სსიპ მე-14 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის
ნინო კანდელაკის 2016/2017 ს/წ
ჩატარებული სამუშაოს ანგარიში
I.
მე- 62 კლასში განვახორციელე საკლასო
პროექტი ” MY DIARY “.სასწავლო პროგრამით განსზღვრულია ამ დონეზე მოსწავლე გააცნო ზოგადად პირადი დღიურის წარმოებას. თავდაპირველად მე ვაჩვენე მოსწავლეებს ჩემი დისშვილი, მე-7 კლასის
მოსწავლი მიერ შედგენილი ინგლისურენოვანი დღიური . აღსანიშნავია, რომ ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთო პროცესში. მე მივეცი მათ 2 კვირიანი ვადა, რომლის
განმავლობაშიც მათ უნდა მოეძებნათ შესაბამისი
რვეულები ან ბლოკნოტები. რიგი მოსწავლეების დღიური გამოირჩეოდა მხატვრული ფასეულობით. ბავშვებს მოეძებნათ სხვადასხვა აპლიკაციები
და ჩაეკრათ თავიანთ დღიურებში. ეს იყო პირველი
ეტაპი. შემდეგ მოსწავლეებს მივეცი ნიმუში, თუ როგორ იყო მიზანშეწონილი ჩანაწერების გაკეთება. პირველი ჩანაწერი მოვახდინეთ
აწმყო დროში (PRESENT SIMPLE). ეს იყო დღიურზე
მუსაობის მეორე ეტაპი. შემდეგ ვთხოვე მოსწავლეებს აეღწერათ ერთი რიგითი დღე მათი კვირიდან.
შემდეგ ავაღწერინე ერთი განსაკუთრებული დღე. მოვახდინეთ ნამყო დროის
განმეორება-განმტკიცება (PAST SIMPLE).დღიურებს
ვუმოწმებდი სისტემატიურად, ჯერ ყოველ გაკვეთილზე, შემდეგ კვირაში ერთხელ ვამოწმებდი , თუ რა სახის ჩანაწერებს აკეტებდნენ, ვუსწორებდი გრამატიკულ შეცდომებს, ვაძლევდი
რცევებს ესთეტიკურად როგორ იქნებოდა უკეთესი
გაფორმება. ეს იყო უკვე მესამე ეტაპი.
ერთი შემაჯამებელი სამუშაო მივუძღვენი დღიური ჩანაწერს. დავგეგმე მთელი წლის განმავლობაში
აწარმოონ თავიანთ თავს და წლის ბოლოს მოვახდინოთ დღიურების
შეჯამება და მათი შეფასება.
საკლასო პროექტი ” ჩემი ქალაქი ”
My City “
II.
მე-
51, 5 2 კლასებში
დავგეგმე და განვახორციელე საკლასო
პროექტი ” ბუკლეტი” (LEAFLET).
სახელმძღვანელო გვთავაზობს გაკვეთილს , რომელშიც აღწერილია სანქტ პეტერბურგის ღირშესანიშნავი ადგილები. ეს გაკვეთილი გვთავაზობს ბუკლეტს, რომელიც იძლევა ინფორმაციას , თუ რა ადგილების ნახვა ღირს ამ ქალაქში,
აგრეთვე ტურისტების შთაბეჭდილებებს. მოსწავლეებს
ვთხოვე მოცემული ნიმუშის მიხედვით შეექმნათ ბუკლეტი. განსახორციელებლად მივეცი 2 კვირიანი ვადა. ყველა მოსწავლეებმა შეძლეს ბუკლეტის გაკეთება. ერთმა მოსწავლემ ლუკა ციცვიძემ მოამზადა ბუკლეტი დიდ ფორმატის ქაღალდზე.
აქტივობები:
1. ბუკლეტი
2. ბოტანიკურ ბაღში სტუმრობა
3. კლასის საათი ან დისკუსია თემაზე : რას ვაჩვენებდი უცხოელ სტუმარს ჩემს ქალაქში
4. კედლის პოსტერი MY CITY
5. ქალაქის ღირშესანიშნავი ადგილების
დათვალიერება
6. შთაბეჭდილებების გაზიარება
7. ფოტომასალა:
1. ბოტანიკური ბაღი
2. ბუკლეტი
3. კედლის გაზეთი
III.
ჩავერთე მილენიუმის უნარების ტრენინგში, რომლის 12 საკონტაქტო საათიანი ტრენინგი გავიარე.
2016 წლის 22-23 ოქტომბერს მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების პროექტის ფარგლებში
გავიარე პირველი მოდული
„მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო
გარემოს მახასიათებლები“, ტრენერი
ირინე აბდალაძე. ტრენინგი მოიცავდა ორ (6 საათიან) სამუშაო დღეს.
პირველი დღე
დაიწყო წინასატრენინგო დავალების
შეჯამებით, მეორე აქტივობის მიხედვით
შევავსეთ ცხრილები რომლებშიც
გავითვალისწინეთ ერთი კონკრეტული
მოსწავლის მახასიათებლები და ვიმსჯელეთ როგორც
მოსწავლის ასევე სასწავლო
გარემოს მახასიათებლებზე. ამის შემდეგ
გავეცანით საკითხავ მასალას
კვლევის მეთოდების შესახებ
: დაკვირვება, ინტერვიუ, კითხვარი,ფოკუს-ჯგუფი, გამოკითხვა, ტესტირება, ექსპერიმენტი
და ვიმსჯელეთ თითოეულ
მათგანზე. ასევე ვისაუბრეთ
დიფერენცირებულ მიდგომაზე, მოსწავლეთა
ეფექტიან და ნაკლებად
ეფექტიან მოტივატორებზე.
პირველი
სამუშაო დღის დასასრულს
მოვახდინთ ტრენინგზე მიღებული
ცოდნისა და გამოცდილების რეფლექსია.
მეორე სამუშაო
დღეს გავეცანით სიტუაციას
„სილამაზე და მათემატიკა“ და ვიმსჯელეთ ამ სიტუაციის ირგვლივ.
პრობლემა მდგომარეობდა იმაში,
რომ მასწავლებლებს ჰქონდათ
არასათანადო მოლოდინი, არ გაითვალისწინეს მოსწავლეთა
წინარე ცოდნა და შესაბამისად
ვერ
გავიდნენ შედეგზე. გამომწვევ
მიზეზებად მივიჩნიეთ ის, რომ მასწავლებლებმა არ გაითვალისწინენ დიფერენცირებული მიდგომა
გამომდინარე იქედან თუ
რა წინარე ცოდნა
ჰქონდათ მოწავლეებს, ადგილი
ჰქონდა დემოტივაციას გენდერული
თვალსაზრისით , გადაჭრის გზაც შესაბამისად იქნებოდა
ის რომ მათ უნდა გაეთვალისწინებინათ წინარე
ცოდნა, დიფერენცირებული მიდგომა
არ დაესახათ არასათანადო
მოლოდინები , ასევე თავი შეეკავებინათ
დემოტივაციისაგან.
ვიმსჯელეთ მაღალ
სააზროვნო უნარებზე: შემოქმედებითი აზროვნება,
კრიტიკული აზროვნება, მეტაგოგნიტური
უნარები, ტრანსფერული უნარები.
დავიყავით ჯგუფებად, მოვიძიეთ
და ჩავინიშნეთ იმფორმაციები
იმის შესახე თუ როგორ შევუწყოთ
ხელი მოსწავლეებში ამ უნარების
განვითარებას, მოვიყვანეთ მაგალითები საკუთარი
პრაქტიკიდან. ვისაუბრეთ პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული
სწავლების როლზე, მოსწავლეზე
ორიენტირებულ სასწავლო გარემოში
მოსწავლეთ მაღალი სააზროვნო
უნარების განვითარებისათვის. იმაზე თუ როგორ ვიყენებდით
ან და გამოვიყენებთ
ამ ყველაფერს საკუთარ
პრაქტიკაში. ტრენინგის დასასულს მოგვეცა
ტრენინგის შემდგომი საშინაო
დავალება საგნობრივ სტანდარტზე დაყრდნობით
ავღწეროთ :პროექტით სწავლება, პრობლემაზე ან კვლევაზე დაფუძნებული
სწავლება.
IV.
10,11 დეკემბერს მივიღეთ მონაწილეობა მასწავლებელთა
მე-4 ეროვნულ კონფერენციაში, სადაც ჩემი და ჩემი კოლეგის მიერ წარდგენილმა თემამ გაიმარჯვა
მიმართულებით: შემოქმედებითი აზროვნებით სწავლება.
V.
ისევე,
როგორც წინა წლებში ჩემი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა ოლიმპიადებში ინგლისურ ენაში, როგორიცაა Kings, Wings. ეროვნული ოლიმპიადის მე-2 ტურში გადავიდა მე-10 კლასელები: ავალიანი ქეთი, მარიამ კერელეიშვილი.
აგრეთვე აღსანიშნავია მე-102 კლასის
მოსწავლის მარიამ კერელეიშვილის FLEX -ის ოლიმპიადის
ფინალურ ტურში გასვლა.
ბუკლეტები
სსიპ მე-14 საჯარო სკოლის მე -52 კლასის დამრიგებლის ნინო კანდელაკის 2016/2017 ს.წ
I სემესტრში გაწეული მუშაობის
ანგარიში
მოსწავლეთა
რაოდენობა: 2016/2017
ს.წ დასაწყისში ირიცხებოდა 23 მოსწავლე, მოვიდა 1 მოსწავლე- ნინი კაპანაძე,I სემესტრის ბოლოს ირიცხება -24 მოსწავლე.
აკადემიური მოსწრება: 1
წარჩინებული მოსწავლე(ყველაფერში 10), 11 კარგი მოსწრების მოსწავლე, 12 მოსწავლე საშუალო მოსწრების მოსწავლე, 1 მოსწავლეს აქვს
4( ქართული ენა).
გაცდენების საერთო რაოდენობა -1330
მე -52 კლასთან ჩემი ნაცნობობა უკვე მე-5 წელს ითვლის.
ალბათ, ამ ფაქტორმა განსაზღვრა ის გარემოება, რომ დირექციამ კლასის მშობლებთან ერთობლიობით
გადაწყვიტეს დავესახელებინე კლასის ხელმძღვანელად.
კლასი საკმაოდ არაერთგვაროვანია, რაც ნიშნავს , რომ მასში არის როგორც
მოტივირებული, წარმატებული მოსწავლეები
, ასევე დაბალი მოტივაციის და , შესაბამისად,
დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები. კლასში არის სსმ მოსწავლე- ლაშა მელაძე,
დიფერენცირებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეები- მარიამ ქირია, მიშიკო ქუთათელაძე,
ვახტანგ ლეთოდიანი( მხედველობის პრობლემის გამო ის ვერ ახერხებს პროგრამით გათვალისწინებულ
სასწავლო მასალის ათვისებას), მძიმე სოციალური ფონის მქონე მოსწავლე- ლევან უღრელიძე,(
ცხოვრობს ანტისანიტარიულ პირობებში, არის მშობლის
მიერ იგნორირებული), სოცილურად დაუცველი ოჯახების
მოსწავლეები- თამარ გეგჭკორი, ბექა ჩიკვაიძე, მიშიკო ქუთათელაძე, ვახო ლეთოდიანი. ცხადია,
ეს ფაქტორები განაპირობებს ამ მოსწავლეების ყოფა-ცხოვრებას და მათ ქცევას და აკადემიურ
მოსწრებას.კლასში არიან ასევე წარმატებული მოსწავლეები.
16.09.2016 მოვახდინე კლასთან
კომუნიკაციის აღდგენა . უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენმა განახლებული შეხვედრა ძალიან თბილ გარემოში გაიარა. პირველივე დღეს გავაცანი მოსწავლეებს ქცევის წესები, რომლებიც მათთან ერთად შევიმუშავეთ.
ამასთან ერთად შევადგინეთ კლასის დალაგების მორიგეობის განრიგი და მოვითხოვე
ორივე დოკუმენტი ჩაეკრათ დღიურში, რომელიც ყოველდღიურად თან უნდა ატაროს
ყველა მოსწავლემ.
ასე გამოიყურება
წესები:
სკოლაში ქცევის წესები მე-5 2 კლასის მოსწავლეებისათვის
1.
გამოვცხადდე სკოლაში
სასკოლო ფორმით
2.
გაამოვცხადდე
სკოლაში დროზე, არ დავიგვიანო
3.
სკოლაში
გამოუცხადებლობის შემთხვევაში( ავად ვარ, ოჯახური პირობების გამო)
ჩემი მშობელი
უნდა დაუკავშირდეს დამრიგებელს და აცნობოს მას.
4.
დასვენებებზე
არ დავრბივარ, დავდივარ მშვიდად
5.
აუცილებლად
ვაწარმოო დღიური, დროულად შევავსო იგი
6.
თანაკლასელებს მოვეპყრო პატივისცემით, არ დავუყვირო და არავითარ შემთხვევაში არ შევეხო ხელით.
სკოლაში აკრძალულია ჩხუბი და ცემა, ისჯება მკაცრად სკოლიდან გარიცხვითაც კი.
7.
აუცილებლად
გავაგებინო მშობელს მშობელთა კრების შესახებ(
მაინც გააგებინებენ, ჯობია მე ვუთხრა)
8.
დიდი
დასვენება მოვანდომო წახემსებას , ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ მოვასწრო ჭამა.
9.
გაკვეთილზე
გამოვცხადდე დაგვიანების გარეშე, თუ ვიცი,
რომ რაიმე მიზეზის გამო დამაგვიანდება, ვთხოვო მასწავლებელს ამის შესახებ.
10.
სასკოლო
წიგნებს მოვუარო, თორემ ჩემს მშობელს მოუწევს მათი ყიდვა
11.
ეს
წესები მქონდეს დღიურში ჩაკრული და ხშირად გადავიკითხო ისინი.
მშობლებთან კომუნიკაცია.
პირველივე კვირას
მოსწავლეები გავაცანი კლასში მომუშავე მასწავლებლებს. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად
კლასის მასწავლებლები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი კლასის მიმართ, და გარკვეულწილად,
სტიგმა” სუსტი კლასი” იმკვიდრებდა ადგილს. ამის აღმოსაფხრალად მოვიწვიე საგანგებო შეხვედრა მასწავლებთან და დავსახეთ
სამუშაო სტრატეგიები იმის გათვალისწინებით , თუ რასთან გვიწევდა გამკლავება. გარდა
ამისა, I
სემესტრის განმავლობაში
6- ჯერ მოვიწვიე სამუშაო მშობელთა კრება.ყოველ პარასკევს მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მშობლებთან, რომლებზეც მათ ვაცნობ მიმდინარე აკადემიურ მოსწრებას და გვქონდა საუბრები სხვადასხვა
აქტუალურ თემაზე.რეგულარულად მიწევს მშობლებთან სატელეფონო კომუნიკაცია. თვით მშობლები
აქტიურად მიკავშირდებიან ტელეფონით , რათა
ჩამაყენონ თავიანთი შვილების საჭირბოროტო საქმეების
კურსში, კერძოდ, მკაცრად მოვითხოვ ვიყო ინფორმირებული , თუ რა მიზეზით არ ცხადდება
მოსწავლე სკოლაში. ასევე ხშირად ვხვდები მშობლებს
ინდივიდუალურად მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე.
უნდა აღინიშნოს მშობელთა მაღალი ჩართულობა მოსწავლეების საქმიანობაში. კარგად მუშაობს მშობელთა კომიტეტი.
სასწავლო აქტივობები.
ორ კვირაში ერთხელ
ვაწყობ კლასის საათს, რომლის თემატიკა შემდეგნაირია:
1.
სისუფთავის
დაცვა საკლასო ოთახში
2.
ჰიგიენა
უპიველეს ყოვლისა
3.
მშობლიური
ქვეყნის ღირშესანიშნაობების და მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ
4.
კედლის გაზეთის გამოშვება
მშობლური ქალაქის
უკეთესად გასაცნობად წამოწყებული გვაქვს ორენოვანი- ქართულ-ინგლისურ ენებზე- პროექტი,
რომლის ფარგლებშიც უკვე განვახორციელეთ:
1.
საკუთარი
ქალაქის ღირშესანიშნავი ადგილების ბუკლეტი
2.
კედლის
გაზეთი
3.
კლასის
საათი თემაზე” რას მოვუყვებოდი და რას ვაჩვენებდი
უცხოელ სტუმარს ჩემს ქალაქზე”
4.
სტუმრობა
ბოტანიკურ ბაღში
ფოტომასალა
დართულია
კლასის საათი
კედლის გაზეთის გამოშვება
ასე თბილად მომილოცეს ჩემმა ბავშვებმა დაბადების დღე
ინგლისური ენის მასწავლებლის ნინო კანდელაკის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიში 2014/2015 წლის პირველ სემესტრში
2014/2015 სასწავლო წელს ჩემი საათობრივი დატვირთვა წარმოადგენს 15 საათს. ვასწავლი მე-3 კლასებს(2), მე-7კლასს,
მე-8კლასს, მე-4 კლასს(3)
მე-3კლასებში წელს ვაგრძელებთ
ინგლისური ენის შესწავლას , ანუ ეს სწავლების მესამე წელია. აღსანიშნავია, რომ არის გარკვეული პროგრესი მოსწავლების მიერ სასწვლო პროგრამის ათვისებაში.
გარკვეული პრობლემები , როგორიცაა ადრეული
ასაკის მოსწავლეებისათვის დამახასიათებელი ყურადრების კონცენტრაციის ნაკლებობა, მაღალი მშფოთვარება,
ჰიპერაქტიურობა წელს გაცილებით ნაკლებადაა
გამოკვეთილი. შეიმჩნევა რიგი მოსწავლეებისგან
აკადემიური მოსწრების ამაღლება. ბავშვები მეტი ხალისით და ინტერესით ეუფლებიან კითხვის ტექნიკას, რაც ამ ეტაპზე პრიორრიტეტულ მიმართულებათ მიიჩნევა. მე-2 კლასელების
ლექსიკური მარაგი გაიზარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ოდენობით.
თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Macmillan English, level 3 ანუ პირველი დონის სახელმძღვანელოს ათვისება
მოხდა დაგეგმილზე ოდნავი დაგვიანებით. ამ ასპექტშიც ვხელმძღვანელობდი ხარისხობრივი მაჩვენებლით , ამიტომ პრიორიტეტად
მივიჩნიე პირველი დონე, როგორც ერთ-ერთი საპასუხისმებლო დონე სათანადოდ გამევლო.
ამჯერად, მეორე დონის მეოთხედი გავლილი გვაქვს
ნაცვლად გაწერილი ნახევრისა. შედეგად 31 კლასსი 5 წარჩინებული მოსწრების მოსწავლეა ჩემს საგანში.,ხოლო მე-32 კლასში 9 წარჩინებული მოსწავლეა.
მე-7 1კლასში ინგლისური
ენის სწავლების მე-5 წელია,
,აქ ისწავლება TOP
SCORE 1. მინდა ავღნიშნო
ამ კლასის მაღალი აკადემიური მოსწრება ინგლისურ
ენაში. მოსწავლეები წარმატებით ეუფლებიან
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას . მიუხედავად რთულ ლექსიკურად დატვირთული
ტექსტებისა, მოსწავლეები კარგად ითვისებენ მასალას და
წარმატებით აღწევენ ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს. თუმცა არის გარკვეული პრობლემებიც. მოგეხსენებათ, ინგლისური ენის ერთ-ერთ სირთულეს მართლწერა წარმოადგენს.
ამ მიმართულებით ჩასატარებელია დამატებითი
საკლასო სამუშაო. ვითარებას ართულებს კლასის
მრავალრიცხოვანება, კლასში 31 მოსწავლეა, და, მოგეხსენებათ, წარმატებული სწავლა-სწავლების გარემო უცხო ენაში არის არაუმეტეს 15-18 მოსწავლისა.
არსებულ პრობლემას მე მივიჩნევდი , როგორც ობიექტურ მიზეზად. სწორედ ამ კლასის მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს
მონაწილეობა ინგლისური ენის ოლიმპიადაში KINGS. ში. ხოლო ორი მოსწავლე - საბა მაწკეპლაძე და ამირან მახარაძემ წარმატებით
გადალახეს London school ის 1 ეტაპი.
მოსწავლის წარმატებას
შეფასება განსაღვრავს. მე_71 კლასში 17
წარჩინებული მოსწავლეა(9-10 ქულა). ამ
კლასში
განხორციელდა საკლასო პროექტები:
1.
My FAVOIRITE ACTOR
2.
My
FAVOURITE TV PROGRAMME
მე-82 კლასს
უკვე წლების მანძილზე ვასწავლი და ამ მოსწავლეებს
ვიცნობ ყველაზე ხანგრლივად. უნდა აღინიშნოს კლასის კარგი აკადემიური მოსწრება. ეს კლასიც წლების მანძილზე აქტიურად არის ჩართული ინგლისური ენის ოლიმპიადებში-KINGS.. არსანიშნავია ამ კლასის მოსწავლის მარიამ კერელეიშვილის მირწევები-
ის გადავიდა London School ის ფინალში. კლასში
პირველი სემესტრის ბოლოს 17 წარჩინებული
მოსწავლეა( 8-9-10 ქულა),რაც სასიხარულოა. მოსწავლეები წარმატებით ითვისებენ როგორც გრამატიკულ,ასევე
ლექსიკურ მასალას. შემაჯამებელი სამუშაობების ანალიზიდან სჩანს, რომ
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
შედეგებს მოსწავლეები აღწევენ კარგად
ამ კლასში განვახორციელე
საკლასო პროექტი : MY FAVOURITE SPORTSMAN.
მოსწავლეებმა შესაბამისი
თემის შესწავლის შემდეგ სამ ჯგუფად
დაყოფილებმა დაამზადეს კედლის გაზეტები, რომლებშიც მოყვეს თავიანთი საყვარელი სპორტსმენების სესახებ.
და მოახდინეს პრეზენტაცია..
მე 4 2 კლასი. პირველი წელია ამ კლასის ვასწავლი. კლასი საშუალო
აკადემიური მოსწრების არის. თუმცა მინდა
ავღნიშნო ის ფაქტი, რომ 1 სემესტრიე ბოლოსთვის კლასში უფრო
ამაღლდა მოსწრება ინგლისურ ენაში, თუმცა
კლასის ოლიმპიადებში ჩართულობა დაბალია.
ინგლისური კლუბი
სკოლაში სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ინგლისური ენის კლუბმა
English Club, რომელიც მუშაობს ორი მიმართულები: შეასწვლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს პროექტებზე მუშაობას და აგრეთვე
დრამატული წრის ფორმატითაც მუშაობს.
განხორციელდა:
1.
დამზადდა
პროექტები თემაზე PEAR TREE
FARM
2. დამზადდა ინგლისური ანბანის ასოები მხატვრულად
3. კლუბის წევრ მოსწავლეებს
დაუმზადდა საწევრო ბარათები
4. მომზადდა სახალწლო
აქტივობა- გაიმართა ინგლისური ანბანის
პირვეკლასელებისთვის განმეორება- განმტკიცება
5. მომზადდა სკეტჩი ინგლისურ ენაზე
კათედრაზე გაზიარება.
ინგლისური ენის სწავლება ხდება არა მარტო საგაკვეთილო პროცესის დროს. უცხო ენის სწავლების ერთ-ერთი ეფექტური გზა არის საგამნათლებლო პროექტით სწავლება. პროექტი როგორც მეთოდი გახდა მეტად აქტუალური ბოლო წლებში. მისი წარმატებულობა , როგორც არაფორმალური მეთოდი , თვანათლივ ასახავს ამა თუ იმ საჭირბოროტო თემის წინ წამოწევის აქტუალობას. მიგვაჩნია, რომ ამ მეთოდის გამოყენებით გავაღრმავებთ მოსწავლეებში ცოდნას, გავუნვითარებთ მოსწავლეებს საჭირო უნარებს და გავზრდით მათ მოტივაციას. სწორედ ამ აზრის გასაზიარებლად შევკრიბეთ ჩვენ, ლელა იმნაიშვილმა და ნინო კანდელაკმა, ჩვენი კოლეგები 12.12.14 ინგლისური ენის კათედრის სხდომაზე. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს კოლეგებს ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევა-პროექტი სახელწოდებით “ WHO WANS TO
LIVE FOREVER”( ვის უნდა ხანგრძლივა ცხოვრება’’). მოვყევით, თუ რა ეტაპები გავიარეთ მანამ, სანამ უშუალოდ დავიწყებდით განხორციელებას. პრეზენტაცია მოვახდინეთ ეკრანზე პროექტორის ჩვენებით. მოვყევით, თუ რა აქტივობები განვახორციელეთ პროქტის ფარგლებში. ჩამოვაყალიბეთ პროექტის მთავარი ასპექტები, ანუ რამდენად არიან ჩვენი მოზარდები გათვითცნობიერებულები ჯანსაღი ცხოვრების წესის მთავარ ასპექტებში და ანხორციელებენ თუ არა რაიმე აქტივობებს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც კვლევამ აჩვენა,მოსწავლეებს უჭირთ გაერკვნენ, თუ რას უნდა მიმართონ და რა სახის აქტივობები უნდა განახორციელონ,რომ შეიძინონ საჭირო თვისებები და განავითარონ ისინი. გამოიკვეთა აგრეთვე ჯგუფური მუშაობის პრინციპების არასასაკმარისად ცოდნა. მოსწავლეებს უჭირთ საერთო აზრამდე მისვლა და სახეზეა კომუნიკაციის პრობლემაც. შემდეგ ავღწერეთ პროექტის მსვლელობა. პროექტის დაგეგმვისას გაწერილი ყველა აქტივობა წარმატებით და დროულად განხორციელდა დადგენილ ვადებში. მოზარდები დიდი ინტერესით გამოეხმაურნენ დილის გამამხნევებელი ვარჯიშის ჩატარებას. ისინი იკრიბებოდნენ 3 კვირის განმავლობაში გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე და ასრულებდნენ დილის გამამხნეველ ვარჯიშებს.ერთი-ორჯერ ეს იყო რიტმული ვარჯიში მუსიკის თანხლებით. ინტერვიუების ჩაწერისას მოზარდებმა გამოავლენეს და განავითარეს ისეთი თვისებები, როგორიცაა თანამშრომლობა, გუნდური მუშაობის უნარი, დამოუკიდებლობა. დიდი ენთუზიზმით და ინტერესით განახორციელეს მოსწავლეებმა საინფორმაციო ფლაერზე მუშაობა. ამ მუშაობაში მათ გამოავლინეს და ხელი შეუწყვეს ხელი საკუთარი კრეატიულობის განვითარების უნარს. ხოლო ფლაერების გავრცელების პროცესი საკმაოდ ორგანიზებულად მოხდა. გარდა მოსწავლეებისა ამ აქტივობაში აქტიურად ჩავერთეთ მასწავლებლებიც. ლელა იმნაიშვილმა და ნინო კანდელაკმა მიიტანეს ფლაერები ახლომდებარე სკოლების დირექციებში და გაუზიარეს მათ საკუთარი გამოცდილება. წილადი და და გრაფიკული გამოსახულების შედგენისას მოსწავლეებს აქტიური დახმარება აღმოუჩინა მათემატიკის სპეციალისტმა აზა მარუაშვილმა. საბოლოდ გავაცნეთ ჩვენს კოლეგებს თუ რა მიზნებს მივაღწიეთ, ანუ , პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეული იქნა მთავარი მიზანი: მე-8 კლასელებმა , როგორც სამიზნე ჯგუფმა,განავითარეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.მოსწავლეებმა მეტი სიღრმისეულად შეისწავლეს ეს აქტუალური საკითხი და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ყველა აქტივობების შესრულებას.პროექტმა დიდი გამოხმაურება პოვა თემში.საინფორმაციო ფლაერების გავრცელების აქტივობამ მოგვცა საშუალება მოსახლეობისათვის გაგვეზიარებინა ჩვენი საქმინაობის შესახებ.პროექტის განხორციელებისას მოხდა მათემატიკის, სპორტის და ისტ-ის გამოყენება. ვაჩვენეთ ვიდეოები, რომლებიც ასახავდა ექიმთან ვიზიტს, აგრეთვე ქიმიის და ფიზიკის სპეციალისტებთან, კოლეგებთან გასაუბრებას. აგრეთვე ვაჩვენეთ გამამხნეველი ვარჯიშების , ფლაერის შექმნის , კედლის გაზეთების შექმნის პროცესები. შემდეგ განვიხილეთ პროექტის შედეგები. ინგლისურის მასწავლებელმა ლია ჩუმაშვილმა გამოთქვა თავისი აზრი . მან მიიჩნია საჭიროდ ამგვარი ღონისძიებების ჩატარება, თუმცა დაამატა, რომ სასურველი იქნებოდა , რომ შედედი უფრო მდგრადი და გრძელვადიანი ყოფილიყოს.სკოლის სასწავლო ნაწილმა გამოთქვა კმაყოფილება ამგვარი საქმიანობისადმი. მან წარმატება გვისურვა მომავალ კონფერენციაზე. ინგლისური ენის მასწავლებელმა აზა გზადელიანმა აგრეთვე მოიწონა ჩვენი წამოწყება და გამოთქვა აზრი, რომ დიდი სიხარულით თვითონაც ჩაერთებოდა ამგვარ საქმიანობაში.
ოლიმპიადებში მოსწავლეების ჩართულობა
მე-3ა კლასი
1.
გიორგი ჯიმშელეიშვილი
2.
გიორგი ბურჯალიანი
3.
ნინო კირთაძე
4.
მარიამ ბობოხიძე
1.
მე-3ბ კლასი ალექსი მუკბანიანი
მე-7ა კლასი
1.
გიორგი ტყეშელაშვილი
2.
ლუკა გაბუნია
3.
ქრისტინე ერისთავი
4.
საბა მაწკეპლაძე
5.
მარიამ ნემსაძე
6.
მამუკა ხოტივარი
7.
მარიამ ბობოხიძე
8.
ნანა მაჭარაძე
მე-8ბ კლასი
1.
მარი კერელეიშვილი
2.
თამარ ნანეიშვილი
- მარიამ ფაიქიძე
მივიღეთ მონაწილეობა მეორე ეროვნულ
კონფერენციაში „ საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა“. ჩვენს მიერ გატანილმა თემამ დაიმსახურა
მაღალი შეფასება ჯერ ქალაქის
მასშტაბით, ხოლო შემდეგ დაიკავა პირველი
ადგილი დასავლეთ საქართველოს ფარგლებში.
გაწეული მუშაობის ანგარიში
2014/2015 წ
https://drive.google.com/file/d/0B3SXNicwg58cbjNxc1pQaDlIZDA/view?usp=sharing
II სემესტრი.
მასწავლებელი ნინო კანდელაკი
23.01.2015 მეორე სემესტრის პირველიევე
კვირას ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი მე3 კლასში.
გაკვეტილის ტემა იყო მუსიკალური ინსტრუმენტები და
მათი გამოყენება . გაკვეთილის ყველა მასალა აქ არის დართული
06.02.2015 ინგლისურმა კლუბმა განაახლა მუშაობა. ბავშვებმა დაგეგმეს ვალენტინობის დღის
აღნიშვნა. მათ დაამზადეს ვალენტინობისადმი
მიძღვნილი ბარათები და შეისწავლეს მისალმებებიGREETINGS AND WISHES. დაიგეგმა ჩატარდეს აქცია , რომელზეც მოხდება ბარათების დარიგება სასკოლო საზოგადოებისათვის. ბარათების დიზაინი დამზადდა
ინტერნეტ რესურსის გამოყენებით.
12.02.2015ვალენტინობის
დღესთან დაკავშირებით კლუბის წევრებმა გამართეს აქცია და სკოლის საზოგადოებას მოულოცეს
დამდეგი სიყვარულის დღე ბარათების დარიგებით.
პატარებმა არ დაივიწყეს სკოლის დირექციაც და
მასწავლებელიც. დიდ დასვენებაზე მოხერხდა ყველა არსებული ბარათის სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის გადაცემა. აგრეთვე სკოლის
სტენდი დაამშვენეს გულის ფორმის პოსტერით,
რომელზეც კლუბის წევრებმა ასახეს თავიანთი დამზადებული ვალენტინკები. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა
ისწავლეს ამ დღესასწაულზე მიძღვნილი
ლექსები და სურვილები.მათ გულმოდგინედ დაისწავლეს ისინი და მიუძღვნეს თავიანთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს.
27.02.2015 კლუბმადაიწყო
მზადება შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღისათვის. მოსწავლეებს
ვთხოვეთ დაემზადებინად დედის დღესთან დაკავშირებით მისალოცი ბარათები. ამჟამად მათ მიეცათ სრული თავისუფლება დიზაინის თუ გაფორმების შერჩევაში. აგრეთვე დავგეგმეთ გაგვეკეთებინა პაუერ პოინტში სლაიდი, რომელზეც აისახებოდა
კლუბის წევრების დედიკოების სურათები . ბავშვებს
ასევე გადაეცათ ლექსები , რომლებითაც ისინი მოულოცავდნენ დედებს მათ დღესასწაულს.
6.03.2015ინგლისურმა კლუბმა
მოულოცა თავიანთ დედებს დედათა და ქალთა დღე. მათ ინგლისურ
ენაზე მოყვეს ქალთა დღის ისტორია და წარადგინეს ლექსები, რომლებითაც გამოხატეს თავიანთი სითბო
და სიყვარული დედების და ბებიების მიმართ. კლუბის წევრებმა აგრეთვე შეასრულეს
ხალხური ცეკვები .ბავშვებმა შეასრულეს
აჭარული, აფხაზური და რაჭული ცეკვები.
ღონისძიებაზე წარდგენილი იყო მუსიკალური ბარათი POWER POINT ის მეშვეობით. ვიდეო ასახავდა მოსწავლეებს თავიანთი დედებთან ერთად. აქტივობას
დაესწრნენ კლუბის წევრების მშობლები.მათ დიდი ინტერესით
უსმენდნენ საკუთარი შვილების ინგლისურენოვან
მოლოცვებს და მადლიერებით მოიხსენიეს კლუბის
საქმიანობაში მათი შვილების აქტიური ჩართულობა.
თებერვლის ბოლოს
ჩატარდა ოლიმპიადა შერლოკი , რომელშიც ჩემმა 25 მოსწავლემ მიიღო
მონაწილეობა. ყველა მოსწავლე გადავიდა მეორე ფინალში.
მარტში დავიწყეტ მზადება მოსწავლეთა კონფერენციისათვის, რომელიც ჩატარდება აპრილში და თემად აის არებული ეკოლოგია. მოსწავლეებმა
მომაწოდა საკუთარი მასალები და ვგეგმატ ყველა მონაწილე მოსწავლესტან შეხვედრას და
მათთვის რეკომენდაციების მიცემას .
მარტის ბოლოს
მოვიდა რობინსონის ოლიმპიადაში
მონაწილე მოსწავლეების პასუხები. ჩემს მოსწავლეებში მონაწილეობა მიიღეს :
1.
ნინო კირთაძე , 3 კლასი
2.
ფაიქიძე მარიამი, 8 კლასი.
დაიგეგმა კონფერენციის ჩატარება . ამისათვის შევკრიბეთ ყველა მომაწილეობის მსურველი მოსწავლე. კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოაცხადეს
7 კლასიდან დაწყებული 11 კლასის ჩათვლით. თემატიკა არის ეკოლოგია და გარემოს დაცვა. გადაწყდა, რომ კონფერენცია ჩატარდეს 21 აპრილს, დედამიწის დღეს. მოსაწვლეებმა გვაჩვენეს
მათ მიერ არჩეული თემები, რომელთა შორის არის წყლის დაბინძურების, ბუნებრივი კატასტოფები,წყლის
, ჰაერის დაბინძურების ტემები. ისინი ამზადებენ
პრეზენტაციებს, რისთვისაც ამზადებენ სხვადასხვა რესურსებს.
მარტის შუა რიცხვებში შევქმენი ელექტრონული ბლოგი.ეს
არის ჩემი დომეინი.
http://ninikolovesapples.blogspot.com/
პროექტ გაკვეთილები
I.
გაკვეთილის თემა : ჩვენი დროის
გმირები
OUR HEROES
სწავლების
საფეხური: მე-7 კლასი. ს
.II.
პედაგოგი: ნინო კანდელაკი
თარიღი:
11.02.2015
განხორციელებული აქტივობა: პოსტერის პრეზენტაცია
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები : უცხ.ს I,18,მოსწავლეებში ტრანსფერის მოხდენა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებში შესწავლილი თემის გაღრმავება-შეჯამება
წინასწარი ცოდნა: ბეთანი ჰამილტონის ისტორია
სასწავლო მასალა
და რესურსები: ინგლისური
ენის სახელმძღვანელო
TOP SCORE, 1,
ვატმანის ფორმეტის
ქაღალდი, დაფა.
გაკვეთილის მსვლელობა: 1. მისალმება და სიის ამოკითხვა -2წ.
2. ბრიტანეთის ტელეარხების მიმოხილვა - 10- წ.
3. ჯგუფების მიერ პოსტერების პრეზენტაცია
- 25 წ.
4. შეფასება -5 წ.
5. საშინაო დავალების
მიცემა - 2წ.
შეფასების კრიტერიუმი
1 - 3
|
4 - 5
|
6 – 7
|
8 - 10
|
|
თემის გასაგებად წარმოდგენა
|
დარღვეულია ლოგიკა და ბუნდოვანია
|
ნაწილობრივ გასაგებია და მოითხოვს დამატებით განმარტებას
|
ლოგიკურად არის აგებული, შეინიშნება მცირე ხარვეზები
|
ლოგიკურად არის აგებული წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია
|
საუბარი
|
დაბნეულია და გაუგებრად საუბრობს
|
ხშირად ჩერდება და იმეორებს ერთსა და იმავეს
|
გამართული და გასაგებია
|
გამართული და გასაგებია,საუბრობს დარწმუნებით
|
არგუმენტაცია
|
არასწორად აქვს არგუმენტაცია
|
არგუმენტაცია მცირეა და არადამაჯერებელი
|
არგუმენტები აქვს მაგრამ აკლია ფაქტობრივი მასალით გამყარება
|
არგუმენტები ბევრია და დამაჯერებელი, გამყარებულია ფაქტობრივი მასალით
|
დასკვნები
|
არასწორად აქვს გაკეთებული
|
დასკვნები გაუმართავი და ულოგიკოა
|
ლოგიკურია და კარგად არის ჩამოყალიბებული
|
ლოგიკურია, კარგად არის ყამოყალიბებული და ორგანიზებულია
|
აუდიტორიასთან კონტაქტი
|
ვერ ამყარებს კონტაქტს საუბრობს გაურკვევლად
|
პერიოდულად ცდილობს კონტაქტს
|
გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად ამყარებს კონტაქტს
|
აქვს კომუნიკაციის უნარი,ადექვატურად რეაგირებს აუდიტორიის რეაქციაზე
|
თვალსაჩინოების გამოყენება
|
არსწორად იყენებს
|
იყენებს მწირად
|
იყენებს მხოლოდ დიაგრამებსა და ცხრილებს
|
იყენებს ახალ ტექნოლოგიებს
|
II.
გაკვეთილის თემა : ჩემი საყვარელი სპორტსმენი
MY FAVOURITE SPORTSMAN
სწავლების
საფეხური: მე-8
კლასი. ს
.II.
პედაგოგი: ნინო კანდელაკი
თარიღი: 25.10.2014
განხორციელებული აქტივობა: პოსტერის პრეზენტაცია
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები : უცხ.ს II,18,მოსწავლეებში ტრანსფერის მოხდენა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებში შესწავლილი თემის გაღრმავება-შეჯამება
წინასწარი ცოდნა: ტექსტი რონალდოს
სპორტული ბიოგრაფიიის
გაცნობა
სასწავლო მასალა
და რესურსები: ინგლისური
ენის სახელმძღვანელო
TOP
SCORE, 2,
ვატმანის ფორმეტის
ქაღალდი, დაფა.
გაკვეთილის მსვლელობა: 1. მისალმება და სიის ამოკითხვა -2წ.
2. რონალდოს ბიოგრაფიის მიმოხილვა - 10- წ.
3. ჯგუფების მიერ პოსტერების პრეზენტაცია
- 25 წ.
4. შეფასება -5 წ.
5. საშინაო დავალების
მიცემა - 2წ.
III.
გაკვეთილის თემა : ჩემი საყვარელი ტელეარხი
MY FAVOURITE TV CHANNEL
სწავლების
საფეხური: მე-7 კლასი. ს
.II.
პედაგოგი: ნინო კანდელაკი
თარიღი:
25.10.2014
განხორციელებული აქტივობა: პოსტერის პრეზენტაცია
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები : უცხ.ს I,18,მოსწავლეებში ტრანსფერის მოხდენა
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებში შესწავლილი თემის გაღრმავება-შეჯამება
წინასწარი ცოდნა: ბრიტანეთის ტელეარხების გაცნობა
სასწავლო მასალა
და რესურსები: ინგლისური
ენის სახელმძღვანელო
TOP
SCORE, 1,
ვატმანის ფორმეტის
ქაღალდი, დაფა.
გაკვეთილის მსვლელობა: 1. მისალმება და სიის ამოკითხვა -2წ.
2. ბრიტანეთის ტელეარხების მიმოხილვა - 10- წ.
3. ჯგუფების მიერ პოსტერების პრეზენტაცია
- 25 წ.
4. შეფასება -5 წ.
5. საშინაო დავალების
მიცემა - 2წ.
მოსწავლეთა კონფერენცია 22.04.2015
22 აპრილს აღინიშნება
დედამიწის დღე.ამ
ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით
ინგლისური ენის კათედრამ მოაწყო მოსწავლეთა
სასკოლო კონფერენცია, რომელიც მიძღვნილი იყო
გარემოს დაცვას. ეს აქტივობა განხორციელდა
სასკოლო პროექტის SAVE THE WORLD ( გადავარჩინოთ სამყარო) ფარგლებში, რომელიც დაიგეგმა გასული წლის გაზაფხულზე .კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს
7-10 კლასის მოსწავლეებმა. მათ წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები ისეთ აქტუალურ თემებზე,
როგორიცაა გარემოს სუფთად დაცვა, წყლის და ჰაერის დაბინძურების პრობლემა, ბუნების დაცვის
საერთაშორისო ორგანიზაციები . კონფერენციას წინ უსწრებდა ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი,
რომლის განმავლობაში მოსწავლეებმა კონფერენციის ორგანიზატორებისგან, ლელა იმნაიშვილისგან და ნინო კანდელაკისგან რეკომენდაციები და მითითებები მიიღეს.მოსწავლეებმა
საკუთარი პრეზენტაციები გაამდიდრეს ფერადი
პოსტერებით და სლაიდშოუებით (POWER
POINT).აღსანიშნავია, რომ მათ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ
დავალებას და ღირსეულად წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მე-7 1კლასის მოსწავლეების მიერ ქრისტინე ერისთავის და მარიამ ნემსაძის მიერ განხორციელებული
აქტივობა-თამაში, რომელშიც აქტიურად ჩაერთო
დამსწრე აუდიტორია. განსაკუთრებული აქტიურობით
გამოირჩეოდნენ მე-71,მე-82,
მე-91, მე -92 კლასების მოსწავლეები.პრეზენტაციის შემდეგ მოხდა
ნაშრომების შეფასება წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმის მიხედვით. მონაწილე მოსწავლეებმა დაუწერეს ქულები თითოეულ
თემას და გამოავლინეს გამარჯვებული თემა SAVE THE ENVIRONMENT მ.ნემსაძე, ქ.ერისთავი მე-71
კლ.( დამრ. ნ.სტურუა, მასწ. ნ.კანდელაკი).ასევე მაღალი შეფასება მიიღო მე-82
კლასის მოსწავლეების ანა ყიფიანის და ბაქარ
ოქროპილაშვილის მიერ წარმოდგენილმა თემებმა.
კონფერენციას დაესწრო სკოლის დირექტორი ქ. ნონა ჩუბინიძე და სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ქ-ნ. ჯული ჩუმბაძე და ინგლისური ენის მასწავლებლები.
ტრენინგის ანგარიში.
ტრენინგის სახელწოდება- ინფორმაციულ-საკომუნიკაცია ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
ტრენერი- ქ-ნი მაია უფლისაშვილი
ტრენინგის
ხანგრძლივობა -39 საათი
დასაწყისი 2.05.2015. ამ ტრენინგზე დასწრების სურვილი მომივიდა, რადგანც ყველაფერს, რაც ტექნოლოგიებთან და სხვადასვა რესურსების გამოყენებაა , მჭიდროდ მიწევს ურთიერთობა უკანასკნელი 7-8 წელიწადია. მე აქტიურად ვიყენებ კომპიუტერს ბოლო 10 წელიწადია. პირველად გავეცანი კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ჯერ კიდევ 2000 წელს, როდესაც გავიარე ჩემი პირველი 50- საათიანი მოსამზადებელი კურსი.მას შემდეგ კიდევ გავიარე ორკვირიანი კურსი, ალბათ, ასე 2005 წელს (თუ არ ვცდები თარიღში). იყო კიდევ 10 - საათიანი კურსი თანამედროვე თექნოლოგიებზე.ვარ ინტერენეტის აქტიური მომხმარებელი, მაქვს ელექტრონული ფოსტა, როგორც gmail ზე, ასევე mail.ru. ჩემი კომპიუტერთან ურთიერთობა ყოველდღიურია. ვფლობ WORD ,
EXCEL. POWER POINT პროგრამებს. ვიყენებ უამრავ ინტერნეტ რესურს, მაქვს საკუთარი რესურსებიც შექმნილი.მაქვს მიმოწერა ჩემს უცხოელ მოხალისე კოლეგებთან. დარეგისტრირებული ვარ სოცილურ ქსელებში, მაქვს პერიოდული გამოწერა სხვადასხვა ინტერნეტ გაზეთებიდან და პორტალებიდან.ბოლო წელიწადია, რაც შევქმენი ელექტრონული ბლოგი და მსურს შევქმნა საკუთარი საქმიანობის ამსახველი ელექტრონული პორტფოლიო.საგაკვეთილო პროცესის თუ სასკოლო ღონისძიების დაგეგმვისას ყოველთვის მივმართავ ინტერენეტ რესურსებს, რაც ჩემს საქმიანობას გაცილებით უფრო ეფექტურს ხდის.თვით კომპიუტერი გადავაქციე ბევრი რამის შესასწავლ ინსტრუმენტად. ვესწრები ვებინარებს და უამრავ სიახლეს ვიღებ. ამ მხრივ ვთვლი, რომ უკვე ძნელად წარმომიდგენია ჩემი საქმიანობა თუ ცხოვრება ინტერნეტის და , ზოგადად, კომპიუიტერის გარეშე. ნებისმიერი აქტივობის დაგეგმაში ძალიან დიდ დახმარებას მიწევს ეს საჭირო წყარო.
ამ ტრენინგ-კურსიდან ველოდები დავხვეწო ჩემი უნარები კომპიუტერულ ტექნოლოგიების დარგში, გავიგო რაიმე სიახლე და , რაც მთავარია, ბლოგში მუშაობა დავხვეწო. იმედი მაქვს ასევე, რომ მივიღებ ბევრ სასარგებლო რჩევებს საკუთარი საგაკვეთილო პროცესის უკეთესად წარმართვის მიზნით. მინდა ვისწავლო უკეთესად დავგეგმო რესურსების და აქტივობების თანხვედრა, გავაწონასწორო ინტერნეტ თუ სხვა რესურსების მართებული გამოყენება სასწავლო პროცესში.
2.05.2015 პირველი დღე. ვისწავლეთ , როგორ მოვახდინოთ ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტუალობა თანამედროვე საგაკვეთილო პროცესში.გავეცანით WORD დოკუმნეტში მუშაობის ძირითადი ასპექტებს. სიმბოლოების აკრეფა, ტექსტური დოკუმენტების შექმნას. ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში, გაგვაცნეს word
document ში მუშაობის ძირითად მომენტებზე: ბეჭდვა, სიმბოლოების მოძებნა, რედაქტირება. ა.შ.
04.05.15 დღე მეორე. ტექსტურ დოკუმენტში ცხრილების გაკეთება
..08.05.15 დღე მესამე . შევისწავლეთ ინტერნეტში შესვლა, მთავარ გვერდზე შესვლას და საძიებო სისტემემბში შესვლას, როგორიცაა გუუგლი, იანდექსი,და სხვა, ასევე სხვასხვა ბრაუზერების არსებობა.შევისწავლეთ ფაილების ტიპები, ვიდეო თუ აუდიო ფაილების ტიპები.
დავალება:დავწერო გაკვეთილის გეგმის მიზანი/ინდიკატორები
#1საფეხური: საბაზო , მე 7 კლასი ,ს.IIგაკვეთილის თემა: წერილი მიმოწერის მეგობარს A LETTER TO A PENFRIEND
გაკვეთილის მიზანი: შევასწავლო მოსწავლეებს ელექტრონული წერილის დაწერაშედეგ/ინდიკატორები: უცხ.ს.II.16. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს სხვადასხვა შინაარსის ღია ბარათი.
უცხ.ს.II.17. მოსწავლეს შეუძლია მისწეროს წერილი თანატოლს, ახლობელს (ხელნაწერი ან ელექტრონული ვერსია).უცხ.ს.II.32. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.რესურსები : ჩემი ელექტრონული ფოსტა, უცხოელი მოხალისეები წერილები #2საფეხური: დაწყებითი , მე 3 კლასი ,დ.IIIგაკვეთილის თემა: სამის ხალხის დროშის მომზადებაგაკვეთილის მიზანი: შევაჯამო სამის ხალხის ისტორია და გავაცნო სამის ხალხთა დროშა , როგორც ეროვნული სიმბოლო.შედეგ/ინდიკატორები: უცხ.დ.III.12. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოსერთმანეთთან შედარება.უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.
უცხ.დ.III.15. მოსწავლესშეუძლია თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან თანამშრომლობა.რესურსები: http://en.wikipedia.org/wiki/Sami_flag
გაკვეთილის მიზანი: შევასწავლო მოსწავლეებს ელექტრონული წერილის დაწერაშედეგ/ინდიკატორები: უცხ.ს.II.16. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს სხვადასხვა შინაარსის ღია ბარათი.
უცხ.ს.II.17. მოსწავლეს შეუძლია მისწეროს წერილი თანატოლს, ახლობელს (ხელნაწერი ან ელექტრონული ვერსია).უცხ.ს.II.32. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.რესურსები : ჩემი ელექტრონული ფოსტა, უცხოელი მოხალისეები წერილები #2საფეხური: დაწყებითი , მე 3 კლასი ,დ.IIIგაკვეთილის თემა: სამის ხალხის დროშის მომზადებაგაკვეთილის მიზანი: შევაჯამო სამის ხალხის ისტორია და გავაცნო სამის ხალხთა დროშა , როგორც ეროვნული სიმბოლო.შედეგ/ინდიკატორები: უცხ.დ.III.12. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოსერთმანეთთან შედარება.უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.
უცხ.დ.III.15. მოსწავლესშეუძლია თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან თანამშრომლობა.რესურსები: http://en.wikipedia.org/wiki/Sami_flag
09.05.2015 დღე მეოთხე. შევისწავლეთ Power point პროგრამაში მუშაობა, კერძოდ, როგორ აიტვირთოს სურათები პრეზენტაციის პროგრამაში.მოვახდინეთ პრეზენტაციების განხილვა სხვადასხვა საგნებში და სხვადასხვა თემებზე.პირველ რიგში განვიხილეთ ჩემს მიერ გაკვეთილის გეგმის დასაწყისი ასპექტები, ანუ მოცემული მქონდა დამეწერა გაკვეთილის თემა და მიმესაბამებინა შედეგი-ინდიკატორები. მე დავიწყე ორი გაკვეთილის გეგმის შედგენა სხვადასხვა საფეხურებზე- ერთი მე-7 კლასის მეორე- მე-4 კლასისათვის. ტრენერნმა მიმითითა, თუ რა ტიპის რესურსი შეიძლებოდა გამომეყებინა გარკვეული გაკვეთილის მიზნის მისაღწევად.აგრეთვე განვიხილეთ ჩემს მიერ შექმნილი პრეზენტაცია. ეს არის გაკვეთილ-პროექტის ანგარიშის პრეზენტაცია. ტრენერმა მირჩია დამემატებინა სათაურები და ქვესათაურები. განვაგრძეთ პრეზენტაციების შექმნაზე მუშაობა და განვიხილეთ ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაციები. აგრეთვე მოვახდინეთ ელექტრონული ფოსტით პრეზენტაციების გადაგზავნა ტრენერთან.პირადად ჩემთვის ახალი ჯერ-ჯერობით არაფერია, მაგრამ სასიმოვნოა კოლეგების სხვა თვალით დანახვა, ვუყურებ, როგორ მეთოდებს იყენებს თითოეული რაიმის სასწავლად. ჩემთვის ეს მომენტი საინტერესოა. ასეთნაირად ვიკვლევ, თუ რამდენად შეუძლია ზრდასრულ სპეციალისტებს ახალი ინფორმაციის ათვისება-მიღება.
10
.05.2015 . დღე მეხუთე ვიმუშავეთ power
point presentation ზე. ვისაუბრეთ პრეზენტაციის წარმართვის უნარის აუცილებლობაზე და შევაუდეგით საგნების მიხედვით პრეზენტაციების გაკეთებას.
16.05 2015 . დღე მეექვსე. მოვახდინეთ ელექტრონულ ფოსტაში მუშაობის გაგრძელება, თასევე ვისწავლეთ, თუ როგორ შეიძლება მასალების ჩამოტვირთვა, ატვირთვა.გავეცანით ახალ საგამნათლებლო საიტს BUKI.GE ,სადაც უამრავი ახალი ელექტრონული რესურსი ინახება.გავეცანით ამ საიტში მუსაობის მთავარ ასპექტებს.
17.05.2015 დღე მეშვიდე. გავეცანით google.drive ის ძირითად მომენტებს და სერვისებს.
23.05.2015 დღე მერვე .ვმუშაობთ google.drive ში , შევქმენით დოკუმენტები, გავაზიარეთ ერთმანეთთან. საკმაოდ საინტერესო რესურსია. გავეცანი სადღაც 2 კვირის წინ, მოსახერხებელია და საკმაოდ საინტერესოა.გაგვაცნესhttp://www.ict.tpdc.ge/ ერთ- ერთი საგამნათლებლო პორტალი, რომლიდანაც ჩვენ შევძლებთ ბევრ საინტერესო და საჭირო რესურსის წვდომას.
25/05.2015 დღე მეცხრე .დღეს
დავიწყეთ მუშაობა ბლოგის შექმნაზე. ტრენერმა გვითხრა. თუ რას წარმოადგენს ბლოგი.
ეს არის ელექტრონული ჟურნალი, რომელშიც ბლო9გერები ინახავენ საკუთარი ნამუშევრების
ანგარიშს.
26.05.2015 დღე მეათე. ვმუშაობთ ბლოგზე. ტრენერმა გაგვახსენა, თუ როგორ
არის ახალი პოსტების დადება ან როგორ ხდება სხვადასხვა ინფიორმაციის აკრ
30.05/31.05.2015
წ. პირველად ჩატარდება ოლიმპიადა მე-3 სკოლაში, რომელზეც დავარეგისტრირე ჩემი 13 მოსწავლე
1. მარიამ ნემსაძე
2. ქრისტინე
ერისთავი
3. ამირან
მახარაძე
4. საბა მაწკეპლაძე
5. ანი ნემსიწვერიძე
6. ანანო
ფახურიძე
7. ნანა მაჭარაძე
8. მარიამ
კურტანიძე
9. საბა ცნობილაძე
10. ანა ყიფიანი
11. ბაქარ
ოქროპილაშვილი
12ქეთი ავალიანი
13. მარიამ
კერელეიშვილი
მასწავლელბელთა მე-2 სასწავლო-მეთოდური კონფერენცია
30.05.2015 #40 საჯარო
სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა მეორე
სასწავლო -მეთოდური კონფერენცია. ჩვენ,
ლელა იმნაიშვილი და მე, წარვადგინეთ ჩვენს
მიერ განხორციელებული პროექტი ჯანსაღ ცხოვრების წესის
შესახებ.როგორც წესი,
ვიმუშავეთ საგნობრივი სექციების მიხედვით.მოვისმინეთ ჩვენი
კოლეგების საინტერესო პრეზენტაციები. ყოველ
სექციაში მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, რომლების საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამდნენ ყველა
პრეზენტაციაზე. სექციურ მუშაობას წინ უსწრებდა პლენარული სხდომა,
რომელზეც ოფიციალურად მოხდა
კონფერენციის გახსნა. #40 სკოლის
დირექტორმა ქ-ნმა ლია კუხიანიძემ და კონფერენციის ინიციატორმა და ორგანიზატომა ქ-ნმა ქეთევან რუხაძემ ისაუბრეს ამგვარი ღონისძიებების მოწყობის აქტუალობასა და
საჭიროებაზე. ნამდვილად, ყოველი
წლის ბოლოს მასწავლებელს უგროვდება იმდენი
სათქმელი თავის კოლეგებთან , რომ
ამგვარი კონფერენციები მოგვცემს საშუალებას ერთმანეთს გავუზიაროთ და გავანდოთ ბევრი
რამ საკუთარი გამოცდილებიდან . ეს ჩემთვის ამგვარი ღონისძიებაში უკვე მეორე
ჩართულობაა, და, ვთვლი,
რომ ბევრ საჭირო
უნარს ვიძენ, ვაკვირდები და ვიზირებ კოლეგების იდეებს
და , ხშირადაც, ბევრი
საინტერსო იდეა მომდის.
სექციური მუშაობის შემდეგ
მიგვიწვიეს სააქტო დარბაზში.ჩვენ
მოვისმინეთ კიდევ რამოდენიმე პრეზენტაცია მასწავლებლების სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის შესახებ. ზოგი მათგანი იმყოფედა ევროპულ ქვეყნებში და მათ მოგვიყვეს ევროპული სკოლების თავისებურობებზე, იქ დანერგილ განათლების სისტემის შესახებ , საინტერესო იყო ქ-ნ ნათია
კილაძის , ამერიკული სკოლა
პროგრესი აღმასრულებელი დირექტორის მონათხრობი გერმანულ სკოლის
შესახებ, სადაც იგი იმყოფებოდა თავის
მოსწავლეებთან ერთად 2 კვირით.
აგრეთვე მოვისმინეთ #41 საჯარო
სკოლის ქართული ენის
მასწავლებლის პრეზენტაცია მასწავლებელთა ინტერნეტ პორტალ
ETWINNING ის შესახებ. მოხსენებების დასრულების შემდეგ
#40 სკოლის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია სახელწოდებით ”კურთხეულ იყოს
ქართლოსის ჯიში” .კომპოზიცია ძალიან
ამაღლებულ ხასიათს ატარებდა, მოსწავლეებმა 30 წუთში
გადმოსცეს საქართველოსადმი სიყვარული და ბევრ მაყურებელს ცრემლიც კი მოგვაყენა თვალებზე.მასწავლელბელთა კონფერენციამ საკმაო
მაღალ დონეზე წარიმართა.
No comments:
Post a Comment