კონკურსი
ინგლისური ენის კათედრამ ჩაატარა ლექსიკური კონკურსი ''WORD QUIZ" (სიტყვათა ვიქტორინა ). კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეეებმა. ეს იყო მაკმილანის სახელმძღვანელოში (Macmillan , level 5 )შესწავლილი ლექსიკური მასალის ერთგვარი შეჯამება-განმტკიცება . სახელმძღვანელო გვთავაზობს მრალმხრივ და თემატურად მდიდარ მასალას, რომელიც სფუძველს უყრის მოსწავლეებში ისეთი მნიშვნელოვანი უნარის განვითარებას, როგორიცაა მართლწერა და საუბარი. ინგლისური ენის სპეციფიკას სწორედ ენის არაერთგვაროვანი წერის წესებია, რომლების ცოდნა ეხმარება შემსწავლებლებს მართებულად აწარმოონ წერითი კომუნიკაცია. შეიძლება ითქვას ,რომ ეს თავისებურება სრულ წინააღმდეგობაშია ქართული ენის მართლწერის წესებთან. აქედან გამომდინარე, ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებს სიღრმისეულად შეისწავლონ ინგლისური წერა.კონკურსში გამოვლინდა გამარჯვებული- მე-6ა კლასის მოსწავლე კურტანიძე რეზო.( მასწავლებელი- ლელა იმნაიშვილი, დამრიგებელი ელისო ბაქრაძე). მისი ნამუშევარი გამოირჩეოდა აბსოლიტური სიზუსტით და სისუფთავით. მე-2 ადგილის მფლობელი გახდა მე-5ა კლასის მოსწალე გიორგი ჩიქოვანი( მასწავლებელი ნინო კანდელაკი, დამრიგებელი ხათუნა სვანიშვილი), ხოლო მე-3 ადგილი დაიკავეს :1. მე-5 ბ კლასის მოსწავლე ლიზი ღაჭავა( მასწავლებელი ელენე ჩუმაშვილი, დამრიგებელი ნინო ჯიბლაძე),2. ცოტნე გვანცელაძე ,3.მათე გოგოლაძე, მე-6 ა კლასი ( მასწავლებელი- ლელა იმნაიშვილი, დამრიგებელი ელისო ბაქრაძე). გამარჯვებულ და მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები.
No comments:
Post a Comment