მასწავლებელი:
ნინო
კანდელაკი
თარიღი:
5.05.2017
|
|
საგანი: ინგლისური
ენა
|
კლასი: მე-9 კლასი
|
თემა: ეკოლოგიის
პრობლემები;
პირობითი წინადადებები
|
დრო: 45 წუთი
|
მოსწავლეთა პროფილი: კლასში
29 მოსწავლეა, არ არის სსმმ .
|
|
გაკვეთილის მიზანი: ეკოლოგიური პრობლემების
ინფორმაციის გაცნობით განვამტკიცებინო მოსწავლეებს პირობითი წინადადებების ფორმები.
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
·
უცხ.ს.V.2. მოსწავლეს შეუძლია
მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა სახის აუდიო/ვიდეოჩანაწერი (საინფორმაციო გადაცემა, ტურისტული რეპორტაჟი, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე
მოსწავლე
ამოიცნობს ძირითად თემას/საკითხებს;
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას
·
უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი
ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის,
გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).
მოსწავლე ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში
მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებულ კავშირს (მიზეზ-შედეგობრივი, შეპირისპირებითი, პირობითი, ინდუქციური და სხვა)
და გამოაქვს სათანადო დასკვნა;
·
უცხ.ს.V.13. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა,
ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ
უნარ-ჩვევებს.
მოსწავლე
პირობის, ალბათობის, ვარაუდის გამომხატველ წინდადებებში
იყენებს სათანადო სინტაქსურ კონსტრუქციებს.
|
|
გამჭოლი კომპეტენცია : წიგნიერება, ეკოლოგიური წიგნიერება.
|
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლეები იცნობენ და იყენებენ
პირობითი წინადადებების ფორმებს. ისინი ასევე ფლობენ გარემოს თემატიკის ლექსიკას.
|
|
შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი/განმსაზღვრელი
შეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების
მიხედვით.
სასწავლო
მასალა და რესურსი: დაფა, ცარცი, ფლიპჩარტი ან თაბახის ფურცლები,ორად
დანაწევრებული პირობითი წინადადებების ფურცლებზე
, სტიკერის ქაღალდები, ვიდეორგოლი , მისამართი . https://www.youtube.com/watch?v=Vztjbm6HA58
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა #1 .საორგანიზაციო
მომენტი - სიის ამოკითხვა- 1 წ.
აქტივობა
#2 . გონებრივი იერიში, ინდივიდუალური
მუშაობა- 4 წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას , მიზანს და შეფასების კრიტერიუმს.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ამბობს, რომ გაკვეთილის მიზანია ეკოლოგიის პრობლემების გაცნობა და პირობითი წინადადების
ცოდნის გაღრმავება .ის ეუბნება მათ, რომ გაკვეთილზე ისინი შეფასდებიან ჯგუფური მუშაობით და წარმოდგენილი პრეზენტაციებით.
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს შეადგინონ გონებრივი რუკა (MIND MAP ) სიტყვაზე გლობალური დათბობა .(global warming).
აქტივობა #3 . წყვილური მუშაობა - 10 წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები განამტკიცებენ პირობით წინადადებებს გარემოს დაცვის თემატიკაზე.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
ურიგებს მოსწავლეებს ორად გაყოფილ
პირობით წინადადებებს ეკოლოგიის თემატიკაზე. იგი სთხოვს
მოსწავლეებს წყვილებში ააგონ წინადადებები და დაასახელონ
, თუ რომელი ტიპის პირობითი წინადადებაა. მოსწავლეები ააგებენ დანაწევრებულ პირობით
წინადადებებს( სულ 11) .წყვილები წარადგენენ საკუთარ წინადადებებს.
აქტივობა #3 .ვიდეო რგოლის ყურება თემაზე ”ეკოლოგიური კატასტროფები
და გლობალური საფრთხეები” . https://www.youtube.com/watch?v=Vztjbm6HA58 -3 წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები განამტკიცებენ ცოდნას გლობალურ პრობლემებზე
და მოემზადებიან ჯგუფური მუშაობისთვის .
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები უყურებენ ვიდეორგოლს , რომელშიც ასახულია გლობალური
პრობლემების გამომწვევი მიზეზები და დასახულია გადაჭრის გზები.
აქტივობა #4.
ჯგუფური მუშაობა. -10
წ.
აქტივობის მიზანი: გლობალური
პრობლემის განსაზღვრა-განხილვა პირობითი
წინადადადებების გამოყებენებით.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაერთიანდნენ 5 ძირითადი
ეკოლოგიური თემატიკის პრობლემების
მიხედვით - გლობალური დათბობა, ჰაერის დაბინძურება,ნიადაგის დაბინძურება(გადამუშავების პრობლემა), კლიმატის ცვლილება, სასმელი წყლის პრობლემა.მოსწავლეები ფერის ან წინასწარ მიცემული
ნომრების მიხედვით შერჩევით მიეკუთვნებიან
გარკვეულ ჯგუფს. მაგ, წითელი სტიკერებიანი
-გლობალური დათბობა, ლურჯი სტიკერები- წყლის პრობლემა, ა.შ. ჯგუფებს ეძლევათ დავალება მოიგონონ პირობითი წინადადებების გამოყენებით მათი პრობლემის გადაჭრის გზები. მაგ, თუ ჩვენ
შევამცირებთ ნახშიროჟანგის გამოფრქვევას
, გლობალური დათბობა იკლებს.( If we
reduce producing carbon
dioxide , global warming will lessen).
აქტივობა #5 .ჯგუფების
პრეზენტაციები.- 10 წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები წარადგენენ საკუთარი ჯგუფების ნააზრევის
პრეზენტაციებს
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები თავიანთ ჯგუფებში -სულ 5- ირჩევენ პრეზენტატორებს.მასწავლებელი
ახსენებთ ჯგუფებს, რომ პრეზენტაციისთვის
განკუთვნილი დროის ლიმიტია 2 წუთი, რომლის განმავლობაში მათ უნდა მოასწრონ საკუთარი ჯგუფების ნააზრევის გაზიარება.
პრეზენტატორები წარადგენენ ფლიპჩარტზე
ან თაბახის ფურცლებზე შესრულებულ დავალებებს.
აქტივობა #6 . საშინაო დავალების მიცემა- 2 წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გააღრმავებენ შესწავლილ თემას.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ავალებს ამოსწავლეებს მოამზადონ
ბუკლეტები თემაზე ”მე ვარ დედამიწა
და მე მიჭირს” და გაკვეთილზე შეძენილი
ცოდნაზე დაყრდნობით გააკეთონ ახალი
ჩანაწერი მათ მიერ შექმნილ ეკოლოგიის ბლოგზე
http://protectofgreen.blogspot.com
აქტივობა #6. შეფასება . – 5 წ.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აფასებს განმავითარებელი შეფასებით ჯგუფების
მუშაობას და განმასაზღვრებელი შეფასებით პრეზენტატორებს.
|
ჯგუფური მუშაობის
შეფასების რუბრიკა (განმავითარებელი)
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
საშუალოზე დაბალი
|
სამუშაოს
მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაო
მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო. ჯგუფის წევრების
შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად იყო
განაწილებული.
|
სამუშაო ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები
არათანაბრად იყო განაწილებული.
|
სამუშაო ნაწილობრივ
ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
|
სამუშაო ორგანიზებული არ იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად
იყო განაწილებული.
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს
საქმიან გარემოში.
|
ჯგუფის თითქმის
ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.
|
მხოლოდ ერთი ან ორი წევრი აქტიურობს, შეინიშნება ჯგუფებს წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა.
|
ჯგუფის წევრები არ მუშაობს, არ შეინიშნება თანამშრომლობითი
გარემო ჯგუფის წევრებს შორის.
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა (განმასაზღვრებელი)
კრიტერიუმი
|
9-10
|
7-8
|
5-6
|
3-4
|
თემასთან
კავშირი
|
მასალა წარმოდგენილია
ლოგიკურად და გასაგებად, ფაქტები მოყვანილია
|
მასალა წარმოდგენილია გასაგებად, აკლია ფაქტები
|
მასალა წარმოდგენილია ბუნდოვნად , არ არის დაცული
თანმიმდევრობა
|
მასალა ძალიან მწირია
|
საუბარი
|
გამართულად და დამაჯერებლად საუბრობს, იყენებს მრავალფეროვან
ლექსიკას.
|
გამართულად და გასაგებად საუბრობს.
|
ხშირად ჩერდება,
იყენებს მარტივ ლექსიკას, აკლია დაჯერებულობა.
|
ვერ საუბრობს ინგლისურად.
|
თვალსაჩინოების გამოყენება
|
იყენებს თვალსაჩინოებას
მართებულად.
|
იყენებს შესაბამისად.
|
იყენებს შეუსაბამოდ.
|
არ იყენებს.
|
აუდიტორიასთან
კონტაქტი
|
კარგად ფლობს
კომუნიკაციის უნარს.
|
ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
|
უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება.
|
არ არის კონტაქტი .
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
იცავს დროის
ლიმიტს.
|
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.
|
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.
|
არ იცავს დროის ლიმიტს.
|
წყვილურ აქტივობაში გამოყენებული დავალება.
Task. Join the halves
of the sentences. დავალება-
შეართეთ წინადადებები.
1.
If the sun
gets warmer , the sea will get warmer.
2.
If there are floods around the world , many people
will lose their homes.
3.
If the ice in the North Pole melts, sea levels
will rise.
4.
If the sea gets warmer , the ice in the North Pole
will melt.
5.
We will save
thousands of trees if we
don’t waste so much paper.
6.
If there
is flood in one place , there
will be drought in another.
7.
If the air in the cities gets
very polluted, it will make people’s
eyes burn.
8.
If the sea level
rises, there will be floods around
the world.
9.
If many people
lose their homes, there will be a lot of emigration.
10. If we
recycle more , we will help our planet.
11. If we
have a shower instead of a bath you will save a lot of water.
რეფლექსია. სამოდელო გაკვეთილის #1 შემდგომ ნააზრევი.
ü
რამ განაპირობა შერჩეული
ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
ჩემს მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების , კერძოდ, ეკოლოგიური წიგნიერების
განვითარების ხელშეწყობის მიზნით იყო დაგეგმილი. სწავლების ამ საფეხურზე , მე-9 კლასში, მოსწავლეებს უკვე აქვთ შეძენილი გარკვეული ცოდნა
ეკოლოგიურ ცნობიერებაზე. ამიტომ მივიჩნიე ამ
შინაარსის გაკვეთილი დროულად და აქტუალურად.
ü
რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა?მოსწავლეებმა?
ჩემი აზრით,დამსწრე კოლეგებს დააინტერესებდათ აქტივობების
მრავალფეროვნება და თვით შერჩეული თემატიკა, რადგანაც ეს უკანასკნელი აქტუალობას არ კარგავს .საინტერესო იქნებოდა
, თუ როგორ არის შესაძლებელი უცხოურ ენაზე
ასახო პრობლემა და მისი გადაჭრის გზები.ამ
მხრივ გაკვეთილი უცხოური ენის მასწავლებლისთვის
უფრო სასარგებლო არის, თუმცა სხვა კოლეგებისათვის საინტერესო ოქნებოდა გამჭოლი კომპეტენციის უნარის განვითარების პროცესის ასახვა გაკვეთილზე.მოსწავლეებისათვის გაკვეთილი
სასარგებლო ოქნებოდა იმთვალსაზრისით, რომ მათ
გაიღრმავებდნენ ცოდნას მოცემულ თემაზე და მოახდენდნენ გარკვეულ ცოდნის ტრასფერს სხვა საგნიდანაც.
ü
იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?
გაკვეთილის მიზანი იყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება პირობითი წინადადებების ფორმებით. ვთვლი,
რომ დასახული მიზანი იქნა მიღწეული, რაც აისახა
ჯგუფური მუშაობაში და წარდგენილ პრეზენტაციებში.
ü
რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ
პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?
ვთვლი, რომ უფრო მეტი სიხშირით გამოვიყენებ ჯგუფურ მუშაობას პრობლემის გადასაჭრელად და მოთელვის აქტივობასაც უფრო ხშირად გამოვიყენებ, რადგანაც ბრეინსტორმინგი
შესანიშნავ საშუალებას აძლევს ენის მასწავლებელს გააღრმავებონოს მოსწავლეებს შესწავლილი ლექსიკური ერთეულები.
ü
სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას
/პრობლემის დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?
გაკვეთილის მიზანი იყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება პირობითი წინადადებების ფორმებით. ვთვლი,
რომ ისეთი გრამატიკული კატეგორია, როგორიცაა
პირობითი წინადადება ყველაზე კარგად ასახავს ეკოლოგიის და გარემოს პრობლემებს. შევეცადე გაკვეთილი წარმემართა სამფაზიანი მოდელის მიხედვით- 1. გამოწვწვევა- ბრეინსტორმინგი
2. ცოდნის კონსტრუირება - ჯგუფური მუშაობა;
3. სიღრმისეული წვდომა- პრეზენტაციები.
ü
რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?რომელი
ვერ განხორციელდა და რატომ?
გეგმით განსაზღვრული
ყველა აქტივობა ჩატარდა, თუმცა დროში მოხდა
ოდნავ გაწელვა და ნაცვლად 3 წუთისა დასჭირდა
მეტი დრო.
ü
რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
ბრეინსტორმინგმა მომცა საშუალება მოსწავლეებს გაეხსენათ საჭირო ლექსიკური მასალა, რომელსაც მათ
ფლობდნენ. მე მივეცი მათ საშუალება არა მხოლოდ
აუდირებით წარმოეთქვათ ლექსიკური ერთეულები,
არამედ დაფაზე დაეწერათ ისინი. ამ აქტივობამ
მოსწავლეები შეამზადა წყვილური მუშაობისათვის.
ეს აქტივობა პირდაპირ ემსახურებოდა გაკვეთილის
მიზანს- პირობითი წინადადებების ფორმების გაღრმავება-განმტკიცება. ორად განაწევრებული პირობითი
წინადადება ააგეს 5 წუთიან მონაკვეთში. ამ აქტივობას წარმატებით გაართვეს თავი მოსწავლეების
უმეტესობამ.
ü
რა საჭიროებს გაუმჯობებესებას და როგორ?
ვიდეოს ჩვენებისას მიზნად
ვისახავდი დამატებითი ინფორმაცია მიმეწოდებინა
მოსწავლეებისათვის . ვიდეო საგამნათლებლო ხასიათის
არის და შეიცავს მოცემულ თემაზე მოკლე შემაჯამებელ ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება
ენის შემსწავლელს უკეთესად დაეუფლოს სპეციფიკურ ლექსიკას. ამ რესურსის გამოყენებამ
, რა თქმა უნდა, გაამრაველფეროვნა, გაკვეთილი. მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეს მივაწოდოდ არა მარტო სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია, არამედ გავამდიდროთ სასწავლო
პროცესი ტექნოლოგიური რესურსითაც. თუმცა აქ დავინახე ერთი საფრთხე- ვიდეოს ჩვენებამ წაიღო თითქმის 3 წუთი, რომელიც მე შემეძლო დამემატებინა ჯგუფური მუშაობისათვის.
თანაც მოწოდებული ინფორმაცია არ იყო ახალი
ჩემი მოსწავლეებისათვის და სავსებით შემეძლო გამერთვა თავი და მიმეღწია მიზნისათვის
ამ აქტივობის გარეშეც.
ü
რას გაითვალისწინებ
მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?
ü
ჯგუფური
მუშაობა ოდნავ დაჩქარებული ტემპით წარიმართა, ხოლო პრეზენტაციები უფრო წარმატებული აღმოჩნდა. პრეზენტატორებმა შეძლეს
გამოეყენებინათ თვალსაჩინოება, თუმცა პრეზენტაციებში
მაღალი შეფასება არ დაწერილა.ვთვლი, რომ ჩემს მოსწავლეებს სჭირდებათ ამ მიმართულებით კიდევ მუშაობა.დაგეგმილი აქტივობებიდან
ყველა განვახორციელე, თუმცა გაკვეთილისათვის
განკუთვნილ დროს ოდნავ გადავაცილე.
სსიპ მე-14 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის
ნინო კანდელაკის სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი:
ნინო კანდელაკი
თარიღი:
2.06.2017
|
|
საგანი: ინგლისური ენა
|
კლასი: მე-9 კლასი
|
თემა: ბავშვთა უფლებები; მოდალური ზმნები
|
დრო: 45 წუთი
|
მოსწავლეთა პროფილი: კლასში
28 მოსწავლეა, არ არის სსმმ .
|
|
გაკვეთილის მიზანი:
Ø გავაცნო მოსწავლეებს ბავშვთა უფლებების კონვენციის ზოგადი დებულებები
მოდალური ზმნების ფორმების განმტკიცებით.
Ø განვავითარო მოსწავლეებში დეტალური კითხვის უნარი, რაც გულისხმობს მოცემული დებულებების დაჯგუფებას
კატეგორიების და უფლებებისა და მოვალეობების მიხედვით.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
უცხ.ს.V.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა
სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის
გასაუმჯობესებლად.შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
1.
იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს: აკვირდება ტექსტის აგებულებას, სათაურს,
აბზაცებს, ილუსტრაციებს, წარწერებს, გამოყოფილ სიტყვებს და სხვა; არ ჩერდება უცნობ
სიტყვებზე;
2.
იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს: პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს;
სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის,
გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
მოქ.IX.9 მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები,
მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
აჯგუფებს საკუთარ კანონიერ უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს სამართლებრივი სფეროების მიხედვით (სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის და ა.შ
სამოდელოს ტიპი : ინტეგრირებული, სამოქალაქო განათლება.
|
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლეები იცნობენ და იყენებენ
მოდალური ზმნების ფორმებს. მოსწავლეები ასევე ფლობენ საჭირო ლექსიკურ მარაგს
, რომელიც საკმარისია ბავშვთა უფლებათა
კონვენციის ტექსტის გასაგებად და გასაანალიზებლად.
|
|
შეფასება და თვითშეფასება: განმსაზღვრელი შეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
|
|
სასწავლო მასალა და რესურსი: დაფა,
ცარცი, ფლიპჩარტი, A-4
ზომის ქაღალდზე
დავალება, სულ 28 ცალი. ( როგორც ვარიანტი თაბახის ფურცლები).
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა #1
.საორგანიზაციო მომენტი - სიის ამოკითხვა-
1 წ.
აქტივობა
#2 . სიტყვათა ძებნა ინდივიდუალური მუშაობა- 5 წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას , მიზანს და შეფასების კრიტერიუმს.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ამბობს ,რომ მას , როგორც მასწავლებელს აქვს
უფლება ასწავლოს მათ, ხოლო მათ, როგორც მოსწავლეებს აქვთ უფლება ისწავლონ და მიიღონ განათლება.მასწავლებელი
ამბობს, რომ გაკვეთილის მიზანია ბავშვთა
უფლებების კონვენციის დებულებების გაცნობა
და მოდალური წინადადებების ცოდნის გაღრმავება .ის ეუბნება მათ, რომ გაკვეთილზე
ისინი შეფასდებიან კითხვის უნარის მიხედვით. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს მოიძიონ სიტყვები წინასწარ გამზადებულ სიტყვათა ტაბულიდან უფლებათა თემატიკაზე. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ სიტყვები: right, law, duty,
responsible,fair,protect .
აქტივობა #3 . უცნობი ლექსიკის გაცნობა- გააქტიურება - 5 წ.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები გაეცნობიან უცნობ ლექსიკას იმისათვის,
რომ მოემზადონ კითხვისათვის.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
აჩვენებს ფლიპჩარტზე ან დაფაზე (
როგორც ვარიანტი შესაძლოა ცალკეული სიტყვები
იყოს ჩამოწერილი თაბახის ფურცელზე) წინასწარ ჩამოწერილ ლექსიკურ ერთეულებს, რომლებიც
დაეხმარებათ მათ უცნობი ტექსტის გაცნობაში.
ის სთხოვს მათი სინონიმების დასახელებას, ასევე ახდენს მათი განმარტების მიცემას.
ეს სიტყვებია- kidnap, offend, privacy, encourage, harm, punish, cruel,
fairly, adopt.
აქტივობა #3 . კითხვა - 5 წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ფაქტობრივ ინფორმაციას ბავშვთა
უფლებების შესახებ . ტექსტი მოცემულია დანართში, დავალება #1.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
ურიგებს მოსწავლეებს სამუშაო ფურცლებს და სთხოვს მათ წაიკითხონ მასში მოცემული ტექსტი და მოემზადონ გასცენ პასუხები
შემდეგ კითხვებზე: როდის იქნა ბავშვთა კონვენცია მიღებული და რამდენი ქვეყანა აღიარებს
მას ? რისთვის იყო კონვენცია მიღებული? მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს , რომ ამ
დავალების შესასრულებლად მათ ეძლევათ 5 წუთი. მოსწავლეები კითხულობან ტექსტს და პოულობენ
მასში პასუხს დასმულ შეკითხვებზე. დავალების შესრულებას ვამოწმებ კითხვებზე პასუხის
გაცემით.
აქტივობა #4.
წყვილური მუშაობა -10 წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები
გააალიზებენ მოცემულ და უკვე გაცნობილ ინფორმაციას
და დაალაგებენ კატეგორიების მიხედვით.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს გაანაწილონ მოცემული უფლებები 4 ძირითად კატეგორიებად. ის
მიუთითებს მათ იმუშავონ სამუშაო ფურცლებზე ( დავალება #2) ან თავიანთ რვეულებში. მასწავლებელი
ეუბნება მოსწავლეებს ,რომ ბავშვთა უფლებები
მიეკუთვნებიან 4 კატეგორიას - სასიცოცხლო,
განვითარების, დაცვის, მონაწილეობის.მოსწავლეები წყვილებში მოახდენენ 18 უფლებების
4 კატეგორიათ გაერთიანებას. წყვილები წარადგენენ საკუთარ ნააზრევს.
აქტივობა #5
. ინდივიდუალური მუშაობა - 10 წ.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები გაარჩევენ უფლებას მოვალეობისგან
.
აქტივობის აღწერა: მინი-ლექცია : მასწავლებელი ამბობს, რომ უფლებები უნდა დარეგულირდეს
მოვალეობებით. ის უხსნის მათ, რომ საზოგადოების ყველა წევრს აქვს არა მხოლოდ უფლებები,
არამედ პასუხისმგებლობა. ის სთხოვს მათ სამუშაო ფურცლებზე მოცემული დავალებ ა#3 შეასრულონ.
მოსწავლეებს ევალებათ მოცემული წინადადებები
მიაკუთვნონ უფლებას ( RIGHT) ან მოვალეობას
( RESPONSIBILITY/DUTY). დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ 4 წუთი. მოსწავლეები
მიაკუთვნებენ სამუშაო ფურცელზე მოცემულ 9 წყვილ
წინადადებას დავალებული კატეგორიებად.
დავალების შესრულებას ვამოწმებ დაფაზე წინასწარ გამზადებული ტაბულით - ამოჭრილი ხელის მტევნები არის
მიკუთვნებული საჭირო სახეობას.
აქტივობა #6 . საშინაო
დავალების მიცემა- 4 წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები
გააღრმავებენ შესწავლილ თემას .
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
ახსენებს მოსწავლეებს აუცილებლობის გამომხატველ
მოდალურ ზმნებს და ავალებს შინ გაუკეთონ პერირფაზი უფლებებს მოდალური ზმნების გამოყენებით. მაგ, ბავშვმა უნდა ჰქონდეს უფლება გამოხატოს
თავისი მოსაზრება-Child must have a right to express his opinion.
აქტივობა #6. შეფასება . – 5 წ.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
აფასებს განმასაზღვრებელი შეფასებით ცალკეულ
მოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული შეფასების
კრიტერიუმით.
|
გაკვეთილის შეფასების
კრიტერიუმი
ქულა
|
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
კითხვის უნარი:
ტემპი, ინტონაცია, წაკითხულის გააზრება
|
მოსწავლე ძალიან
ცუდად ან ვერ კითხულობს, ყველა სიტყვაში უშვებს შეცდომებს, ვერ გამოაქვს აზრი წაკითხულიდან.
|
მოსწავლე კითხულობს
საშუალოზე სუსტად, წინადადებებს ვერ ურჩევს სწორ ინტონაციას, ცალკეულ სიტყვებს არასწორად
წარმოთქვამს. ვერ გამოაქვს აზრი წაკითხულიდან, ვერ პასუხობს ტექსტის ირგვლივ დასმულ
შეკითხვებს.
|
მოსწავლე უშვბეს
ინტონაციურ შეცდომებს, უშვებს ფონეტიკურ შეცდომებს. ნაწილობრივ გამოაქვს წაკითხულის
აზრი, უჭირს ტექსტის გაანალიზება.
|
მოსწავლის კითხვის
ტემპი კარგია, ის ნაკლებად უშვებს შეცდომებს, ზოგადად გამოაქვს წაკითხულის აზრი , იგებს წაკითხულს.
|
მოსწავლე კითხულობს
დაუბრკოლებლად, მკაფიოდ წარმოთქვამს ბგერებს, ინტონაცია მართებულია. მას გამოაქვს
მთავარი აზრი , შეუძლია გაანალიზოს წაკითხული,
გასცეს პასუხი ტექსტის მიხედვით დასმულ შეკითხვებს.
|
ტექსტის
კატეგორიების მიხედვით დაჯგუფება
|
მოსწავლე
ვერ არჩევს უფლებათა კატეგორიებს, ის ვერ
ანსხვავებს უფლებეას და მოვალეობას.
|
მოსწავლეს გამიჯნოს 1 ან 2 კატეგორია, მას შეუძლია
განასხვავოს 1-2 უფლება მოვალეობისგან.
|
მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია გამიჯნოს კატეგორიები, უჭირს უფლებების და მოვალეობის
განსხვავება.
|
მოსწავლეს
შეუძლია გამიჯნოს ზოგიერთი კატეგორიები,
ძირითადად ანსხვავებს უფლებას მოვალეობისგან
|
მოსწავლე მკაფიოდ მიჯნავს საჭირო კატეგორიებს, შეუძლია განასხვავოს უფლება მოვალეობისგან
|
გაკვეთილზე
გამოყენებული სამუშაო ფურცელი
I.
Read the text and answer the questions below
These words will help you to understand the
text
1
Kidnap მოტაცება
2
offend
შეურაცხყოფა
3
privacy განმარტოება
4
encourage წაქეზება
5
harm ზიანის მიყენება
6
punish დასჯა
7
cruel სასტიკი
8
fairly სამართლიანად
9
Adopt მიღება
- When was the Children’s Convention
adopted?
- How many countries recognize it?
- What was the Convention adopted
for?
The Children’s Right Convention was adopted on 2 September 1990. 196 countries
recognize the document. This is the
instrument to protect the children from
unfairness. The following rights are written there:
1. Right to life
2. Right
to a name
3. Right to
live with your parents
4. Right
to be protected from kidnapping
5. Right
to give your opinions
6. right to find out things and share what you
think with others, by talking, drawing, writing or in any other way unless it
harms or offends other people.
7. right to choose your own religion and beliefs.
8. right to
choose your own friends and join or set up groups, as long as it isn't harmful
to others
9. right to privacy
10. right to special care and help if you cannot
live with your parents
11. right to the best health care possible, safe
water to drink, food, a clean and safe
environment.
12. right to help from the government if you are
poor or in need.
13. right to
food, clothing, a safe place to live and to have your basic needs met
14. right to a good quality education.
15. right to play and rest.
16. right to
protection from work that harms you, and is bad for your health and education.
17. No one is
allowed to punish you in a cruel or harmful way.
18. right to protection and freedom from war. the
right to know your rights! Adults should know about these rights and help you
to learn them
II.
Classify the Children’s Rights Convention into the
four categories
1. Survival rights
2. Development rights
3. Protection rights
4. Participation rights
III.
Define Rights
and Duties
Be treated kindly
|
To ask for help
|
To do
my
best
|
To complete assignments
|
To a clean and attractive
classroom
|
To work
in
a quiet classroom
|
Use materials
neatly and return
to correct place
|
To be
kind
|
To learn
|
To tell the
teacher what I am feeling
|
To be
on time to school
|
To follow
the teachers directions
|
To use my time wisely
|
To be
listened to
|
Not to let bully others
|
To not bully others
|
To listen to others
|
To complete assignments
|
რეფლექსია. სამოდელო
გაკვეთილის# 2 შემდგომ ნააზრევი.
ü რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
ჩემს მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი იყო ინტეგრირებული ტიპის,ინტეგრაცია სამოქალაქო
განათლებასთან. ვთვლი, რომ მე-9 კლასის მოსწალვეები უნდა ფლობდეს ისეთ მნიშვნელოვან
თემაზე, როგორიცაა ბავშვთა უფლებები, საჭირო ცოდნას ინგლისურ ენაზე. ეს გაკვეთილი მით უფრო აქტუალური
იყო, რადგან ის ჩატარდა 2 ივნისს და კალენდარულად
ახლოს იყო ბავშვთა დაცვის დღესთან. მე ასევე მივიჩნიე ,რომ სამოქალაქო კუთხით ინფორმაციის მიწოდება საინტერესო იქნებოდა ამ
ასაკის მოსწავლეებისათვის.
ü რა სარგებელი
მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა?მოსწავლეებმა?
ჩემი აზრით,დამსწრე კოლეგებს პირველ რიგში დააინტერესებდათ გაკვეთილისათვის შერჩეული
თემატიკა. სამოქალაქო განათლება ,როგორც
საგანი, გულისხმობს არაერთ სასწავლო დისციპლინასთან კავშირს, რადგანაც საზოგადოების ყველა წევრს მოეთხოვება გარკვეული კომპეტენციის ფლობა ამ დარგში. ვთვლი,
რომ ჩემი კოლეგები ასევე დაინტერესდობდნენ , თუ როგორი პრინციპით იყო აგებული გაკვეთილის თემა.
მე გამოვიყენე ბლუმის ტაქსონომიის პრინციპები და აქტივობები აგებული იყო
შესაბამისი თანმიმდევრობით- ცოდნის მოპოვება, ცოდნის გამოყენება, შეძნილი ცოდნის
ანალიზი, და სინთეზი.
ü იქნა
თუ არა მიღწეული მიზანი?
გაკვეთილის მიზანი იყო ბავშვთა უფლებათა კონვენციის ზოგადი დებულებების
გაცნობა მოდალური ზმნების ფორმების განმტკიცებით. განხორცილებული აქტივობებით მე გავზომე , თუ რამდენად შეძლეს მოსწავლეებმა გაკვეთილის
მიზნის მიღწევა . გაკვეთლის ბოლოსთვის ისინი იცნობდნენ ბავშთა უფლებების კონვენციის
ზოგად დებულებებს და განამტკიცეს მოდალური ზმნების ფორმები, რაც ნიშნავს
, რომ გაკვეთილის მიზანი მიღწეული იყო.
ü რა შეიცვლება
თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?
მე ადრეც მივმართავდი ბლუმის ტაქსონომიის პრინციპს სწავლებისას.
თუმცა ამას ვახდენდი უფრო გრძელვადიან პროექტებზე მუშაობის დროს, სადაც სწავლების
ყველა ეტაპებზე ვახდენდი ამ პრინციპის
გამოყენებას. ერთი გაკვეთილისათვის ბლუმის იერარქიის დაცვა- ცოდნის მოპოვება- ტექსტის
გაცნობა, ცოდნის გამოყენება- კატეგორიებად
დაჯგუფება, გაანალიზება და შემდეგ საკუთარი
პროდუქტის შექმნა-სინთეზი მანამდე არ გამომიყენებია. დავინახე, რომ ერთი გაკვეთილის
ჩატარება შესაძლებელია ამ პრინციპის ხელმძღვანელობით.
ü სასწავლო
პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას /პრობლემის დაძლევას შეუწყობს ხელს
და როგორ ჩატარებული გაკვეთილი?
ასეთი ტიპის
გაკვეთილებს დიდი სიხშირით არ ვატარებ. ჩატარებულმა გაკვეთილმა დამანახა, რომ მოსწავლის მომზადების დონე არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი
საგნის კომპეტენციით, არამედ ის უნდა ახდენდეს
სხვასხვა დისციპლინაში მოპოვებული ცოდნის
ინტეგრაციას. ამის მიღწევა შესაძლებელია ასეთი თიპის გაკვეთილების ხშირად ჩატარებით.
გაკვეთილის კონტენტს საჭიროს და დროულს მივიჩნევ
სწავლების ამ საფეხურზე. მოსწავლეები უნდა ფლობდეს ბავშვთა უფლებათა კონვენციის შინაარსს ინგლისურ ენაზე, ხოლო შერჩეული გრამატიკული
კატეგორია - ვალდებულების გამომხატველი მოდალური ზმნები ზუსტად ასეთი ტიპის ტექსტების შექმნისას გამოიყენება.
ü რომელი
აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
გეგმით განსაზღვრული
ყველა აქტივობა ჩატარდა დროის მართებულად გამოყენებით. დროის მენეჯმენტი
მტკივნეული წერტილია , რადგანაც ერთი გავეთილის ფარგლებში მინდა მეტი რაიმის მოსწრება.
თუმცა ამ გაკვეთილზე მე მოვახერხე დროის მაქსიმალურად
გამოყენება და ყველა დაგეგმილი აქტივობები სრულად განვახორცილე.
ü რომელ
კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული
და რატომ?
მე ვთვლი, რომ გაკვეთილის გარდატეხის წერტილს წარმოადგენდა აქტივობა,
რომელიც მოითხოვდა მოსწავლეებისგან გაერჩიათ
მოვალეობა უფლებებისგან. სწორედ ამ აქტივობით
მინდოდა ჩემი მოსწავლეებისათვის შემეხსენებინა, რომ გარდა უფლებებისა ,ჩვენ გაგვაჩნია მოვალეობები და
მათი რაოდენობა აღემატება უფლებებს. ამიტომ ამ კომპონენტს ვთვლი ყველაზე წარმატებულად.
წინასწარ დამზადებული მქონდა ხელის მტევნები , რომლებზეც წარწერილი იყო უფლებები და მოვალეობები . აქტივობის შესრულების სისწორე შევამოწმე მათი წარდგენით. ისინი
მიკრული იყო მაგნიტური დაფის უკან.
ü რა საჭიროებს
გაუმჯობესებას და როგორ?
ასეთი გაკვეთილის
შემდგომში ჩატარებისას მე გამოვიყენებ
ვენის დიაგრამას , ასევე შესაძლებელია ე.წ.
T-დიაგრამის გამოყენება. ასევე მოსწავლეების გამოძახება ჩხირებით და გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეების რეფლექსიის გაკეთება, რომელიც მე სიტყვიერად
გავაკეთებინე ზოგიერთ მოსწავლეს. აჯობებდა
შემედგინა კითხვარი და დამერიგებინა მოსწავლეებისათვის,რომლებსაც გაკეთილის დასასრულს
ავკრებდი.
ü რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?
როგორც ვარიანტი შესაძლებელია მოსწავლეებმა გაკვეთილზე მოახდინონ წინასწარ
ამოჭრილ ხელის მტევნებზე დააწერონ თავიანთი
უფლება- მოვალეობანი და ეს აქტივობა გაკეთდეს ჯგუფურ მუშაობად. ასე მოსწავლეები მეტი
ინტერესს გამოავლენენ შესასწავლ მასალის მიმართ.
ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადება და ჩატარება
სერიოზული და საპასუხისმგებლო წამოწყებაა.ის მოითხოვს მასწავლებლისგან არა მარტო საკუთარი
საგნის კომპეტენციის ფლობას. ეს მოითხოვს მეტ მომზადებას მასწავლებისგან და ახალი ცოდნის და კომპეტენციის შეძენას . ეს შრომატევადი პროცესია,
თუმცა მე მესმის , რომ იმისათვის, რომ დღევანდელ გამოწვევებს ვუპასუხო , მე მეტი სიხშირით უნდა მოვახდინო
საგნების ინტეგრაცია და მსაგავსი გაკვეთილები
უფრო ხშირად დავგეგმო.
გაკვეთილის გეგმა
მასწ.ნინო
კანდელაკი 13.
03.
2013
გაკვეთილის
მთავარი თემა
|
საქართველოს ეროვნული სიმბოლოები , საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მოკლე
ესეს შექმნა
|
სწავლების საფეხური
|
მე-62კლასი, დონე 4
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
კლასში 31 მოსწავლეა.ზოგადად კლასის აკადემიური მოსწრება კარგია.არის
10
წარჩინებული მოსწავლე.კლასში არ არის განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მოსწავლე.მოსწავლეები
სასწავლო პროგრამას ინტერესით ეუფლებიან
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეებში
მსოფლმხედველობის ამღლების ხელშეწყობა,
კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა
|
გაკვეთილის
მიზანი; შედეგი
|
მოსწავლეები
შეძლებენ ეროვნული სიმბოლოების აღწერას საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
|
შეფასების საგანი
და პროცედურები
|
კითხვა,
საუბარი, ჯგუფური მუშაობა, დისკუსია,პრეზენტაცია
|
სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსები
|
ფლიპჩარტი, დაფა,ციდიპლეერი, კომპაქტ დისკი 1,MACMILLAN ENGLISH, level 4,ლეპტოპი, მეხსიერების ბარათი ე.წ. ჩიპი.
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
1.
მოთელვა. სიტყვა
საქართველოს გან ინიციალების
შედგენა-5 წუთი
2.
აქტივობა : ვიდეოს
ჩვენება საქართველოს სიმბოლოების შესახებ-5 წ.
3.
აქტივობა: როლური
თამაში- ორი უცხოური ტურისტი ეძებს დასასვენებელ ადგილს-5 წ.
4.
აქტივობა: ჯგუფური მუშაობა. 6 ჯგუფი თითოში 5 მოსწავლით აღწერენ ერთ
მიზეზს თუ რატომ უნდა ეწვიონ საქართველოს- 5წუთი
5.
აქტივობა: პრეზენტაცია -ყოველი ჯგუფი წარადგენს თავის მიზეზს-20 წ.
6.
აქტივობა: მართალი-მცდარი -5 წუთი
|
შევიკრიბეთ სააქტო დარბაზში, სადაც მოხდა ჩვენი სიგელებით დაჯილდოვება. ყველა მონაწილე გამარჯვებულ მასწავლებელს
გადმოგვეცა დამადასტურებელი სერტიფიკატები.
12 საათზე ჩვენ გამოვემგზავრეთ ქუთაისში ბათუმის
მასწავლებლებთან ერთად.
ყველა
მონაწილე უცხო ენების მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი მასალები იხილეთ დანართში.
ELCE Lesson Plan
Name:Nino
Kandelaki
|
Date:
13.03.13
|
ELTT:
Kirsten Mashinter
|
Grade:6
|
ELCE
Module: Number 4
|
Number
of Students:31
|
___________________________________________________________
Overall Objective Sts. will learn to describe the national
symbols of Georgia
Language Objective Sts.
will be able to use the taught vocabulary
to state their opinions
Civic Education Objective Sts.
will be able to describe major GEORGIAN symbols
Curriculum Connection English
curriculum, grade 6, level 4
Class Context and Needs. Primary classroom,basic level
learners
Materials Flip
chart, board, CD player, Macmillan,
level 4, CD 1, ,laptop, memory card, hand out with the comprehension task
Activities Warming
up
Group work-discussion,
presentation
Assessment group
work, speaking
Overall Objective Sts. will learn to describe the national symbols of Georgia
Language Objective: Sts. will be able to use the taught vocabulary
to state their opinions
Civic Objective: Sts. will be able to
describe major GEORGIAN symbols
|
||
Stage
of Lesson
|
Activity
|
|
WARM UP
|
Making up words to The initials of the word
“Georgia”
|
|
Activity 1
|
Presenting a video (slide show) about the symbols of
Georgia
|
|
Activity 2
|
Role play :two foreign tourists are at the
travel agency looking for aplace to rest in summer
|
|
Activity 4
|
Group work:6 groups with 5 sts each describe at least one reason of visiting Georgia
|
|
Activity 5
|
Presentation: each group presents each reason
|
|
Activity 6
|
Comprehension check true-false
|
|
Activity 6
|
||
Assessment
|
Listening, presentation
|
Georgian Shepherd is an Aboriginal dog from the Georgian mountains in the Caucasus. It is an ancient working breed from Georgia.[1] The Georgian shepherd is related to the Caucasian Shepherd Dog and the Russian "Caucasian Ovcharka". There are two kinds of Georgian mountain dog: short haired kazbegian dog called "Nagazi"; long haired Georgian mountain dog. The shorter coated Georgian Mountain Dog is an ancient working breed from Georgia. Georgians were calling this dog "Nagazi". It has been used as a sheep guard dog for centuries. The breed is extremely popular in Georgia. Here comes the Georgian shepherd dog known a
READ THE TEXT AND SAY WHETHER THE SENTENCES ARE TRUE OR FALSE
re re
1. THERE ARE THREE KINDS OF MOUTAIN DOGS IN GEORGIA TRUE/FALSE
2. NAGAZI IS A LONG HAIRED DOG TRUE/FALSE
3. NAGAZI PROTECTED THE PIGS TRUE/FALSE
4. IT IS ANEW BREED TRUE/FALSE
გაკვეთილზე გამოყენებული შეფასების სქემა
კრიტერიუმი/
|
დაბალი
(1–3)
|
საშუალოზე
დაბალი
(4–5)
|
საშუალოზე
მაღალი
(6–8)
|
საუკეთესო
(9–10)
|
გაკვეთილზე
აქტიურობა
|
გაკვეთილზე
პასიურობს.
|
ნაკლებად
მონაწილეობს
ჯგუფურ
დავალებაში
|
მონაწილეობს
ჯგუფურ
მუშაობაში,
|
აქტიურია
ჯგუფურ
და
სხვა
ტიპის
დავალებების
შესრულებაში.
|
ლექსიკური
მარაგი
|
უჭირს
არამარტო
ახალი,
არამედ
ნებისმიერი
სიტყვის
დამახსოვრება.
|
არ
იცის
გაკვეთილთან
დაკავშირებული
სიტყვები,
|
იცის
სიტყვები,თუმცა აქვს შეცდომები
მართლწერასა
და
წარმოთქმაში.
|
უშეცდომოდ
წარმოსთქვამს
და
წერს
ახალ
სიტყვებს.
|
მოცემულ
თემაზე
საუბრის/მსჯე–ლობის უნარი
|
ამბობს
ცალკეულ
სიტყვებს.
|
საუბრობს
გაუგებრად,
აზრის
გაგება
ჭირს,
წინადადებები
არასწორია
|
საუბრობს
შეცდო–
მებით,თუმცა აზრის გაგება შესაძლებელია, იყენებს მარტივ
წინადადებებს.
|
საუბრობს
კარგად,
იყენებს
რთულ
წინადადე
ბებს,
აქვს
მინიმალური
შეცდომები.
|
სამოდელო გაკვეთილის გეგმა 3 1 კლასი
ინგლისური ენა. მასწავლებელი ნ. კანდელაკი
თარიღი : 23.01. 2015
გაკვეთილის
მთავარი თემა
|
მოვუსმინოთ მუსიკას
LET’S
LISTEN TO MUSIC
|
სწავლების საფეხური
|
მე-3 კლასი. დ .III.
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
კლასში 28 მოსწავლეა.
არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე.
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
.1.გაკვეთილი
ეყრდნობა წინათ შესწავლილი ლექსიკური ერთეულების ცოდნას.
2.აქტუალურია და საინტერესო შეიტყონ მოსწავლეებმა ,თუ რა მუსიკის
მოსასმენი მოწყობილობები არსებობს
3.ინგლისურ
ენაზე ფაქტობრივი ინფორმაციის გაცნობა
4. ინგლისური სიმღერის კარაოკეზე
მოსმენა და მისი შესრულება
|
გაკვეთილის
მიზანი და შედეგები
|
გავაცნო და შევასწავლო მოსწავლეებს უძველესი და თანამედროვე მუსიკალური დანადგარების
შესახებ
მოსწავლეები
ახალ ლექსიკურ ერთეულებს გამოყენებით
გადმოცემენ საკუთარ აზრს უცხ.დ.III.18. მოსწავლეები აქტიურად ჩაებმებიან
სასწავლო პროცესში,უცხ.დ.III.21. მოსწავლეს
შეძლებენ სხვადასხვა
ხერხის გამოყენებას
ლექსიკური მასალის
ასათვისებლად.
.მოსმენა-უცხ.დ.III.3.მოსწავლეები
შეძლებენ მოსმენილი
მცირე ზომის აღწერითი/ ნარატიული ხასიათის
ილუსტრირებული
ტექსტის გაგებას. უცხ.დ.III.6. მოსწავლეები გამოიმუშავებენ ა ხმამაღალი კითხვის
ელემენტარული უნარ-ჩვევას.
უცხ.დ.III.5. მოსწავლეები შეძლებენ ილუსტრირებული ტექსტების
გაგებას და მათში ინფორმაციის მოძიებას;უცხ.დ.III.14. მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის ამოცნობას კულტურის სფეროდან;-უცხ.დ.III.10. მოსწავლეები შეძლებენ ტექსტების ზეპირად თქმას და ლექსიკური ცოდნის გამოვლენას.
|
წინასწარი ცოდნა
|
1.საჭიროა გრამატიკული ფორმების (Past Simple of Irregular verbs , Degrees of Comparison of Adjectives)ფლობა.
2. გარკვეული
ლექსიკური მასალის ფლობა, როგორიცაა :
machine, singer, trumpet, drum, violin.
3. ინგლისურ
ენაზე ინსტრუქციების გაგება , როგორიცაა: listen,
clap, open, close, say, come, clean, stick
|
შეფასების საგანი
და პროცედურები
|
1.
როგორ იყენებენ
მოსწავლეები ახალ ლექსიკურ ერთეულებს.
2.
მოსწავლეების მიერ ტექსტის ინტერპრეტირება.
|
სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსები
|
1.დაფა
2.ცარცი
3.ფლიპჩარტი
4.სახელმძღვანელო
English World,Level
3,Macmillan.
5.აუდიოპლეიერი
(СD Player,Disc 2 )
6. მუსიკალრი ინსტრუმენტების და დანადგარების ფოტოები ან სურათები ,
5 ცალი
7. პროექტორი
8.პერსონალური კომპიუტერი, ე.წ. ლეპტოპი
9. კომპიუტერული პროგრამების გამოყენება:MS OFFICE WORD
2007, WINDOWS PLAYER, MOVIE MAKER,
http://youtube.com/watch?v=ZBjFYW_TrdM
|
გაკვეთილის
მსვლელობა
|
1.ორგანიზაციული მომენტი:მისალმება, სიის ამოკითხვა, -1 წ.
2.აქტივობა-მოთელვა (Warming Up Activity
– Matching pictures with the words) სურათების და სიტყვების შესაბამება .მოსწავლეები მოახდენენ
სურათების სიტყვებთან შესაბამებას.
უცხ.დ.III.18. მოსწავლე
აქტიურადაა ჩაბმული
სასწავლო
პროცესში,უცხ.დ.III.21. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა
ხერხის გამოყენება
ლექსიკური მასალის
ასათვისებლად.
3-5
წუთი
3.აქტივობა: სიტყვების ძებნა
Word Search -მოსწავლეები
მოძებნიან 8 სიტყვას თემაზე
” მუსიკა“.თითოეულ მოსწავლეს მიეცემა დავალება ფურცელზე, ხოლო დაფაზე ფლიპჩარტზე
არის გამოსახული იგივე დავალება უფრო დიდ ფორმატზე. მოსწავლეები მოძებნიან სიტყვებს თავიანთ ფუცლებზე და შემდეგ თითოეული გამოვა დაფასთან და შემოხაზავს ფლიპჩარტზე.პროცესში,უცხ.დ.III.21. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა
ხერხის გამოყენება
ლექსიკური მასალის
ასათვისებლად.
- 5 წ.
4.აქტივობა: მოსმენა: Listening .მოსწავლეები მოუსმენენ ტექსტს მუსიკის მოსასმენ მოწყობილობების შესახებ . უცხ.დ.III .4. მოსწავლეს გამომუშავებული
აქვს მოსმენის უნარ_ჩვევები.book, Unit
5 , pg 56, 57 - 3 წ.
5. აქტივობა : კითხვა Reading მოსწავლეები წაიკითხავენ
ტექსტს ხმამაღლა და მოემზადებიან უპასუხონ
კითხვებს . უცხ.დ.III .6. მოსწავლეს გამომუშავებული
აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა. მოსწავლეები ყურადღებით გაეცნობიან ინფორმაციას და მოემზადებიან უპასუხონ კითხვებს- 5-7 წ.
6. .აქტივობა: პრეზენტაციის ყურება
. Watching the Power Prezentation. მასწავლებელი
პროექტორით აჩვენებს პრეზენტაციას მუსიკალურ დანადგარებზე და მოემზადებიან უპასუხონ
კითხვებს 1-2 წ.
7.აქტივობა: კითხვებზე პასუხის
გაცემა.
Answering the questions.
მოსწავლეებს მიეცემათ კითხვები და ისინი უპასუხებენ მათ.უცხ.დ.III.5. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.- 5 წუთი
8.აქტივობა : დეფინიციების
და სიტყვების შესაბამება .Matching
words with their definitions. თითოეულ მოსწავლეს მიეცემა დავალება ცალკეულ ფურცელზე და ისინი ინდივიდუალურად შეასრულებენ მას.შემდეგ მოხდება დავალების შემოწმება -5 წ.
9. აქტივობა :გრამატიკაზე მუშაობა: ჩასვით ზმნები : Complete the sentences with the verbs . მოსწავლებს მიეცემათ დავალება და ისინი იმდივიდუალურად შეასრულებენ
მას. -5 წ.
10.აქტივობა
:კარაოკეს ყურება- სიმღერის შესრულება :Watching and singing karaoke. მასწავლებელი ახსენებს კიდევ ერთ მუსიკის მოსასმენ მოწყობილობას- კარაოკეს და აჩვენებს მოსწავლეებს
სიმღერას. შემდეგ ყველა მოსწავლე ერთად შეასრულებს სიმღერას.
http://youtube.com/watch?v=ZBjFYW_TrdM
.უცხ.დ.III.14. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან. მოსწავლეებმა უყურეს 3.5 წუთიან ვიდეოს -სიმღერას .აქტივობა ემსახურება მოსწავლეებმა გაამყარონ მოსმენილი , წაკითხული და გაანალიზებული
ინფორმაცია შესაჯამებლად . – 5
წუთი
11. საშინაო დავალების მიცემა: Book , pg. 63
|
სამოდელო გაკვეთილის შეფასების
კრიტერიუმი
კრიტერიუმი
შკალა
|
დაბალი
მწვანე
ფერის
სმაილიკი
|
საშუალოზე
დაბალი
ლურჯი ფერის
სმაილი
|
საშუალოზე
მაღალი
ნარინჯისფერი სმაილიკი
|
უმაღლესი
იასამნისფერი, წითელი ფერის სამილიკი
|
კითხვა
ტექსტში ორიენტაცია
ინტონაციისა და მახვილის სწორად გამოყენება
გამოთქმა
წაკითხულის შინაარსის გაგება
|
კითხვის ტექნიკას ფლობს სუსტად, ვერ გამოყოფს მთავარ აზრს, სიტყვებს არასწორად წარმოთქვამს,
წაკითხულის შინაარს ვერ იგებს.
|
სწორად კითხულობს ცალკეულ სიტყვებს,ინტონაციას ვერ
აკონტროლებს, ზოგიერთ სიტყვებს სწორად წარმოთქვამს, წინადადების და აბზაცის შინაარს
ერთიანობაში ძნელად იგებს
|
სწორად კითხულობს სიტყვებს, სწორად იყენებს ინტონაციას,
წაკითხულის შინაარს ნაწილობრივ იგებს. ტექსტში ახერხებს დახმარებით ორიენტაციას.
|
კითხულობს ხმამაღლა, მკვეთრად , სწორად იყენებს ინტონაციას,
სეუძლია ემოციის გადმოცემა. ტექსტში . დამოუკიდებლად ორიენტირებს ტექსტში
|
ტექსტის ანალიზი
მოცემულ თემაზე
საუბრის/მსჯე–ლობის უნარი
|
მოსწავლე გებულობს ცალკეულ სიტყვებს და წინადადებებს მაგრამ ვერ აკეთებს ანალიზს
|
მოსწავლე ნაწილობრივ გებულობს ტექსტის შინაარს
|
მოსწავლემ კარგად გაიგო ტექსტი და შეუძლია ანალიზის გაკეთება
|
მოსწავლე ზუსტად გებულობს ტექსტის მთავარ აზრს და აკეთებს სწორ ანალიზს
|
ჯგუფური
მუშაობა., პრეზენტაცია
ჩართულობა, ჯგუფში თანამშრომლობა
|
არ შეუძლია, ვერ გადმოსცემს აზრს
|
ცდილობს მაგრამ არ გამოსდის, საჭირო რჩევებს ვერ აძლევს ჯგუფს
|
გარკვეულწილად ჩართულია ჯგუფის მუშაობაში
|
შეთანხმებულად მუშაობს ჯგუფთან, აქვს ლიდერის თვისებები
|
შენიშვნა
|
Task 1.
Match the definitions with
the words.
Gramophone,
phonograph, MP3- player, microphone ,CD-player.
1.
It is big. It plays round discs.
2.
It
records big bands with lots of drums, trumpets and singers.
3.
This small machine plays small plastic discs.
4.
You can
listen to music in the streets with this
small machine
5.
This
machine recorded music into the cylinder.
Task 2.
Complete the sentences using verbs
in the Past Simple:
Liked,
invented, listened, played, was.
1.
The
gramophones … round plastic discs
2.
First, there … a
phonograph
3.
People
…. the bright colours of the new gramophones
4.
Thomas
Edison … the first
music player.
5.
Families
… to the music
together in their living rooms
Answer
the questions:
1.
What was the first
music player?
2.
Who
invented the phonograph?
3.
Where did
the families listen to the songs?
4.
What
machine needs earphones?
5.
What was the second music
machine?
6.
What is
the smallest music machine?
7.
What is
the biggest music machine?
სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში
23.01.2015 წ. ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი მე-31 კლასში, მასწ. ნ. კანდელაკი, დამრიგ. დალი მაღლაკელიძე. გაკვეთილის თემა იყო მუსიკალური მოწყობილებები და დანადგარები. Music Machines. გაკვეთილზე განხორცილდა სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა სიტყვების და სურათების შესაბამება, აუდიომოსმენა, დამალული სიტყვების ძებნა, სიტყვების განმარტებების და მცნებების შეთავსება, ხმამაღალი კითხვა, კითხვებზე პასუხის გაცემა ტექსტის გაანალიზების მიზნით. მოსწავლეები გაეცვნენ ძველ და თანამედროვე მუსიკალურ დანადგარებს. გაკვეთილის ბოლო აკორდი იყო კარაოკეს ყურება და შემდგომი სიმღერის შესრულება .გაკვეთილს დაესწრნენ ინგლისური ენის მასწავლებლები და კლასის დამრიგებელი. მოსწავლეები აქტიურები იყვენენ და წარმატებით გაართვენ თავი დავალებებს. გაკვეთილზე გამოყენებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიები. საინტერესოდ წარიმართა მოსწავლეების შეფასება: მათ მიიღეს სხვადასხვა ფერის სმაილიკები, რომლებიც წინასწარ იყო შესაბამებაში კრიტერიუმებთან, კერძოდ კი, უმაღლესი შეფასება- იასამნისფერი, წითელი სმაილიკები, კარგი - ნარინჯისფერი სმაილიკები, საშუალო- ლურჯი ფერის სამილიკეი, სუსტი- მწვანე ფერის სმაილიკები.
რეფლექსია, გაკვეთილის შემდგომ ნააზრევი.
მე -3 კლასში ინგლისური ენის სწავლების მესამე წელია. ამ ეტაპზე მოსწავლეები უკვე ეზიარნენ ინგლისური ენის მთავარ სირთულეს - წარმოთქმას და მართლწერის ცალკეულ სირთულეებს. ბავშვები უკვე მიეჩვივნენ საგნის მოთხოვნებს. იწყება გაცნობა გრამატიკულ კატეგორიებთან, როგორიცაა, წარსული დრო, ზედსართავი სახელების ხარისხები. სახელმძღვანელოს მიერ გათვალისწინებულია შეასწავლოს მოსწავლეებს სხვადასხვა რეალიების შესახებ. მოცემულ გაკვეთილზე ისწავლება მუსიკალური დანადგარები,თანამედროვე მოზარდეებისათვის საინტერესოა გაიგონ თუ რომელი იყო პირველი მუსიკის მოსასმენი მოწყობილებები. გაკვეთილი დაგეგმილი იყო ისეთნაირად, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ თვითონ აეთვისებინად ახალი მასალა ძველ მასალაზე დაყრდნობით . აქტივობებიც დავგეგმე შესაბამისად მიზანთან- სურათების და სიტყვების შესაბამება, სიტყვათა ძებნა, მოსმენა, კითხვა, POWER POINT PREZENTATION , ლექსიკური დავალება და , ბოლოს, კარაოკეს თანხლებით სიმღერა. ბოლო აქტივობამ მომცა საშუალება გამეცნო მოსწავლეებისათვის კიდევ ერთი მუსიკალური მოწყობილება -კარაოკე. ყველა დაგეგმილი აქტივობა შესრულდა, თუმცა ოდნავ მოხდა დროის ლიმიტის გადაბიჯება და ზარმა ბოლო აქტივობაზე მოგვისწრო. გაკვეთილზე აგრეთვე შევასრულეთ ფიზიკური ვარჯიშიც, ხოლო კარაოკე სიმღერის და ცეკვის შესრულება შესანიშნავი კინესტეტიკა იყო.
წარმატებებს გისურვებთ!ზალიან ნაყოფიერი და საინტერესო ნაშრომებია!1
ReplyDeleteწარმატებებს გისურვებთ!ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო ნაშრომებია!1
ReplyDeleteწარმატებები!ძალიან მომეწონა თქვენი ნამუშევრები!
ReplyDelete