეობს სასიცოცხლო მნიშვნელობის  ადგილები(საპირფარეშო, ბუფეტი, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო) და გამეცნოს  ,თუ როგორ არის განლაგებული ავეჯი ( წიგნების თარო, სამედიცინო აფთიაქის ყუთი, სად ვინახავთ ცარცს, ა.შ.). ასეთი მარტივი ინსტრუქციები თავიდანვე განაწყობენ მოსწავლეებს  იმისათვის, რომ თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ.
 

2. განმარტეთ, რატომ უწყობს ხელს თანამშრომლობითი სწავლა მოსწავლის სოციალურ (მაგ. კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი)და პიროვნულ (მაგ. სააზროვნო უნარები, პასუხისმგებლობის გრძნობა და სხვ.) განვითარებას.

ცნობილია, რომ ვიგოტსკი თვლიდა, რომ მოსწავლეები უფრო მაღალ  ინტელექტუალურ დონეს აღწევენ  კოლაბორაციულ გარემოში, ვიდრე დამოუკიდებლად. ტანამშრომლობითი სწავლების მთავარი აქტორები სწორედ მოსწავლეები არიან. თანამშრომლობითი სწავლისას მიღებული შედეგები უფრო მეტად  კავშირშია პირად მიღწევეასთან  და ამ მიზეზიდან გამომდინარე  მათ ტემა უკეთესად იციან  და  მათსი თავდაჯერებულობაც  იმატებს. პასუხისმგებლობა იმატებს და ინტელექტუალური უნარები, როგორიცაა  მოსაზრების გადმოცემა, საკითხის კრიტიკულად განხილვა, ღია  კომუნიკაცია, მოსაზრების მოსმენა და ანალიზი.

3. დაასახელეთ ორი ხერხი/გზა, რომლითაც მასწავლებელს შეუძლია შექმნას ორგანიზებული და უსაფრთხო სასწავლო გარემო. მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითები
დროთა განმავლობაში  კლასს უგროვდება ვიზუალური და თვალსაჩინოების მასალები, რომლებიც  აუცილებლად უნდა განთავსდეს საკლასო ოთახში, როგორც  მოსწავლეების  აკადემიური მიღწევების და  განხორცილებული სამუშაოს დასტური. ეს ისეთი საკომუნიკაციო საშუალებ არის, რომელიც  სტიმულს აძლევს მოსწავლეს შემდგომი განვითარებისთვის და უბიძგებს მას  წარმატებული  მუშაობისკენ. მოსწავლეთა სიგელები, კლასის მიერ მოპოვებული დიპლომები  , რომლებიც საკლასო ოთახშია გამოსაჩენ ადგილად გამოკრული ამაღლებს მოსწავლეების თვითშეფასებას. ასევე  მიმაჩნია, რომ საჭირო სასწავლო რესურსი, რომელიც ეხმარება მასწავლებელს მასალის გადმოცემაში , უვითარებს მოსწავლეებს ესთეტიკურ გემოვნებას და ასტიმულირებს მათ აზროვნებას და შემოქმედობითობას. ეს შეიძლება იყოს პოსტერები, პლაკატები, დიაგრამები, სქემები, რომლებიც უწყობს ხელს  ინფორმაციის მიღებას  და გაგებას, ანალიზს და კვლევის უნარ-ჩვევების განვითარებას. სასურველია ასევე საკლასო ოთახებში იყოს  ჯგუფური მუშაობისათვის და დასვენებისთვის  განკუთვნილი გარემო.
.

დაასაბუთეთ, რატომ შეუწყობს ხელს თითოეული დასახელებული სტრატეგია ორგანიზებული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.


ნაწილი 2. თქვენს წინაშეა არჩევითპასუხებიანი  ტესტური დავალებები. გაეცანით, დაფიქრდით და მონიშნეთ სწორი პასუხები

1.    იაპონურ საგანმანათლებლო სისტემაში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მასწავლებელთა ჯგუფი ახდენს გაკვეთილის გარჩევა/შესწავლას, რაც გულისხმობს:

I. ერთ-ერთი მასწავლებლის მიერ შედგენილი გაკვეთილის გეგმის განხილვასა და რეკომენდაციების მიცემას მისი გაუმჯობესების მიზნით;

II. გაკვეთილზე დასწრებას, რომლის დროსაც, დამსწრე მასწავლებლები დადიან ოთახში და აკვირდებიან, თუ რას აკეთებენ მოსწავლეები;

III.გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მასწავლებლის მიერ გაკეთებული ჩანაწერებისა და  წერილობითი რეფლექსიის გაანალიზებას;

IV. თავდაპირველი გეგმის მიხედვით ჩატარებული გაკვეთილის შესწორებული სახით ჩატარებას სხვა კლასში, შეტანილი ცვლილებების შეფასების მიზნით.


ა) I, II და III;
ბ) I, II და IV;
გ) II, III და IV;
დ) ყველა.

  მიმაჩნია  ა
2.      ჩამოთვლილთაგან რომელი გზა ემსახურება ყველაზე მეტად მასწავლებლის  მიზანმიმართულ პროფესიულ განვითარებას?

ა) მასწავლებელი ხშირად უნდა ესწრებოდეს აკრედიტებული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ პროფესიულ ტრენინგებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ამ ორგანიზაციებმა უკეთ იციან, რასაჭიროებები აქვთ მასწავლებლებსდა მათი ტრენინგები სწორედ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას ემსახურება. 

ბ) მასწავლებელი უნდა აკეთებდეს საკუთარი პრაქტიკის კრიტიკულ ანალიზსა და შეფასებას, რის საფუძველზეც იგი შემდგომ დაგეგმავს თავის პროფესიულ განვითარებას. ამაში მას შეიძლება ბევრი რამ ეხმარებოდეს - დაწყებული კოლეგებთან თანამშროლმობით, ლიტერატურაზე წვდომითა და ინფორმირებულობით დამთავრებული. 

გ) მასწავლებელი საკუთარ პროფესიონალიზმს უნდა აფასებდეს კოლეგების მიღწევებთან საკუთარი მიღწევების შედარების გზით.ამიტომ მის მიერ შედგენილი განვითარების გეგმა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საგნობრივ კათედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან და უმეტესწილად, კოლეგებთან თანამშრომლობას მოიაზრებდეს.

 აქ ყველაზე მეტად მიმაჩნია სწორად   ბ და გ

3.    მასწავლებლის მიერ პორტფოლიოს წარმოების მიზანია:

ა) ასახოს მასწავლებლის საქმიანობის ხარისხის ცვლილება, რომელიც დადასტურებულია მტკიცებულებაზე დაფუძნებული თვითშეფასებითა და რეფლექსიით;

ბ) მისცეს მასწავლებელს შესაძლებლობა, შეაგროვოს სამსახურეობრივი მოვალეობების დროული და ხარისხიანი შესრულების ამსახველი დოკუმენტაცია;

გ) დაეხმაროს სკოლის ადმინსტრაციას, გააკონტროლოს, რამდენად ხდება მასწავლებლების მხრიდან დირექციის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.

 ყველა სწორია

4.      პორტფოლიოში ჩადებულ თითოეულ დოკუმენტს საჭიროა თან ახლდეს მასწავლებლის კომენტარი.არსებობს კომენტარის სხვადასხვა ტიპი. წერილობითი კომენტარის რომელ ტიპს წარმოადგენს მასწავლებლის მიერ გაკეთებული შემდეგი კომენტარი:

,,ახალი მეთოდით ჩატარებულ აქტივობასთან დაკავშირებით, დამსწრე ფასილიტატორისგან მივიღე უკუკავშირი, რომელიც ჩემთვის აღმოჩნდა...“

ა) მიზნის ამსახველი წერილობითი კომენტარი;
ბ) დოკუმენტის ავთენტურობის შემოწმების და შეფასების შედეგების ამსახველი წერილობითი კომენტარი.
გ) შინაარსის ამსახველი წარწერების, სათაურის სახით გადმოცემული წერილობითი კომენტარი;
დ) განსჯის შედეგად მიღებული წერილობითი კომენტარი;
           მიმაჩნია გ
5.      რატომ უწოდებენ პორტფოლიოს გამოყენებით მასწავლებლის საქმიანობის შეფასებას „სამართლიან“ შეფასებას.

ა) მასწავლებლის პროფესიულ პორტფოლიოზე დაყრდნობით მისი საქმიანობის შეფასება უნიფიცირებული და სტანდარტულია. შესაბამისად, გამორიცხულია შემფასებლების სუბიექტური მიდგომები;

ბ) მასწავლებლის პროფესიულ პორტფოლიოზე დაყრდნობით მისი საქმიანობის შეფასება  მოიაზრებს მასწავლებლის სამუშაო სტაჟს და ავტორიტეტს, რაც დასტურდება მისი კომპეტენციებით.

გ) პორტფოლიოში წარმოდგენილია მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი სისტემური და დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც თავისთავად ადასტურებს მასწავლებლის კომპეტენციებს.


მიმაჩნია გ










I.საერთაშირისო პროექტ ჰარმონიაში( PH)   მონაწილეობის

ანგარიში

მე-14საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებლები- ლელა იმნაიშვილი, თეონა ფხაკაძე და ნინო კანდელაკი  ჩაერთნენ  საერთაშორისო  პროექტELCE (ENGLISH LANGUAGE THROUGH CIVIC EDUCATION), რომელსაც ანხორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია პროექტი  ჰარმონიაPROJECT HARMONY (PH).  პროგრამა ემსახურებაინგლისური ენის სწავლება სქართულ სკოლებში როგორ ცერთ-ერთი ეფექტური გზა ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელშეწყობაში. პროექტი მიზნად  ისახავს დასავლურ  დემოკრატიული ფასეულობების  დამკვიდრებას, აგრეთვე ახალგაზრდა  თაობაში  განათლების   ხარისხის  გაუმჯობესებას.
ამპროექტის  ფარგლებში  ჩვენი  სკოლის  ზემოდ ჩამოთვლილი   მასწავლებლებს ჩაუტარდებათ      60 - საათიანი ინტენსიური ტრენინგ-სემინარული-სწავლება. ყოველი 6 საათიანი ტრენინგის მეორე კვირას მასწავლებლები  ამზადებენ შესაბამისი  თემატიკის  საჩვენებელ  გაკვეთილს, რომელსაც აკვირდება პროექტის ექსპერტთა ჯგუფი ანპროექტის  წარმომადგენელი. ჩვენს  მიერ  იქნა უკვე ჩატარებული  9საჩვენებელი გაკვეთილი. თემატიკა ზოგადკაცობრიული და სამოქალაქო განათლების განვითარები სხელშემწყობია. პირველი ეტაპი იყო სა ერო და საერთაშორისო დღესასწაულები სთემატიკის. მე-4ეტაპია ეროვნული  სიმბოლოები.
ლელაიმნაიშვილი - მე- 3 კლასი
თეონაფხაკაძე- მე-5 კლასი
ნინოკანდელაკი-მე- 6 კლასი.
მე-2ეტაპისთემატიკაიყოდემოკრატიულიინსტიტუტები.ამთემატიკისფარგლებშიგაკვეთილებიჩატარდასაარევნოთემატიკით. მე-6კლასშიიქნაარჩეულიინკებისმეფედემოკრატიულიარჩევნებისშედეგად.
მე-3ეტაპის განსახორციელებელი თემატიკა იყოეროვნული გმირები და მისაბაძი  მაგალითი.
მოსწავლეებმა ალიან საინტერესოდ და მრავალფეროვნულად წარადგინეს საკუთარი ქვეყნის გმირები მეფეების და გამოჩენილი  ადამიანების  სახით. გაკვეთილები ძალიან საინტერესო და  კარგადმორგებული იყო  თემატიკას. ყოველი  გაკვეთილი დეტალურად გაირჩევა ექსპერტთან ერთად დაგათვალისწინებული იქნება ყველა მეთოდური ხასიათის შენიშვნა თუ  შემოთვაზება.
მე-4სამუშაოტრენინგების  თემატიკაა- ეროვნული  სიმბოლოები.
ეს პროექტი   გასტანს სასწავლო  წლის  ბოლომდე ხოლო მისიფინალური აკორდი დაისმებ  აქ. ბათუმში, სადაც ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად მოხდება გამოცდილების გაცვლა-გაზიარება. პროექტში ჩართულობა მოითხოვს თითოეული მასწავლებლისგან დიდ მონდომებას და მაღალ პროფესიონალიზმს. ზუსტად ამ ნიშნით იქნაშერჩეული მონაწილე მასწავლებლები.
მე-5სამუშაოტრენინგების  თემააპროფესიები  და  კარიერის  არჩევანი.
მე-6სამუშაოტრენინგის  თემაა- მულტიკულტურული საზოგადოება ანუ მრავალეროვნული  თემი.
მე-7ტრენინგი  მიეძღვნა  მოხალისეობას, თვისუფალი  ნების  გამოხატვას.
გარდა  კომპეტენტურობისა  მასწავლებელს  მოეთხოვება  გარკვეული  კრეატიულობა, რასაც ჩვენი  მასწავლებლები  შესანიშნავად  დემოსტრირებენ. თუმცა არის გარკვეული პრობლემებიც. სასურველი ატექნიკური მხარდაჭერა  იყოსსკოლის  ადმისტრაციის მხრივ. პროექტორი და ლაპტოპი არ ფუნქკციონირებს  შესაბამისად, ამიტომ მასწავლებლებს  მოგვიწიაა რაერთხელ  გვეთქვა  უარი  მათ  გამოყენებაზე.
ტრენინგ-სემინარების (workshop)  კალენდარული  ცხრილი   შემდეგია:
მე-8ტრენინგი  მიეძღვნა  ქვეყნების  მმართველობის ტიპებს და ევროპისქ ვეყნების გაერთიანებას.


მე-9ტრენინგის თემა იყო  კარგი  მოქალაქეობა .




                 



II.                                                   ტრენინგის ანგარიში.
ტრენინგის სახელწოდებაინფორმაციულ-საკომუნიკაცია ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო  პროცესში.
ტრენერი-ნი მაია უფლისაშვილი
ტრენინგის ხანგრძლივობა -39 საათი
             დასაწყისი     2.05.2015ამ ტრენინგზე დასწრების სურვილი მომივიდარადგანც  ყველაფერსრაც ტექნოლოგიებთან და  სხვადასვა რესურსების გამოყენებაა , მჭიდროდ მიწევს ურთიერთობა უკანასკნელი 7-8 წელიწადიამე აქტიურად ვიყენებ კომპიუტერს ბოლო 10 წელიწადიაპირველად გავეცანი კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ჯერ კიდევ 2000  წელსროდესაც გავიარე ჩემი პირველი 50- საათიანი მოსამზადებელი  კურსი.მას შემდეგ კიდევ გავიარე  ორკვირიანი კურსიალბათასე 2005 წელს (თუ არ ვცდები თარიღში). იყო კიდევ 10 - საათიანი  კურსი  თანამედროვე თექნოლოგიებზე.ვარ ინტერენეტის აქტიური მომხმარებელიმაქვს ელექტრონული ფოსტაროგორც gmail ზეასევე mail.ru. ჩემი კომპიუტერთან ურთიერთობა  ყოველდღიურიავფლობ WORD , EXCEL. POWER POINT  პროგრამებს ვიყენებ უამრავ ინტერნეტ რესურს,  მაქვს საკუთარი რესურსებიც შექმნილი.მაქვს მიმოწერა ჩემს უცხოელ მოხალისე კოლეგებთანდარეგისტრირებული ვარ სოცილურ ქსელებში,  მაქვს პერიოდული გამოწერა სხვადასხვა ინტერნეტ გაზეთებიდან და პორტალებიდან.ბოლო წელიწადიარაც შევქმენი ელექტრონული ბლოგი  და მსურს შევქმნა საკუთარი საქმიანობის ამსახველი ელექტრონული პორტფოლიო.საგაკვეთილო პროცესის თუ სასკოლო ღონისძიების დაგეგმვისას ყოველთვის  მივმართავ ინტერენეტ  რესურსებსრაც ჩემს საქმიანობას გაცილებით  უფრო  ეფექტურს  ხდის.თვით კომპიუტერი გადავაქციე  ბევრი რამის შესასწავლ ინსტრუმენტადვესწრები ვებინარებს და უამრავ სიახლეს ვიღებამ მხრივ ვთვლირომ  უკვე ძნელად წარმომიდგენია ჩემი საქმიანობა თუ ცხოვრება  ინტერნეტის და , ზოგადადკომპიუიტერის გარეშე. ნებისმიერი აქტივობის დაგეგმაში ძალიან დიდ დახმარებას მიწევს ეს საჭირო წყარო.
           ამ ტრენინგ-კურსიდან ველოდები დავხვეწო ჩემი უნარები კომპიუტერულ ტექნოლოგიების დარგშიგავიგო რაიმე სიახლე და , რაც მთავარიაბლოგში მუშაობა დავხვეწოიმედი მაქვს ასევერომ მივიღებ ბევრ სასარგებლო რჩევებს საკუთარი საგაკვეთილო პროცესის უკეთესად წარმართვის მიზნითმინდა ვისწავლო უკეთესად დავგეგმო რესურსების და აქტივობების  თანხვედრაგავაწონასწორო  ინტერნეტ თუ სხვა რესურსების მართებული გამოყენება სასწავლო პროცესში.
2.05.2015 პირველი დღე. ვისწავლეთ  , როგორ მოვახდინოთ  ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტუალობა თანამედროვე საგაკვეთილო პროცესში.გავეცანით  WORD  დოკუმნეტში მუშაობის ძირითადი ასპექტებსსიმბოლოების აკრეფატექსტური დოკუმენტების შექმნას. მუშავეთ  ტექსტურ რედაქტორშიგაგვაცნეს word document  ში მუშაობის  ძირითად მომენტებზებეჭდვასიმბოლოების მოძებნარედაქტირება..
04.05.15 დღე მეორე.  ტექსტურ  დოკუმენტში  ცხრილების გაკეთება
..08.05.15   დღე მესამე . შევისწავლეთ ინტერნეტში შესვლამთავარ გვერდზე შესვლას და საძიებო სისტემემბში შესვლასროგორიცაა გუუგლიიანდექსი,და სხვაასევე სხვასხვა ბრაუზერების არსებობა.შევისწავლეთ  ფაილების ტიპებივიდეო  თუ აუდიო ფაილების ტიპები.

დავალება:დავწერო  გაკვეთილის გეგმის მიზანი/ინდიკატორები                                                                             #1საფეხური: საბაზო , მე 7 კლასი  ,.IIგაკვეთილის  თემა წერილი მიმოწერის მეგობარს  A LETTER TO A PENFRIENDგაკვეთილის  მიზანი: შევასწავლო  მოსწავლეებს  ელექტრონული წერილის დაწერაშედეგ/ინდიკატორები: უცხ..II.16. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს სხვადასხვა შინაარსის ღია ბარათი.
უცხ..II.17. მოსწავლეს შეუძლია მისწეროს წერილი თანატოლს, ახლობელს (ხელნაწერი ან ელექტრონული ვერსია).უცხ..II.32. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.რესურსები :  ჩემი ელექტრონული ფოსტაუცხოელი მოხალისეები წერილები                                                                     #2საფეხურიდაწყებითი , მე  3 კლასი  ,.IIIგაკვეთილის  თემა:  სამის ხალხის  დროშის  მომზადებაგაკვეთილის  მიზანი: შევაჯამო სამის ხალხის ისტორია  და გავაცნო სამის ხალხთა  დროშა , როგორც ეროვნული სიმბოლო.შედეგ/ინდიკატორები: უცხ..III.12. მოსწავლე ეუძლია ინფორმაცი ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიურ სოციოკულტურული გარემოსერთმანეთთან შედარება.უცხ..III.16მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.უცხ..III.15. მოსწავლესშეუძლია თანაკლასელებთან,მასწავლებელთან თანამშრომლობა.რესურსები: http://en.wikipedia.org/wiki/Sami_flag
                                       
                                                              


09.05.2015  დღე მეოთხე. შევისწავლეთ Power point პროგრამაში მუშაობაკერძოდროგორ აიტვირთოს სურათები  პრეზენტაციის პროგრამაში.მოვახდინეთ პრეზენტაციების  განხილვა სხვადასხვა საგნებში და სხვადასხვა თემებზე.პირველ რიგში განვიხილეთ ჩემს მიერ  გაკვეთილის გეგმის დასაწყისი ასპექტებიანუ მოცემული მქონდა  დამეწერა  გაკვეთილის თემა და მიმესაბამებინა შედეგი-ინდიკატორებიმე დავიწყე ორი გაკვეთილის გეგმის შედგენა სხვადასხვა  საფეხურებზეერთი მე-7 კლასის მეორემე-4 კლასისათვისტრენერნმა მიმითითათუ  რა ტიპის  რესურსი  შეიძლებოდა გამომეყებინა გარკვეული გაკვეთილის მიზნის მისაღწევად.აგრეთვე განვიხილეთ ჩემს მიერ შექმნილი პრეზენტაციაეს არის გაკვეთილ-პროექტის  ანგარიშის პრეზენტაციატრენერმა მირჩია დამემატებინა სათაურები და ქვესათაურებიგანვაგრძეთ პრეზენტაციების შექმნაზე მუშაობა და განვიხილეთ ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაციებიაგრეთვე მოვახდინეთ ელექტრონული ფოსტით  პრეზენტაციების გადაგზავნა  ტრენერთან.პირადად ჩემთვის ახალი ჯერ-ჯერობით არაფერიამაგრამ სასიმოვნოა კოლეგების სხვა თვალით დანახვავუყურებროგორ მეთოდებს იყენებს თითოეული რაიმის სასწავლადჩემთვის ეს მომენტი საინტერესოაასეთნაირად ვიკვლევთუ რამდენად შეუძლია  ზრდასრულ სპეციალისტებს ახალი ინფორმაციის  ათვისება-მიღება.
10 .05.2015 .  დღე მეხუთე ვიმუშავეთ  power point presentation ზევისაუბრეთ  პრეზენტაციის  წარმართვის  უნარის აუცილებლობაზე და შევაუდეგით საგნების მიხედვით პრეზენტაციების გაკეთებას.

16.05 2015   . დღე მეექვსე. მოვახდინეთ  ელექტრონულ ფოსტაში   მუშაობის გაგრძელება, თასევე  ვისწავლეთ, თუ როგორ შეიძლება  მასალების ჩამოტვირთვა, ატვირთვა.გავეცანით ახალ საგამნათლებლო   საიტს  BUKI.GE ,სადაც  უამრავი  ახალი ელექტრონული რესურსი ინახება.გავეცანით ამ საიტში მუსაობის მთავარ ასპექტებს.
 17.05.2015  დღე მეშვიდე. გავეცანით  google.drive ის  ძირითად  მომენტებს და სერვისებს.
23.05.2015 დღე მერვე .ვმუშაობთ google.drive ში , შევქმენით დოკუმენტები, გავაზიარეთ ერთმანეთთან. საკმაოდ საინტერესო რესურსია. გავეცანი სადღაც 2 კვირის წინ, მოსახერხებელია და საკმაოდ საინტერესოა.გაგვაცნესhttp://www.ict.tpdc.ge/  ერთ- ერთი საგამნათლებლო  პორტალი, რომლიდანაც  ჩვენ შევძლებთ  ბევრ საინტერესო და საჭირო რესურსის  წვდომას.
  25/05.2015  დღე მეცხრე .დღეს დავიწყეთ მუშაობა ბლოგის შექმნაზე. ტრენერმა გვითხრა. თუ რას წარმოადგენს ბლოგი. ეს არის ელექტრონული ჟურნალი, რომელშიც ბლო9გერები ინახავენ საკუთარი ნამუშევრების ანგარიშს.
26.05.2015 დღე მეათე. ვმუშაობთ ბლოგზე. ტრენერმა გაგვახსენა, თუ როგორ არის  ახალი პოსტების დადება ან როგორ ხდება სხვადასხვა ინფიორმაციის აკრეფა .




                         MACMILLAN  EDUCATION CONFERENCE
                         მაკმილანის  გამომცემლობის კონფერენცია

25  ივნისს 2015 წ.  მაკმილანის გამომცემლობამ ჩაატარა კონფერენცია.  დავესწარით ქ. ქუთაისის  ინგლისური ენის მასწავლებლები. კონფერენციამ გასტანა 6 საათს. დღის წესრიგი ასე გამოიყურებოდა:
10.30-11.00    რეგისტრაცია
11.00-12.00   პლენარული სხდომა
12.15-13.15   სემინარები . დავიყავით  4 ჯგუფად   თემების მიხედვით.
1 ჯგუფი-  მაკმილანის  ექსპერტი სტივ ტეილორი-ნოულზი  . თემა: რა რწმენით ხართ ენის სწავლებაზე?
2 ჯგუფი-მაკმილანის  ექსპერტი  მალკოლმ მანი   . თემა: ლექსიკის  განვითარება
3 ჯგუფი-მაკმილანის  ექსპერტი  ფიონა მოშლინი   კულტურის ამაღლება მოზარდებში
4 ჯგუფი-მაკმილანის  ექსპერტი  ნიკი გუდი  ონლაინ დახმარება სწავლებისას
მე ავირჩიე ონლაინ დახმარება სწავლებისას.
13.15-14.15  შესვენება , საუზმე
14.15-15.15  პლენარული სხდომა .  მოხსენება :პერსონალიზაცია- რას წარმოადგენს იგი პრაქტიკაში.მალკოლმ მანი  
15.15-15.30  შესვენება
15.30-16.30 პლენარული სხდომა. მოხსენება: წარმოსახვის სამყაროში . ფიონა მოშლინი  
16.30-17.00  კონფერენციის დახურვა.

ორი სიტყვა თვით ექსპერტებზე, ეს არის ის ხალხი, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ  მაკმილანის ასოციაციაში სხვადასხვა სახელმძღვანელოების ავტორებად.
სტივ ტეილორ-ნოულზი  Steve Taylore-Knowles ჩართულია ინგლისური ენის სწავლების პროცესში უკვე 20 წელიწადია. ის არის მასწავლებელი, გამომცდელი, ტრენერი და  ავტორი.  არის  2014 წ. გამოქვეყნებული სახელმძღვანელოს OPEN MIND  ავტორი. მას ეკუთვნის ასევე LASER   და DESTINATION. ამჟამად ცხოვრობს ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში, ლანკაშირში.
მალკოლმ მანი  MALCOLM MANN - ინგლისური ენის ამსწავლებელი და სხვადასხვა რესურსის ავტორი. მან გაუწია თანაავტორობა სტივ ტეილორ-ნოულზი  სახელმძღვანელოების  შექმნაში.ცხოვრობს და მუშაობს საბერძნეთში.
ფიონა მოშლინი FIONA MAUCHLINE . არის 25- წლიანი  გამოცდილების მქონე ინგლისური ენის მასწავლებელი, ტრენერი და სასწავლო  მასალების  შემქმნელი ესპანეთში. რეგულარულად ატარებს  ტრენინგებს ესპანეთსა და საფრანგეთში. ასევე ნამუშევარია იტალიაში, პორტუგალიაში, პალესტინაში და  თურქეთში.ის არის ორი სახელმძღვანელოს თანავტორი, კურირებს 4 ბლოგს.
ნიკ გუდი NICK GOODE  . მაკმილანის  ცენტრალური ევროპის რეგიონალური მენეჯერი. ცხოვრობს ლონდონში.აქვს ინგლისური ენის მასწავლებლის გამოცდილება პრაღაში, ჩეხეთში, ესპანეთში.
პირველ პლენარულ სხდომაზე  სტივ ტეილორ-ნოულზმა ისაუბრა , თუ როგორ მოვახდინოთ ინგლისური ენის შემსწავლელებში  ლექსიკის ათვისება არატრადიციული გზით, ანუ მისი აღქმა სიტყვების   შედარებებით, კონტექსტში  გამოცნობით, მშობლიური ენის გამოყენების გარეშე. ჩემთვის ეს მიდგომა საინტერესოა,  რადგანაც თვითონ მქონია ამ მეთოდისათვის  მიმართვა . გამოსვლა საკმაოდ საინტერესო იყო, ჩვენი , აუდიტორიის ჩართულობაც მაღალი იყო.ამ გამოსვლის შემდეგ  ჩვენ გადავნაწილდით ინტერესთა ჯგუფების მიხედვით.

სესია , როგორც უკვე ვახსენე, იყო ონლაინ რესურსებზე. მინდა ავღნიშნო, რომ ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში ბევრ ონლაინ რესურსს ვიყენებ. ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის ნამდვილად უხვადაა ვებსაიტები, საიდანაც შემიძლია ჩემთვის საჭირო თუ საინტერესო თემაზე მოვიძიო რაიმე რესურსი. მაკმილანის შესაძლებლობებს ამ კუთხით კარგად არ ვიცნობდი, ამიტომ ეს სამუშაო სესია ჩემთვის ძალზედ სასარგებლო აღმოჩნდა. ნიკი გუდიმ  გაგვაცნო ყველაზე  საინტერესო და მდიდარი  ვებსაიტები ,სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნებოდა დავსწრებოდით ვებინარებს, გაგვეგო ახალი რამ მაკმილანის მუშაობის შესახებ, აგრეთვე თვოთონაც გვექნება თანამშრომლობის საშუალება მათთან. სამუშაო სესია აქაც საკმაოდ ინტერაქტიურად წარიმართა.  დამსწრე მასწავლებლებმა  საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს ამ მიმართულებით.შევასრულეთ აქტივობებიც. ამ სესიის შემდეგ გვქონდა შესვენება და შემდეგ კვლავ პლენარული სხდომა, ამჯერად  მალკოლმ მანმა გვესაუბრა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს პერსონალიზაცია  სწავლა-სწავლების სამყაროში.აქაც შევასრულეთ აქტივობა, რომელიც  ასახავდა   შემსწავლელისადმი ინტერესს , ანუ ყველა მოსწავლე არის პერსონა და მიდგომაც  შესაბიმისი უნდა იყოს. ენის შესწავლა არ არის განზოგადებული,  თითოეულ   შემსწავლელს  გააჩნია ენის შესწავლის  მისეული მიზანი, რისთვის სწავლობს, რა მიზანს ისახავს.  მესამე პლენარულ სხდომაზე ისაუბრა ფიონა  მოშლინმა. მისი თემა იყო  წარმოსახვის უნარის განვითარება მოსწავლეებში. ჩემთვის  ინტერესს  წარმოადგენს, თუ რამდენად შეუძლია მოსწავლეს საკუთარი წარმოსახვის უნარის  განვითარება სხვადასხვა ტექნიკებით.აქაც შევასრულეთ აქტივობა  . პლენარული სხდომის შემდეგ ჩატარდა წიგნების გათამაშება. იღბლიანი   ნომრების მფლობელებს  ავტორებმა  გადასცეს   სამახსოვრო წიგნები   DESTINATION  და  ბლოკნოტები. ხოლო კონფერენციის ყველა მონაწილეს გადმოგვეცა   მაკმილანის გამომცემლობის  კატალოგები და ასევე სამუშაო ბლოკნოტები , პოსტერები, კალმისტეები და ჩანთები.






No comments:

Post a Comment