კოლეგების კონსულტირება
კიდევ ერთი გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის სტატუსის ასაწევი გამოცდისათვის მზადება. ამ მიზნებისათვის შევქმენი ტიმსის პლატფორმაზე ჯგუფი , რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით. კოლეგების კონსულტირება მიმდინარეობს შენდეგი მიმართულებებით:
1. განათლების ფსიქოლოგია
2. საკანონმდებო აქტების გაცნობა
3. ინკლუზიური განათლება
4. პროექტი, კვლევა
5.ციფრული მედეგობა
6. დემოკკრატიული კომპეტენციები
7. მდგრადი განვითარება
8.ფუნქციური წერა .სამუშაო შეხვედრების ჩატარებას წინ უსწრებდა სამთვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომლის განმავლობაში მასწავლებლებმა(სულ 15 ) მოამზადეს და წარადგინეს პრეზენტაციები ყველა ზემოდხსენებულ საკითხებზე. შეხვედრები ინტენსიურად განხორცილდა მარტიდან ივლისის ჩათვლით.
კათედრაზე გაზიარება.
ინგლისური ენის
სწავლება ხდება არა მარტო საგაკვეთილო
პროცესის დროს. უცხო ენის სწავლების
ერთ-ერთი ეფექტური გზა არის საგამნათლებლო პროექტით სწავლება. პროექტი როგორც მეთოდი
გახდა მეტად აქტუალური ბოლო წლებში. მისი წარმატებულობა , როგორც
არაფორმალური მეთოდი , თვანათლივ ასახავს
ამა თუ იმ საჭირბოროტო თემის წინ წამოწევის აქტუალობას. მიგვაჩნია, რომ ამ მეთოდის გამოყენებით გავაღრმავებთ მოსწავლეებში ცოდნას,
გავუნვითარებთ მოსწავლეებს საჭირო უნარებს და გავზრდით მათ მოტივაციას. სწორედ ამ აზრის გასაზიარებლად შევკრიბეთ ჩვენ, ლელა იმნაიშვილმა და ნინო კანდელაკმა, ჩვენი კოლეგები 12.12.14 ინგლისური ენის კათედრის სხდომაზე.
ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს კოლეგებს ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევა-პროექტი სახელწოდებით “ WHO WANTS TO
LIVE FOREVER”( ვის უნდა ხანგრძლივა ცხოვრება’’). მოვყევით, თუ რა ეტაპები გავიარეთ
მანამ, სანამ უშუალოდ დავიწყებდით განხორციელებას. პრეზენტაცია მოვახდინეთ ეკრანზე პროექტორის ჩვენებით. მოვყევით, თუ რა აქტივობები განვახორციელეთ პროქტის ფარგლებში. ჩამოვაყალიბეთ პროექტის მთავარი ასპექტები, ანუ რამდენად არიან
ჩვენი მოზარდები გათვითცნობიერებულები ჯანსაღი ცხოვრების წესის მთავარ ასპექტებში და ანხორციელებენ თუ არა რაიმე აქტივობებს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც
კვლევამ აჩვენა,მოსწავლეებს უჭირთ გაერკვნენ,
თუ რას უნდა მიმართონ და რა სახის აქტივობები უნდა განახორციელონ,რომ შეიძინონ საჭირო
თვისებები და განავითარონ ისინი. გამოიკვეთა აგრეთვე ჯგუფური მუშაობის პრინციპების არასასაკმარისად ცოდნა. მოსწავლეებს უჭირთ საერთო
აზრამდე მისვლა და სახეზეა კომუნიკაციის პრობლემაც.
შემდეგ ავღწერეთ
პროექტის მსვლელობა. პროექტის დაგეგმვისას გაწერილი ყველა აქტივობა წარმატებით და დროულად განხორციელდა დადგენილ ვადებში. მოზარდები
დიდი ინტერესით გამოეხმაურნენ დილის გამამხნევებელი ვარჯიშის ჩატარებას. ისინი იკრიბებოდნენ 3 კვირის განმავლობაში გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე და ასრულებდნენ დილის გამამხნეველ ვარჯიშებს.ერთი-ორჯერ
ეს იყო რიტმული ვარჯიში მუსიკის თანხლებით.
ინტერვიუების ჩაწერისას მოზარდებმა გამოავლენეს და განავითარეს ისეთი თვისებები,
როგორიცაა თანამშრომლობა, გუნდური მუშაობის უნარი, დამოუკიდებლობა.
დიდი ენთუზიზმით და ინტერესით განახორციელეს მოსწავლეებმა
საინფორმაციო ფლაერზე მუშაობა. ამ მუშაობაში მათ გამოავლინეს და ხელი შეუწყვეს ხელი საკუთარი კრეატიულობის განვითარების უნარს. ხოლო ფლაერების გავრცელების
პროცესი საკმაოდ ორგანიზებულად მოხდა. გარდა მოსწავლეებისა ამ აქტივობაში
აქტიურად ჩავერთეთ მასწავლებლებიც.
ლელა იმნაიშვილმა და ნინო კანდელაკმა მიიტანეს
ფლაერები ახლომდებარე სკოლების დირექციებში
და გაუზიარეს მათ საკუთარი
გამოცდილება.
წილადი და და გრაფიკული გამოსახულების შედგენისას მოსწავლეებს
აქტიური დახმარება აღმოუჩინა მათემატიკის სპეციალისტმა აზა მარუაშვილმა.
საბოლოდ გავაცნეთ
ჩვენს კოლეგებს თუ რა მიზნებს მივაღწიეთ, ანუ
, პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეული იქნა მთავარი მიზანი: მე-8 კლასელებმა
, როგორც სამიზნე ჯგუფმა,განავითარეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის საჭირო
უნარ-ჩვევები.მოსწავლეებმა მეტი სიღრმისეულად შეისწავლეს ეს აქტუალური საკითხი და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ყველა აქტივობების შესრულებას.პროექტმა დიდი გამოხმაურება
პოვა თემში.საინფორმაციო ფლაერების გავრცელების აქტივობამ მოგვცა საშუალება მოსახლეობისათვის გაგვეზიარებინა ჩვენი საქმინაობის
შესახებ.პროექტის განხორციელებისას მოხდა
მათემატიკის, სპორტის და ისტ-ის გამოყენება.
ვაჩვენეთ ვიდეოები,
რომლებიც ასახავდა ექიმთან ვიზიტს, აგრეთვე ქიმიის და ფიზიკის სპეციალისტებთან, კოლეგებთან
გასაუბრებას. აგრეთვე ვაჩვენეთ გამამხნეველი ვარჯიშების , ფლაერის შექმნის , კედლის
გაზეთების შექმნის პროცესები.
შემდეგ განვიხილეთ
პროექტის შედეგები. ინგლისურის მასწავლებელმა ლია ჩუმაშვილმა გამოთქვა თავისი აზრი . მან მიიჩნია საჭიროდ ამგვარი ღონისძიებების
ჩატარება, თუმცა დაამატა, რომ სასურველი იქნებოდა , რომ შედედი
უფრო მდგრადი და გრძელვადიანი ყოფილიყოს.სკოლის სასწავლო ნაწილმა გამოთქვა კმაყოფილება
ამგვარი საქმიანობისადმი. მან წარმატება გვისურვა
მომავალ კონფერენციაზე. ინგლისური ენის მასწავლებელმა აზა გზადელიანმა აგრეთვე მოიწონა ჩვენი წამოწყება და გამოთქვა აზრი, რომ დიდი სიხარულით თვითონაც ჩაერთებოდა ამგვარ საქმიანობაში.
No comments:
Post a Comment