me
Total Pageviews
Pages
- Home
- ჩემს შესახებ
- სასწავლო და თემატური გეგმები
- სამოდელო გაკვეთილები
- პროექტები
- პროექტ-გაკვეთილები
- OUR FOREIGN CO-TEACHERS ჩვენი უცხოელი კოლეგები
- კოლეგებთან თანამშრომლობა
- მოდულ-ტრენინგის ავტორობა
- ეროვნული კონფერენცია
- ტრენინგები, სემინარები,კონფერენციები
- რესურსები
- არაფორმალურ გარემოში
- მოსწავლეთა კონფერენცია
- თემატური გეგმები
- ჩემი მოსწავლეები
- შემაჯამებელი სამუშაოები
- ENGLISH CLUB
Wednesday, June 17, 2015
ჩატარდა გამოცდები 9 კლასებში. მათ შორის ინგლისურშიც. შედეგები არ არის დამაკმაყოფილებელი, ნამდვილად. თვით ტესტი შედგებოდა 70 საკითხისგან, რომლეშიც მეტი წილი მოდიოდა ლექსიკურ ნაწილზე. შეიძლება ითქვას, რომ ტესტი საკმაოდ დიდი მოცულობის იყო. ჩემი აზრით, 50 საკითხი იქნებოდა საკმარისი. ვინაიდან ეს საპილოტე ტესტირება იყო, დირექტორმა, ქ-ნმა ნ. ჩუბინიძემ მომცა უფლება მცირე ხნით დავსწრებოდე გამოცდას და საკუთარი თვალით მენახა , თუ რა სახით მიმდინარეობდა გამოცდა. აღსანიშნავია, რომ ბევრ მოსწავლეს შეუშალა ხელი მღელვარებამ, რადგანაც ამ სახით, კომპიუტერთან ადაპტირებულად, პირველად აბარებდნენ ტესტირებას. ზოგადად, ტესტი სირთულეზეც ცალკე სათქმელია- იგი გათვლილი იყო კარგ მოსწავლეზე, და არა საშუალოზე, როგორც ველოდებოდი. ჩვენ, ლელა იმნაიშვილმა და მე, გავაკეთეთ გამოცდის შემდეგ ტესტი და მივიღეთ 67 ქულა 70 დან.არ ვიცი, რატომ არ მივიღეთ მაქსიმალური ქულა, ალბათ, რაიმე საკითხი შეცდომით გადავეცით. ზოგიერთ საკითხს სურათი გადავუღე, რადგანაც ტესტის პაკეტის სხვაგვარად დამახსოვრება და შენახვა შეუძლებელი იყო. აი ზოგი მათგანი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment