me
Total Pageviews
Pages
- Home
- ჩემს შესახებ
- სასწავლო და თემატური გეგმები
- სამოდელო გაკვეთილები
- პროექტები
- პროექტ-გაკვეთილები
- OUR FOREIGN CO-TEACHERS ჩვენი უცხოელი კოლეგები
- კოლეგებთან თანამშრომლობა
- მოდულ-ტრენინგის ავტორობა
- ეროვნული კონფერენცია
- ტრენინგები, სემინარები,კონფერენციები
- რესურსები
- არაფორმალურ გარემოში
- მოსწავლეთა კონფერენცია
- თემატური გეგმები
- ჩემი მოსწავლეები
- შემაჯამებელი სამუშაოები
- ENGLISH CLUB
Friday, April 10, 2015
8.04.2015 მომიწია გაკვეთილების ჩატარება მცირერიცხოვან ჯგუფებში. მოსწავლეების სიმცირე იოლად აიიხნებოდა წინასააღდგომო განწყობით. როგორც წესი, ამ დიდი დღესასწაულის წინ შეიმჩნევა მოსწავლეების სიმცირე, რომელსაც თავისი მიზეზები აქვს და ამ მიზეზებზე ახლა არ ვაპირებ საუბარს. მე მინდა ვიაუბრო იმის შესახებ, რომ კლასებში მოსწავლეების სიმცირემ მომცა საშუალება საკმაოდ სრულყოფილი უცხოური ენის გაკვეთილის ჩატარება, როდესაც მე გავწვდი თითქმის ყველა მოსწავლეს. ასეთი შეგრძნება კარგა ხანია არ გამომიცდია-ალბათ, ასე 10 წელიწადია, ანუ მას შემდგმომ , რაც აღარ არსებობს ის ფუფუნება, რასაც კლასის განაყოფთან მუშაობა ჰქვია. გამახსენდა, თუ რამდენად ეფექტური იყო და არის ( ეს ჩემს სკოლაში არ არსებობს გაყოფილი კლასი, თორემ ბუნებაში კი არსებობს) ასეთი მუშაობა. მე შევძელი გამომეძახა 90 % მოსწავლეებისა, და მეტი ინტერესი დავინახე ის მოსწავლეებში, რომლებსაც ჩვენ ნაკლებად წარმეტებულად მივიჩნევთ.დარწმუნებული ვარ ასეთი მოსწავლეები გაზრდიდნენ არა მხოლოდ აკადემიურ მოსწრებას , არამედ მოტივაცისაც . უცხოური ენის შესწავლას მრავალი სპეციფიკა ახასიათებს, და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ სწორედ კლასში მინიმუმამდე დაყვანილი მოსწავლეების რაოდენობა, ეს პირდაპირი მოთხოვნაა, და ამაზე ნურავინ შემედავება. ამ ჩვენ განათლების სისტემაში კი არ ითვალისწინებენ ამ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. რა რეფორმაა ინგლისური ენის 1 კლასიდან შესწავლა, თუ მე გაკვეთილზე მხოლოდ 10 მოსწავლეს გავწვდი? რა ენის დაუფლებაზე უნდა იყოს საუბარი? მე ვისურვებდი, რომ რეფორმის მესვეურნი მეტად უგდებდეს ყურს პრაქტიკოს მასწავლებლებს და გამოდიოდნენ ჩვენი ყოველდღიური საჭიროებიდან და არა ქაღალდზე დაწერილი თეორიული პოსტულატებიდან , რომლებიც არ არის გამაგრებული არცერთი დღეს მომუშავე პრაქტიკოსი მასწავლებლის გამოცდილებით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment