მილენიუმის უნარების ტრენინგი
I.
მილენიუმის
უნარების ტრენინგში, რომლის 12 საკონტაქტო
საათიანი ტრენინგი გავიარე.
2016 წლის 22-23 ოქტომბერს მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების პროექტის ფარგლებში
გავიარე პირველი მოდული
„მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო
გარემოს მახასიათებლები“, ტრენერი
ირინე აბდალაძე. ტრენინგი მოიცავდა ორ (6 საათიან) სამუშაო დღეს.
პირველი დღე
დაიწყო წინასატრენინგო დავალების
შეჯამებით, მეორე აქტივობის მიხედვით
შევავსეთ ცხრილები რომლებშიც
გავითვალისწინეთ ერთი კონკრეტული
მოსწავლის მახასიათებლები და ვიმსჯელეთ როგორც
მოსწავლის ასევე სასწავლო
გარემოს მახასიათებლებზე. ამის შემდეგ
გავეცანით საკითხავ მასალას
კვლევის მეთოდების შესახებ
: დაკვირვება, ინტერვიუ, კითხვარი,ფოკუს-ჯგუფი, გამოკითხვა, ტესტირება, ექსპერიმენტი
და ვიმსჯელეთ თითოეულ
მათგანზე. ასევე ვისაუბრეთ
დიფერენცირებულ მიდგომაზე, მოსწავლეთა
ეფექტიან და ნაკლებად
ეფექტიან მოტივატორებზე.
პირველი
სამუშაო დღის დასასრულს
მოვახდინთ ტრენინგზე მიღებული
ცოდნისა და გამოცდილების რეფლექსია.
მეორე სამუშაო
დღეს გავეცანით სიტუაციას
„სილამაზე და მათემატიკა“ და ვიმსჯელეთ ამ სიტუაციის ირგვლივ.
პრობლემა მდგომარეობდა იმაში,
რომ მასწავლებლებს ჰქონდათ
არასათანადო მოლოდინი, არ გაითვალისწინეს მოსწავლეთა
წინარე ცოდნა და შესაბამისად
ვერ
გავიდნენ შედეგზე. გამომწვევ
მიზეზებად მივიჩნიეთ ის, რომ მასწავლებლებმა არ გაითვალისწინენ დიფერენცირებული მიდგომა
გამომდინარე იქედან თუ
რა წინარე ცოდნა
ჰქონდათ მოწავლეებს, ადგილი
ჰქონდა დემოტივაციას გენდერული
თვალსაზრისით , გადაჭრის გზაც შესაბამისად იქნებოდა
ის რომ მათ უნდა გაეთვალისწინებინათ წინარე
ცოდნა, დიფერენცირებული მიდგომა
არ დაესახათ არასათანადო
მოლოდინები , ასევე თავი შეეკავებინათ
დემოტივაციისაგან.
ვიმსჯელეთ მაღალ
სააზროვნო უნარებზე: შემოქმედებითი აზროვნება,
კრიტიკული აზროვნება, მეტაგოგნიტური
უნარები, ტრანსფერული უნარები.
დავიყავით ჯგუფებად, მოვიძიეთ
და ჩავინიშნეთ იმფორმაციები
იმის შესახე თუ როგორ შევუწყოთ
ხელი მოსწავლეებში ამ უნარების
განვითარებას, მოვიყვანეთ მაგალითები საკუთარი
პრაქტიკიდან. ვისაუბრეთ პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული
სწავლების როლზე, მოსწავლეზე
ორიენტირებულ სასწავლო გარემოში
მოსწავლეთ მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარებისათვის. იმაზე თუ როგორ ვიყენებდით
ან და გამოვიყენებთ
ამ ყველაფერს საკუთარ
პრაქტიკაში. ტრენინგის დასასულს მოგვეცა
ტრენინგის შემდგომი საშინაო
დავალება საგნობრივ სტანდარტზე დაყრდნობით
ავღწეროთ :პროექტით სწავლება, პრობლემაზე ან კვლევაზე დაფუძნებული
სწავლება.
No comments:
Post a Comment